სფფ საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას - "სფფ-ის სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ქართულ ენაზე იწყებს
2016 წლის 7 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საფეხბურთო განათლების სასერთიფიკატო პროგრამას - "სფფ-ის სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ქართულ ენაზე იწყებს.

"სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და სრულად უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. საგანმანათლებლო პროგრამა უფასოა მსმენელთათვის და ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ძალიან საჭირო და სასარგებლო პროექტს ვიწყებთ - პირველად ჩვენს ქვეყანაში, ქართულ ენაზე ჩატარდება ფეხბურთის მენეჯმენტის კურსები, რომელიც უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო პროექტის ანალოგია და საქართველოში უეფას მხარდაჭერით ხორციელდება. საფეხბურთო განათლების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საჭირო ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან საინტერესო და ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ფეხბურთის განვითარების საქმეში", - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

ამ ეტაპზე პროგრამას საფეხბურთო სფეროში დასაქმებული 30 პირი გაივლის. პროგრამის ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან; ასევე, შეისწავლიან სტრატეგიული მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ პროექტის მონაწილე პირთა წრეზე ისაუბრა: "ამ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ ფეხბურთში არიან დასაქმებულები. ესენი იქნებიან როგორც კლუბების, ისე სხვა საფეხბურთო ფედერაციებისა თუ ასოციაციების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკემბერში გაირკვევა უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების ვინაობა და მსმენელთა ძირითადი ნაწილი სწორედ ამ კლუბებიდან დაკომპლექტდება".

კურსზე საბუთების მიღება 2016 წლის დეკემბერში დაიწყება და პროგრამა 2017 წლის ივლისში დასრულდება.

"სფფ-ის სერთიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" - პროგრამაში მონაწილე პირებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები.

ლუკა
შესანიშნავია! მხოლოდ განათლებული და მცოდნე პროფესიონალები შეძლებენ ქართული ფეხბურთის განვითარებას. ბავშვთა მწვრთნელების განათლებასაც აკადემიურ ჭრილში ესაჭიროება განხილვა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება