სპორტის ცხრა სახეობა, რომელთანაც დონალდ ტრამპს კავშირი აქვს
8 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტის არჩევნები იმართება. "ლელო" მოგიყვებათ იმის შესახებ, როგორ ავითარებს გოლფს რესპუბლიკური პარტიის ძირითადი კანდიდატი დონალდ ტრამპი, როგორ მეგობრობს კრიშტიანო რონალდოსთან და როგორ ვერ იტანს ველოსპორტს.

ტრამპი აბსოლუტურად ყველა პროდუქტსა და ორგანიზაციას თავის საპატივცემულოდ არქმევს სახელს, გეგმავს მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას ("ტრამპის დიდი კედელი") და ოცნებობს მუსულმანებს აშშ-ში შესვლა აუკრძალოს (ამის გამო, ის კინაღამ გააგდეს არჩევნებიდან). ტრამპი სპორტის შესახებაც საინტერესოდ ლაპარაკობს.

გოლფი

ტრამპი მამარონეკეში (ნიუ იორკის შტატი) კლუბ Winged Foot Golf Club-ის წევრია, ფლობს ლამაზ ვებგვერდს გოლფზე და რამდენიმე გოლფ-კურორტს (ყველაზე შთამბეჭდავი - შოტლანდიაში). ამასთან, გოლფის პროფესიული ტური (PGA) იგნორირებას უკეთებს ტრამპის გოლფ-მინდვრებს და არ ატარებს იქ დიდ ტურნირებს. PGA-ში მიაჩნიათ, რომ მისი კომენტარები შეუსაბამოა გოლფში არსებულ კეთილგანწყობის ატმოსფეროსთან.

საპრეზიდენტო პროგრამაში დონალდს აქვს პუნქტი - გოლფის თამაშის საშუალება აშშ-ის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. მანამდე (2015 წლის ზაფხულში) ტრამპი ამბობდა, რომ გოლფი ელიტური სპორტი უნდა იყოს და მასზე ხელი მხოლოდ მდიდრებს უნდა მიუწვდებოდეთ. ტრამპის ყველაზე ბიუჯეტურ გოლფ-კლუბში წევრობა 100 ათასი დოლარი ღირს, წლიური შესატანი კი 14 ათასის დოლარია (საშუალო დონის ამერიკული ოჯახის წლიური შემოსავლის მეოთხედი). "არავის გაუკეთებია ერთიანობისთვის იმაზე მეტი, ვიდრე მე. და ჩემზე ხშირად არავინ კითხულობს ბიბლიას", - დარწმუნებულია ტრამპი.

რობერტ კიიოსაკი, ავტორი წიგნისა მათთვის, ვისაც გამდიდრება სურს ისე, რომ არაფერი გააკეთოს, დონალდის თამაშის სტილზე მოგვიყვა: "ნანახი მაქვს, როგორ თამაშობს გოლფს - ასევე აწარმოებს ბიზნესსაც. ტრამპს გრძელი და ზუსტი დარტყმები აქვს. ის ძალიან აკურატულია მათ დათვლაში".

ჩოგბურთი და ბეისბოლი

"მთავარი გაკვეთილი, რომელიც სპორტიდან გამოვიტანე - უნდა ენდობოდე საკუთარ ინტუიციას. ამტანობა და ტექნიკა - რა თქმა უნდა, საჭირო თვისებებია სპორტისთვის, მაგრამ თუ დიდი სიმაღლეების მიღწევა გსურს, გჭირდება ინტუიცია, რომლის სიტყვით ახსნა შეუძლებელია.

ჩოგბურთი - ეს არის ორთაბრძოლა. სპორტის ამ სახეობამ მასწავლა, რომ მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დაამარცხო. ამ თამაშში მხოლოდ ერთი გამარჯვებულია, ფრე აქ არ არსებობს. გინახავთ, როგორ თამაშობს როჯერ ფედერერი? მას აქვს ინტუიცია, რომელზეც მე ვილაპარაკე. ფედერერი აკონტროლებს თამაშის მსვლელობას და ინტუიტიურად იცის, როგორ მოიქცეს მეტოქესთან მიმართებაში. ის იმდენად დაუნდობელია, რამდენადაც კეთილგანწყობილია მათ მიმართ. ჩოგბურთი ითხოვს - ისევე იცნობდე მეტოქეს, როგორც საკუთარ თავს. ეს ფედერერის კიდევ ერთი ძლიერი მხარეა", - წერდა ტრამპი თავის ერთ-ერთი წიგნში.

დონალდი 13 წლის იყო, როცა მშობლებმა სამხედრო აკადემიაში შეიყვანეს დისციპლინის ასამაღლებლად. იქ ტრამპი ერთ-ერთი საუკეთესო ბეისბოლისტი იყო და უამრავი სიგელი შეაგროვა. "შესანიშნავად ვთამაშობდი ბეისბოლს. მესმოდა, რომ ბუნებისგან მომადლებული მქონდა დროის შეგრძნება. სავარაუდოდ, ბეიბ რუთი ვერასდროს გავხდებოდი, მაგრამ ვიცოდი, რა იყო საჭირო ამ თამაშში წარმატებისთვის", - ეს არის ტრამპის ერთ-ერთი ციტატა კრებულიდან - "რატომ გვინდა, რომ თქვენ მდიდრები იყოთ".

ჰოკეი

2015 წლის ოქტომბერში, AHL-ის (ჰოკეის ამერიკული ლიგა) კლუბის "სირაკუზ ქრანჩის" ფინანსურმა დირექტორმა ვანს ლედერმანმა შესთავაზა ტრამპს, მათი მწვრთნელი გამხდარიყო და თავი დაენებებინა პრეზიდენტობაზე ფიქრისთვის. დონალდმა (უეინ გრეტცკის ფანი) დუმილი ამჯობინა: დიდი ალბათობით, მას უბრალოდ არ უჩვენეს ლედერმანის ვიდეო.

ამერიკული ფეხბურთი

ამასწინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას პრეზიდენტის არჩევნებში, 2014 წელს, NFL-ის კლუბი "ბაფალო ბილსი" რომ შეეძინა. ბიზნესმენი მილიარდ დოლარს გამოდიოდა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა. "წინასაარჩევნო რბოლაში ყოფნა უფრო საინტერესო და იაფია, ვიდრე საფეხბურთო კლუბის მართვა", - დაამატა ტრამპმა.

ამით ფეხბურთთან მისი კავშირი არ სრულდება. დონალდს საჯაროდ უჭერს მხარს ტომ ბრეიდი - "პეტრიოტსის" კვოტერბეკი. "ის ბიზნესიდანაა, დაუჯერებელი ბიზნესმენია. ასევე, ტელევარსკვლავია, ახლა კი პოლიტიკოსი გახდა. ერთბაშად სამი კარიერა ერთი ადამიანისთვის. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია. დონალდი - ჩემი მეგობარია. ყოველთვის მის მხარეს ვიქნები", - თქვა ბრეიდიმ.

სოკერი

დონალდ ტრამპი არ ლაპარაკობს ევროპულ ფეხბურთზე, მაგრამ ცნობილია, რომ მისი კომპანიები თანამშრომლობენ კრიშტიანო რონალდოსთან. პორტუგალიელმა ბინა იყიდა Trump Towers-ში (58 სართული, ნიუ იორკი) 16 მილიონ დოლარად, კიდევ 135 მილიონი ჩადო მონტე კარლოს სასტუმროში: არსებობს ვერსია, რომ ნაწილობრივ, ეს გარიგება დაფინანსებულია ტამპის სტრუქტურებიდან.

მეორე ისტორია დონალდზე და სოკერზე პროდუსირებულია ერიკ ტოჰირის მიერ, რომელიც ფულს ეძებდა "ინტერში" დიეგო სიმეონეს მიწვევისთვის. ინდონეზიელმა ტრამპს 100 მილიონი ევრო თხოვა ხუთწლიანი კონტრაქტისთვის, მაგრამ ეს იდეა განწირული იყო.

UFC

შემოდგომაზე, ჰოლი ჰოლმმა რონდა როუზი სასტიკად დაამარცხა, დონალდ ტრამპმა კი მიულოცა ახალ ჩემპიონს და ძველი გააკრიტიკა: "ის დამსახურებულად დაამარცხეს - როუზი უსიამოვნო ადამიანია". მაშინ, როუზი დაიცვა UFC-ის მეფემ კონორ მაკგრეგორმა: "დონალდს შეუძლია დაკეტოს თავისი დიდი და ქონიანი პირი. მიმიფურთხებია მისთვის. წაგება - წარმატების საიდუმლო ინგრედიენტია. ნამდვილი ჩემპიონები გადიან ამ გზას და შემდეგ ბრუნდებიან. ასე რომ, რონდას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ".

კრივი

"მე ვარ ზანგი ჯურღმულებიდან. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს. მაგრამ, მე მას ვიცნობ. და როცა ერთმანეთს ვხვდებით, ის ხელს მართმევს, პატივისცემას გამოხატავს ჩემი ოჯახის მიმართ. ჩემი წარმატებული ბრძოლების დიდი ნაწილი ტრამპის სასტუმროებში იმართებოდა. ჩვენ ერთი ტიპის ადამიანები ვართ - ძალისა და ძალაუფლების შეგრძნება. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ჩვენ ძალა გვჭირდება. ასეთია ჩვენი არსი", - ამბობს მაიკ ტაისონი, რომელიც არჩევნებში ტრამპს უჭერს მხარს.

ტრამპი - ასევე სისხლისმსმელი მამაკაცია, ამიტომაც უყურებს ყველა პრესტიჟულ ბრძოლას. ოქტომბერში, ყაზახმა გენადი გოლოვკინმა დონალდის თვალწინ დაამარცხა დავიდ ლემიე. და მილიარდერმა შესთავაზა ყაზახს ფლოიდ მეივეზერთან ჩხუბი.

ველორბოლა

"ჯერერთი, ირანი არ მიიღებს ბირთვულ იარაღს. მეორე - მე არ მჭირდება ისეთი მდივანი, როგორიც ჯონ კერია, რომელმაც წარმოდგენა არ აქვს, როგორ აწარმოოს მოლაპარაკებები. და კიდევ, ის 72 წლის ასაკში ველოსიპედით მოძრაობს, ეცემა და ფეხს იტეხს. მე ასე არ მოვიქცევი, გპირდებით. ვდებ პირობას, რომ ველორბოლებში მონაწილეობას არ მივიღებ", - თქვა ტრამპმა გასულ ზაფხულში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
რა უთხრა პსჟ-ის განადგურების შემდეგ ტრამპმა პალმერს - ფეხბურთელმა ამბავი მოჰყვა
"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
FIFA-ს მშვიდობის პრიზი - მისი პირველი მფლობელი სავარაუდოდ, დონალდ ტრამპი გახდება
"მას მსოფლიოს შეცვლა შეუძლია" - რონალდომ ტრამპისთვის გაგზავნილი საჩუქრის მნიშვნელობაზე ისაუბრა