საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან მოლდოვასთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან მუნდიალი 2018-ის შესარჩევში მოლდოვის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.

"კარგ და რთულ მატჩს ველით. გვსურს, პირველი გამარჯვება და 3 ქულა მოვიპოვოთ საკუთარ კედლებში. მართალია, ჯერ მატჩი არ გვაქვს მოგებული, მაგრამ თამაშის ხარისხი ბევრად გაუმჯობესებულია.

დღეს იოლი მეტოქე აღარ არსებობს და მოლდოვასთან იოლ შეხვედრას არც ველით. მოლდოვას თბილისში კარგი შედეგის დაფიქსირება ენდომება. მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, მათ კარგი მწვრთნელი და რამდენიმე წამყვანი, გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. მათ ყურადღებით დავაკვირდით, გავეცანით სუსტ და ძლიერ მხარეებს.

მოლდოვა ძალიან კარგია კონტრშეტევაზე. ამიტომ დაცვასაც დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ. თამაში ისეთი იქნება, როგორადაც ჩვენ ვაქცევთ მას. ჩვენი საოცარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვება გვსურს!

ყურადღება გვმართებს. რეალიზების პრობლემა გვაქვს და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ირლანდიასა და უელსთან 10 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გავიტანეთ.

შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით. ვარჯიშებზე რამდენიმე შემადგენლობას ვცდი. კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო რამდენიმე ფეხბურთელთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები დგას.

ჯანო ანანიძე ტრავმირებული ჩამოვიდა, მას ექიმები დააკვირდებიან კიდევ, მაგრამ დიდი ალბათობით, ის მოლდოვასთან ნაკრებს ვერ დაეხმარება", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

michael
ერთი თუ გაუტანეთ მერე კიდე გაუტანთ,პირველი გოლია ამ თამაში მნიშვნელოვანი,მიდით შეგიძლიათ
ქუთაისელი
მოლდოვა ითამაშებს მირჯიყვნულ თამაშს,აშკარაა დაცვაში ჩაჯდება და თავის მომენტს დაელოდება,აი ის თავის მომენტის გამოყენების საშუალება არ უნდა მივცეთ სული არ უნდა მოვათქმევინოთ,თუმცა სათქმელად იოლია,საქმეა მთავარი,მაგრამ ახლანდელი ნაკრების ბიჭები ძალიან საიმედონი არიან და ძალიან აქტიურები თავიანთ კლუბებში,რაც უცილობლად გამარჯვების საწინდარია. ბიჭებო გამარჯვების გზებით გევლოთ!ამინ!
simartle
გაიხსენეტ 95 წელი ერტი მომენტი ქონდადატ მტელ ტამაში გავიტანეს და მტელი გუნდი დაცვაში ჩაჯდა და გოლი ვერ გაუტანეს მაშინდელმა ვარსკვლავებმა ქინქლადზემ, არველადზებმა, ჯამარამ და რავივიც ვინ არ იყო და წავაგეტ ერტიტ ნოლი
Vasili
ჩვენც მოვიგოთ ერთხელ დიდი ანგარიშით რა მიხდება..../ 5-0
givi
რომ მოინდომონ აუცილებლად მოიგებენდამერწმუნეთ
კაცი
ჯანო გვჭირდება, მის გარეშე გაგვიჭირდება შეტევების ორგანიზება.გამტანიც არ ჩანს. მაგრამ დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისთვის.ვფიქრობ ამ ტურნირში წარმატებაზე მეტად ახალგაზრდების გამოვლენა და შეთამაშება უფრო მნიშვნელოვანია. უფრო მეტად მომავალზე უნდა ვიფიქროთ.
butxa
კარგი იქნება დიდი ანგარიში|თ მოგებეა,და მჯერა კიდეც 3 0
jumber
ძალიან მძიმე თამაში გველის.ერთი ბურთითაც რომ მოვიგოთ ეს იქნება დიდი წარმატება.ჯერჯერობით ასეთია რეალობა,მიუხედავად პროგრესისა.
გოგი ქუთაისელი
დიდი ანგარიშით ვერ მოვიგებთ!ახლა გვინდა ბურთები, მაგრამ ვინ გაიტანს?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა