შოთა გელაზონია, ლუკა ბულაშვილი, გიორგი თვალაბეიშვილი, ვილი ისიანი, გრიგოლ შვანგირაძე და სხვები...
ფოტოზე: ბურთით შოთა გელაზონია

ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სამი ქართველი კალათბურთელი თამაშობს - თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე. ქვედა ლიგებში კი არაერთი ახალგაზრდაა თავმოყრილი, რომლებზეც ყოველკვირეულად ვერ ვწერთ.

დღეს მათ სათითაოდ გაგაცნობთ და წარმოგიდგენთ მათ ესპანურ კლუბებს.

კამბადოსი

რიგით მეორე ლიგაში (ოქროს ლიგა) შარშან ბექა ბურჯანაძე გამოდიოდა. წლეულს იგი ზედა ეშელონში დაწინაურდა და ოქროს ლიგაში კაცი არ დაგვრჩა. ვერცხლის ლიგაში თამაშობს შოთა გელაზონია (1994 წელსაა დაბადებული, 207 სმ სიმაღლისაა), რომელიც "კამბადოსის" ღირსებას იცავს.

შოთა ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელია, ექვსი მატჩი აქვს ჩატარებული. მისი საშუალო მონაგარია: 25 წუთი, 12 ქულა, 6.5 მოხსნა, 1.2 პასი. ბოლო შეხვედრა, 5 ნოემბერს, შოთას "კამბადოსმა" "ტორონსთან" ჩაატარა და 97:71 დაამარცხა. ქართველ ფორვარდს 19 წუთში 9 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.

"კამბადოსი" იმ ოთხ გუნდს შორისაა, რომლებსაც 6 მატჩიდან 5 აქვთ მოგებული და სატურნირო ცხრილში პირველობას იყოფენ.

ოურენსე

საკალათბურთო კლუბი "ოურენსე" ოქროს ლიგაში ასპარეზობს, ხოლო დუბლშემადგენლობა ება-ს ლიგაზე იღებს გამოცდილებას, "კალიდუსის" სახელით. ეს გახლავთ რიგით მეოთხე ლიგა, რომელშიც ყველაზე მეტი ქართველია თავმოყრილი. მათგან ორი სწორედ "ოურენსეს" ღირსებას იცავს - ლუკა ბულაშვილი და გიორგი თვალაბეიშვილი. მათი გუნდი თავის ჯგუფში მეექვსე ადგილზეა (3 მოგება, 2 მარცხი).

ბოლო მატჩი "კალიდუსმა" სტუმრად "ჩანტადასთან" ჩაატარა და 52:57 დამარცხდა. ლუკა ბულაშვილმა 24 წუთში 9 ქულა და 2-2 მოხსნა პასი მიითვალა. მას გაცილებით უხვქულიანი მატჩებიც ჰქონია - წინა ტურში 17 ქულა ჩააგდო.

გიორგი თვალაბეიშვილმაც (1998) 24 წუთი ითამაშა - 5 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი.

მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 2 მატჩი, 7.5 ქულა, 3.5 მოხსნა.

ბულაშვილის (1998) საშუალო სტატისტიკა: 5 მატჩი, 14.8 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.4 პასი.

ქართველი ახალგაზრდები ვერცხლის ლიგის "ოურენსესთან" ერთადაც ვარჯიშობენ და ზედა ლიგაში მათ გამოჩენასაც მალე უნდა ველოდოთ.

გრან კანარია

სამხრეთში, კანარის კუნძულებზე თამაშობს ვილი ისიანი (1997), რომელიც სეზონის დასაწყისში უმაღლესლიგურ გუნდთან ერთად ემზადებოდა, თუმცა თამაშების ჩატარება ება-ს "გრან კანარიასთან" ერთად უწევს. მისი გუნდი თავისი ჯგუფის შუაშია - 7 მატჩიდან 4 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა.

ბოლო ტურში ისიანის თანაგუნდელები "გლობალკახასთან" 59:71 დამარცხდნენ. მე-18 ნომერმა ვილიმ 18 წუთი ითამაშა, 5 ქულა და 4 მოხსნა ჩაიწერა.

მისი საშუალო სტატისტიკა ასეთია: 7 მატჩი, 5.7 ქულა, 4.1 მოხსნა.

გლობალკახა

"გრან კანარიასა" და "გლობალკახას" მატჩში ქართული დუელი შედგა. ისიანს გამოცდილი გრიგოლ შვანგირაძე დაუპირისპირდა, რომელიც აქამდე საქართველოს უმაღლეს ლიგაში "სოხუმისა" და "დინამოს" ღირსებას იცავდა.

კანარელებთან მატჩში შვანგირაძემ 26 წუთში 1 ქულა, 1 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა. იგი საშუალოდ 5.7 ქულასა და 2.9 მოხსნას აგროვებს.

"გლობალკახას", "გრან კანარიას" მსგავსად, 7-დან 4 მატჩი აქვს მოგებული და ცხრილში მეშვიდეა.

მურსია

ასევე უმაღლესლიგურ გუნდში, "მურსიაში" ირიცხება ნიკა დარბაიძე (1998), რომელსაც ჯერ ზედა ლიგაში თამაში არ უწევს და "მურსიას" დუბლებთან ერთად ება-ს ლიგაზე ასპარეზობს. მურსიელები წაუგებლად გამოდიან და თავიანთი ჯგუფის ლიდერები არიან.

ბოლო ტურში მათ არჩილ პულუზაშვილის "ალფასს" უმასპინძლეს და 72:48 დაამარცხეს. ნიკა დარბაიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21 წუთში 7 ქულას 2 მოხსნა მიამატა.

მისი სრული მონაგარი: 20 წუთი, 7.4 ქულა, 3 მოხსნა, 0.6 პასი.

ალფასი

პულუზაშვილის (1995) "ალფასი" სატურნირო ცხრილში "მურსიას" საპირისპირო მხარესაა - ხუთი მარცხი. დარბაიძის გუნდთან ბოლო მატჩის შედეგი უკვე მოგახსენეთ. ამ შეხვედრაში არჩილს მონაწილეობა არ მიუღია.

მას "ალფასის" შემადგენლობაში სამი მატჩი აქვს ჩატარებული: 3 ქულა, 3.3 მოხსნა.

ინოვა ჩეფი

207 სმ სიმაღლის, 22 წლის მერაბ მირზიაშვილის "ინოვა ჩეფი" ბულაშვილი-თვალაბეიშვილის გუნდის ჯგუფში ასპარეზობს. "ჩეფს" 2 მოგების წილ 3 წაგება აქვს და 14-გუნდიან ჯგუფში მე-12 ადგილზეა.

მორიგ ტურში მირზიაშვილის თანაკლუბელებმა "ნარონს" უმასპინძლეს და 68:87 დამარცხდნენ. მერაბი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 20 წუთში 2 ქულა, 5 მოხსნა და 1 დაფარება გაიფორმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დინამო 72
რა მომავალი:))))))))))))))) ღადაობთ>?
ფედერაცია
teo-ს გავიგეთთ!!!
teo
ეს კალათბურთელები საქართველოს მომავალია, ფედერაციამ მეტი უნდა გააკეთოს ამ ბიჭებისათვის გაიგეთთ!!!
dodo
ეს კალათბურთელები მალე თავის სიტყვას იტყვიან, კალათბურთის ფედერაციამ თუ ხელი შეუწყო, ამთ ეხლა ტურნირები ჭირდებაY როგორც ეს ფეხბურთშია.///
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
[VIDEOS] ზივზივაძემ ჩემპიონატი გოლით, "ჰაიდენჰაიმმა" კი გამარჯვებით დაიწყო
ლუკა ზიდანმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
ჯიმი ტაბიძე თურქულ გუნდში გადავიდა
სამწუხარო ამბავი - ლიონელ მესის მამა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა
"რეალის" ეს ვარსკვლავი დაუფასებელი იყო" - ჩიჩარიტომ ყოფილ თანაგუნდელზე ისაუბრა
"კარიერაში ნაბიჯი უკან გადადგა" - კარაგერმა სალაჰს არჩევანი დაუწუნა
დე ძერბის სიაშია - "ტოტენჰემი" მიქაუტაძის შეძენას განიხილავს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი კარიერას "ლივერპულში" გააგრძელებს
"სეზონს ალისონი დაიწყებს, მამარდაშვილს შანსის გამოსაყენებლად მოთმინება სჭირდება, რომელსაც 100%-ით მიიღებს" - განაცხადა "ლივერპულის" ყოფილმა მეკარემ
გაყიდიან თუ არა საფონოვს და შევალიეს - ვინ იქნება პსჟ-ს ძირითადი მეკარე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | "რუსთავმა" უკეთ ითამაშა და დამსახურებულად მოიგო, "ტორპედომ" გვიან გაიღვიძა...
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევრობასკეტი ისრაელთან მარცხით გახსნა
"ნაპოლი" "არსენალის" თავდამსხმელის შეძენას ცდილობს
"რეალმა" "ლაიფციგისგან" შემტევი 140 მილიონად შეიძინა
აპრილში დანიშნული "ბორდოს" მწვრთნელი გადააყენეს
პსჟ მეკარის შეძენას და "იუვენტუსში" განათხოვრებას აპირებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
მომავალი თაობა: ვოვა თავაქარაშვილის მეორე ესპანური შანსი
"ᓨᓡᓡ ᓐᓙᓐᓓᓔᓛᓘᓐ" 20-ᓬᓚᓐ
გიორგი თვალაბეიშვილი ესპანეთის უმაღლესი ლიგის "ანდორაში" იწყებს
ვილი ისიანის 3 ქულა - ქართველის "დეტროიტი" 2-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
"ტიტები", ნაკრები, "ტიტები" - ინტერვიუ ლაშა გამყრელიძესთან
ლუკა ბულაშვილმა "ინოვა ჩეფს" 26 ქულა ჩაუგდო და გუნდში საუკეთესო იყო
U18. მსოფლიოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში: ისტორიული შედეგი
გორიდან პირენეებზე - ინტერვიუ ნიკა დარბაიძესთან
5538 კილომეტრით შორს შინიდან - ბულაშვილი და თვალაბეიშვილი ოქროსთვის...
ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის EBA ლიგაში 30 ქულა ჩააგდო
ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და გამარჯვება კონკურენტ გუნდთან შეხვედრაში
18 წლის კალათბურთელი ნიკა დარბაიძე კარიერას ესპანურ "მურსიაში" გააგრძელებს
ვილი ისიანმა რეგულარული ჩემპიონატი 14 ქულით დახურა და პლეი-ოფისთვის ემზადება
"სევილიაში" კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელი გამოჩნდა
მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: მეორე ფინალისტი "დინამოა"
20-ᓬᕚ
ᓓᓔ ᓢᓝᓠᓔᓡᓘ: ᓘᓪᓘᓗ, ᓠᓐ ᓡᓮᓕᓐᓝᓑᓐᓐ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚ ᓓᓐ ᓔᓡᓞᓐᓜᓔᓚ ᓙᓐᓚᓐᓗᓑᓣᓠᓗᓔᓚᓔᓑᓡ ᓨᓝᓠᓘᓡ?
სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩი "ოლ სტარი" გაიმართა
ესპანეთის EBA ლიგაში 20 წლის ლუკა ბულაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდს მოაგებინა
მამუკელაშვილმა და ბეჟანიშვილმა NCAA 11-11 ქულით და მოგებებით დაიწყეს [VIDEO]
ლუკა ბულაშვილის 21 ქულა და იოლი გამარჯვება "როსალიასთან"
ეროვნული ლიგა. XII ტური. "სიონმა" "დილას" 2:1 მოუგო [VIDEO]
ანდრონიკაშვილი სასტარტოში გამოჩნდა, ბულაშვილის გუნდმა კი კონკურენტს მოუგო
ეროვნული რადარი – ქართველი კალათბურთელების ოკეანგაღმური ამბები

3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია
ვილი ისიანის გამორჩეული მატჩი NCAA-ში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს