"მამა და პაპა ფეხბურთელები იყვნენ, დედა და ბებია - ფრენბურთელები. მე კალათბურთის სიყვარულმა გადამძალა"
ამას წინათ, გორის საკალათბურთო სკოლის აღზრდილის, ახალგაზრდა და პერსპექტიული ნიკა დარბაიძის შესახებ ვწერდით. იგი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო და ახლახან დასრულებული სეზონის დასკვნითი ეტაპი ესპანეთში გაატარა.

გორიდან პირენეებზე - ინტერვიუ ნიკა დარბაიძესთან

კიდევ ერთი გორელი, ესპანეთში თამაშის შანსი რომ ეძლევა, 14 წლის ვოვა თავაქარაშვილია, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში გამართულ "ბასკონიას" კემპზე გამოარჩიეს. ვოვა საქართველოს 14-წლამდელთა ნაკრების კაპიტანიცაა.

გორის სპორტული და მეტადრე, მაგალითად, საჭიდაო ტრადიციებიდან გამომდინარე, პერსპექტიული და ტიტულოვანი გორელი ფალავნის გამოჩენა არასოდეს გვიკვირს, მაგრამ აქაურთა ბოლოდროინდელი საკალათბურთო პერსპექტივა სასიამოვნო მოულოდნელობა და აღსანიშნავი ფაქტია.

"კალათბურთზე ვარჯიში სამი წლის წინათ გორის სასპორტო სკოლის დარბაზში მწვრთნელ დათო რუსიშვილთან დავიწყე. სპორტული ოჯახის წარმომადგენელი ვარ და სპორტის გარდა, სხვა არჩევანის გაკეთება ალბათ გამიჭირდებოდა.

მამა და პაპა ფეხბურთელები იყვნენ, დედა და ბებია - ფრენბურთელები. მე კალათბურთის სიყვარულმა გადამძალა. სიმაღლეც ხელს მიწყობდა და ეს სახეობა ამიტომაც შევარჩიე. საქმეს თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით შევუდექი და პირველი შედეგებიც მალე მოვიდა.

მწვრთნელებმა თემურ კანკიამ და ჯაბა ბაქრაძემ 14-წლამდელთა საქართველოს ნაკრებში მიმიწვიეს, მერე კი ჩვენი ქვეყნის 15- წლამდელთა ნაკრების თავკაცებმა ნოდარ ქორქიამ და ირაკლი მაისურაძემაც მიხმეს თავისთან", - გვიყვება ვოვა თავაქარაშვილი.

ასაკობრივ ნაკრებებთან ერთად ვოვამ ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზეც იასპარეზა. ქართველებმა, მართალია, ჩემპიონობის მოპოვება ვერ შეძლეს, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება კი შეიძინეს. 14-წლამდელთა ნაკრებმა 11 მატჩი მოიგო, 4-ჯერ დამარცხდა. 15-წლამდელებმა კი 8-ჯერ იმარჯვეს და 7 მარცხი იწვნიეს. ვოვა სამჯერ ტურის MVP-დ დასახელდა, რაც ცალსახად სერიოზულ მიღწევად მიიჩნევა.

"ევროპის ლიგის ეტაპები ბალტიისპირეთში ჩატარდა. ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოგეხსენებათ, დიდი საკალათბურთო ტრადიცია აქვთ, ძალიან უყვართ სპორტის ეს სახეობა და ამიტომაც საშეჯიბროდ საკმაოდ კარგი გარემო იყო.

საქართველოს ორივე ასაკობრივ ნაკრებთან ერთად ნორმალურად ვითამაშეთ, თანაგუნდელებს არ გვაკლდა შემართება და ის მოტივაცია, რაც საკუთარი ქვეყნის წარმოსაჩენად უნდა გააჩნდეს სპორტსმენს. მართალია, ამჯერად მედლებს ვერ შევწვდით, მაგრამ სამომავლოდ ფასეული გამოცდილება მივიღეთ" - ამბობს ვოვა.

თავაქარაშვილმა შარშან და წლეულს ესპანური "ბასკონიას" მიერ თბილისში ორგანიზებულ კემპში მიიღო მონაწილეობა. ასზე მეტი კალათბურთელიდან სწორედ ის გამოარჩიეს. მომდევნო კემპი საქართველოდან შერჩეული სპორტსმენებისთვის ესპანეთშიც იმართება. თავაქარაშვილმა იქ შარშანაც სცადა ბედი. შანსი, რომ ესპანეთში თავი მოაწონოს კლუბის თავკაცებს და იქვე ასაკობრივ გუნდში გააგრძელოს კარიერა, ახლაც აქვს და ფიქრობს, რომ შარშანდელზე უკეთ გამოიყენებს მას.

"ევროპაში ყველაზე უკეთესი ლიგა ესპანეთსა და იტალიაშია. მეც ვოცნებობ, ამ ქვეყნების გუნდებიდან რომელიმეში მოვხვდე და იქაურ ჩემპიონატებში შევუდგე ასპარეზობას. ცდას და მონდომებას არ დავაკლებ საიმისოდ, რომ წარმატებული კარიერა ავაწყო" - გვითხრა პერსპექტიულმა ახალგაზრდამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
U16 ევრობასკეტი: საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და ბრძოლას 9-16 ადგილებისთვის გააგრძელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
ესპანეთის ქვედა ლიგებში მოთამაშე ბევრისთვის უცნობი ქართველი კალათბურთელები
U18. მსოფლიოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში: ისტორიული შედეგი
3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
"ლაბორალ კუჩას" კემპიდან წარმატებით დაბრუნებულ მოზარდებს აეროპორტში მიხეილ გაბრიჩიძე დახვდა
ბასკონიას კემპი: ბასკეთის ქართველი ჩემპიონები
18 წლის კალათბურთელი ნიკა დარბაიძე კარიერას ესპანურ "მურსიაში" გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს