ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერია A. XXVII ტური: "ინტერის" ოქროს ქულები

სერია A. XXVII ტური: "ინტერის" ოქროს ქულები

დღევანდე მატჩში ან "მილანი" დაკარგავს ქულებს, ან "ნაპოლი", ანაც ორივე და "ინტერი" ყველა შემთხვევაში მოგებულია
ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს გაიმართება: "სან სიროზე" "მილანი" "ნაპოლის" უმასპინძლებს და ამ მატჩის შესახებ ხვალინდელ ნომერში ვრცლად ვისაუბრებთ. დღეს კი ის პაექრობები მიმოვიხილოთ, რომელიც ამ უქმეებზე შედგა.

შაბათს მხოლოდ ერთი თამაში გაიმართა და სენსაციური შედეგი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსის" წაგება უკვე აღარ გვიკვირს, "ბოლონიას" ტურინში გამარჯვებას მაინც სენსაცია უნდა ვუწოდოთ. ფანტასტიკურად იასპარეზა მარკო დი ვაიომ, რომელმაც ორი შესანიშნავი გოლი გაუტანა მარკო სტორარის და მის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ვეტერანმა ფორვარდმა კარგად მიიღო სიღრმიდან გაკეთებული გადაცემა, ერთი შეხებით საჯარიმოში შეიგდო ბურთი და უზუსტესი დარტყმით ტურინელთა კარის ჩარჩოში მოათავსა, 0:1.

კიდევ უფრო ეფექტური იყო მეორე გოლი - სტუმრებმა მარცხენა ფრთიდან შეუტიეს, დი ვაიოს თანაგუნდელმა ქუსლით უპასა, ამ უკანასკნელმა კი ორ მცველს აუარა ეფექტურად გვერდი და მეკარისაგან ახლო კუთხე დალაშქრა, 0:2. აღსანიშნავია, რომ დი ვაიოს ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ საშუალო დისტანციიდან მცირედით არაზუსტად დაარტყა.

სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ტურინელებს ბევრჯერ შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მარტო ალესანდრო მატრის მინიმუმ ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო. მაღალ დონეზე ითამაშა სტუმართა მეკარე ემილიანო ვივიანომ, რომელმაც არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან. ორ ეპიზოდში ისიც უძლური იყო, თუმცა მცველებმა გამოიდეს თავი და ცარიელი კარიდან გამოიტანეს ბურთი. ერთი სიტყვით, ყველა უბედურებასთან ერთად, "იუვენტუსს" ფატალური უიღბლობაც დასჩემდა და უკვე მერამდენე მატჩია, ტურინელები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავენ. ბუნებრივია, რომ აქ მხოლოდ იღბალზე არ შეიძლება საუბარი - პიემონტელებს მიზანი აქვთ გასასწორებელი.

მატჩის შემდეგ, ლუიჯი დელ ნერიმ პრესასთან სასაუბროდ ვერ, ან არ მოიცალა, მოგვიანებით კი შეუთვალა ჟურნალისტებს, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს. პოზიციის დაფიქსირება კი იმად გახდა საჭირო, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურები მის გათავისუფლებას აპირებენ.

დელ ნერის თქმით, კლუბის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი მას სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებენ. ჯუზეპე მაროტასგან ეს ნამდვილად არ გვიკვირს, რადგან ის დელ ნერისთან ერთად მივიდა "იუვეში", აი, ანდრეა ანიელის დუმილი კი უკვე განცვიფრებას იწვევს. მორიგი მარცხით, "იუვემ" კიდევ უფრო გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა და პრაქტიკულად დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსს.

სერია A რომ მეტად არაპროგნოზირებადი ტურნირია, კვირის მატჩებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. აბა, ვინ წარმოიდგენდა, თუ ახალი მწვრთნელით და შესაბამისად, ახალი ენთუზიაზმით მოასპარეზე "რომა" საკუთარ მოედანზე "პარმას" ვერ მოუგებდა, ანაც ჩემპიონთა ლიგის ზონაში მყოფი "ლაციო" უმოტივაციო "კალიარისთან" უქულოდ დარჩებოდა - და ის, რაც "რენცო ბარბერაზე" მოხდა, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია.

"უდინეზემ" "პალერმო" არც მეტი, არც ნაკლები, შვიდი უპასუხო გოლით "დააჯილდოვა" და თანაც, გასვლაზე, სიცილიაში. თუმცა, სიტყვა დაამარცხა აშკარად რბილად ნათქვამია: გაანადგურა, გადაუარა, გადაურბინა, გადათელა და გნებავთ, მიწასთან გაასწორა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "უდინეზეს" საუკეთესო თავდასხმის ტანდემი ჰყავს - ანტონიო დი ნატალემ ჰეთთრიკი შეასრულა, ალექსის სანჩესმა კი სულაც პოკერი. "ლაციოს" მარცხის ფონზე ფრიულელთა გამარჯვება ორმაგად ფასეულია, რადგან უდინური გუნდი ერთი ფეხის ნაბიჯზე მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგის ზონას. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ქულები ოთხეულში მოხვედრის სხვა მსურველებმაც დაკარგეს - როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვერც "იუვენტუსმა" ივარგა და ვერც "რომამ". წინა ტურის მიმოხილვისას ვთქვით, რომ ყველა ტუზი და პლუს ჯოკერი, "ლაციოს" დაეცა, ამ ჩამორიგებაზე კი აშკარად "უდინეზეს" გაუმართლა.

ძალიან საინტერესო სცენარი ჰქონდა სიცილიაში გამართულ კიდევ ერთ პაექრობას - "კატანიამ" პროგრესის გზაზე მდგარი "ჯენოა" მიიღო და კერკეტი მეტოქე მინიმალური სხვაობით დაამარცხა, 2:1. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და ისეთი პირი უჩანდა, რომ გენუელებს მიჯრით მესამე შეხვედრა უნდა მოეგოთ. პირველ ტაიმში სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ანტრაქტის შემდეგ აირივნენ და ორი გოლი გაუშვეს - ჯერ მაქსი ლოპესმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი ბერგესიომ. სტუმრები გაცხარდნენ, უხეშობას უმატეს და იმდენი ქნეს, რომ ცხრა კაცით დარჩნენ მოედანზე. ამასთან, მატჩის არბიტრმა გენუელთა მთავარი მწვრთნელი, დავიდე ბალარდინიც გააძევა სათადარიგოთა სკამიდან. უმწვრთნელო და ორი ფეხბურთელით ნაკლებმა "ჯენოამ" დიდი ძალებით შეუტია მეტოქეს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თერთმეტმეტრიანი მოინადირა - ბედის ირონიით, ველოზოს მეკარემ აჯობა და სამივე ქულა სიცილიელებს დარჩათ. აქვე ვთქვათ, რომ კახა კალაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

"ინტერმა" უპირატესობით წარმართა "სამპდორიასთან" გასვლითი პაექრობა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა. ამაზე ბურთის ფლობის მაჩვენებელი და ზოგადად, სტატისტიკური მონაცემებიც მეტყველებს. მილანელებისთვის ამ გამარჯვებას მართლაც ოქროს ფასი აქვს, რადგან როგორც თავში აღვნიშნეთ, ტურის ცენტრალური შეხვედრა დღეს გაიმართება.

ფაქტია, რომ ან "მილანი" დაკარგავს ქულებს, ან "ნაპოლი", ანაც ორივე - ანუ, "ინტერი" ყველა შემთხვევაში მოგებულია. გენუაში ორჯერ გაირსოლეს ზუსტად სტუმრებმა, ჯერ ვესლი სნეიდერმა გამოიჩინა თავი, შეხვედრის მიწურულს კი სამუელ ეტოომაც გაიბრწყინა და მორიგი გოლი ჩაიწერა აქტივში. მატჩის უკანასკნელმა წუთებმა გულშემატკივართა გამაყრუებელი სტვენის ფონზე ჩაიარა, "სამპას" ტიფოზებს ძალიან არ მოსწონთ ის, რაც მათი გუნდის თავს ხდება და უკვე აქტიურად მოითხოვენ დომენიკო დი კარლოს დაკავებული პოსტიდან გათავისუფლებას. გენუელთა თავკაცმა ამჯერადაც ფრთხილი ტაქტიკა აირჩია, ერთი გამოკვეთილი ფორვარდით შეუტია მეტოქეს და მორიგი მარცხი იგება. ლუის ვან გაალისგან ნაგვემი ლეონარდო ამჯერად გამარჯვებული გამოვიდა და იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრა ფრედ დასრულდება - ან, სტუმრები მოიგებენ.

მომდევნო ტური

4 მარტი: ლეჩე-რომა 5 მარტი: იუვენტუსი-მილანი 6 მარტი: სამპდორია-ჩეზენა, უდინეზე-ბარი, ნაპოლი-ბრეშა, ბოლონია-კალიარი, ფიორენტინა-კატანია, ინტერი-ჯენოა, კიევო-პარმა, ლაციო-პალერმო.

იუვენტუსი-ბოლონია 0:2

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - გრიგერა (69. პეპე), ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კრასიჩი, მელო, მარტინესი (46. დელ პიერო), მარკიზიო - მატრი, იაკვინტა (46. ტონი).

ბოლონია (4-3-1-2): ვივიანო - ესპოზიტო (31. მუტარელი), პორტანოვა, ბრიტოსი (76. ჩერუბინი), რუბინი - პერესი, მუდინგაი, კაზარინი - დელა როკა - მეჯორინი (87. ბუშე), დი ვაიო.

გოლი: 0:1 დი ვაიო (49), 0:2 დი ვაიო (66)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 9-3; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 4-4; კარში დარტყმა: 12(3)-4(2); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 22 000

კატანია-ჯენოა 2:1

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - აუგუსტინი, სილვესტრი, პოტენცა (46. შელოტო), ალვარესი - კარბონი, ლოდი, ლედესმა (46. რიკიუტი) - გომესი (79. მარკეზე) - მაქსი ლოპესი, ბერგესიო.

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - მესტო, დაინელი, კალაძე, მორეტი - კუჩკა (57. პალოსკი), კრიშიტო, რაფინია - როსი - ფლორო ფლორესი (69. იანკოვიჩი), პალასიო.

გოლები: 0:1 ფლორო ფლორესი (19), 1:1 მაქსი ლოპესი (51), 2:1 ბერგესიო (55)

გაძევება: აუგუსტინი (75) - კრიშიტო (67), ფლორო ფლორესი (69).

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 1-7; ჯარიმა: 13-19; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 12(5)-10(5); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 15 000

რომა-პარმა 2:2

რომა (4-3-1-2): დონი - კასეტი, ჟუანი, ნ. ბურდისო, რიისე - დე როსი, ბრიგი, პიზარო (46. სიმპილისიო) - ტადეი - ტოტი (75. ბორიელო), ვუჩინიჩი (63. მენეზი).

პარმა (4-4-2): მირანტე - პალეტა, პაჩი, ლუკარელი, ძაკარდო (72. ჯემაილი) - მოდესტო, კანდრევა, მორონე (52. კრესპო - 81. პიზანო), ვალიანი - ამაური, ჯოვინკო.

გოლები: 1:0 ტოტი (19-პენ.), 2:0 ჟუანი (36), 2:1 ამაური (74), 2:2 ამაური (79)

გაძევება: პაჩი (80)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 13-11; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 13(5)-9(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 40 000

ბარი-ფიორენტინა 1:1

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, გლიკი, პარიზი, რაჯი (46. რინალდი) - კოდრეა, გაცი, ჰუსეკლეპი, ბენტივოლიო (55. დონატი) - კასტილო, რომერო (72. გეზალი).

ფიორენტინა (4-3-2-1): ბორუცი - კომოტო, გამბერინი, ნატალი, პასკუალი - მონტოლივო, ბეჰრამი (85. კამპორეზე), დონადელი - ლიაიჩი (59. ვარგასი), მუტუ (68. ჩერჩი) - ჯილარდინო.

გოლები: 0:1 ჯილარდინო (66), 1:1 გეზალი (87)

გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 10-3; ჯარიმა: 20-20; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 7(2)-5(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 21 000

ბრეშა-ლეჩე 2:2

ბრეშა (4-4-1-1): არკარი - მარეკო, ძობოლი, ძებინა, ძამბელი (89. დაპრელა) - ბერარდი, ჰეტემაი (75. ლანცაფამე), ძანეტი, კონე - დიამანტი (67. ედერი) - კარაჩოლო.

ლეჩე (4-3-1-2): როზატი - დონატი, გუსტავო, ფაბიანო, ბრივიო - ბერტოლაჩი (66. პიატი), მუნარი, გროსმიულერი (24. კორვია) - მესბა - ოლივერა, ჯედა (78. კოპოლა).

გოლები: 1:0 კარაჩოლო (17), 2:0 ძობოლი (18), 2:1 კორვია (31), 2:2 მუნარი (70)

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 7-1; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 10(4)-6(4); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 7 500

კალიარი-ლაციო 1:0

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პერიკო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ლაძარი - კოსუ (64. ნაინგოლანი) - ნენე, აკვაფრესკა (72. მისიროლი).

ლაციო (4-3-1-2): ბერნი - ლიხტშტაინერი, დიასი, ბიავა, რადუ - მათუზალემი, ლედესმა, გონსალესი (76. სარატე) - ერნანესი - კოზაკი, სკული (65. ფლოკარი).

გოლი: 1:0 დიასი (40-საკ. კარში)

გაფრთხილება: 5-3; კუთხური: 1-5; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 7-6; კარში დარტყმა: 9(3)-10(6); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 13 000

ჩეზენა-კიევო 1:0

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - ჩეკარელი, ფელიპე (15. ფელიპე), ფონ ბერგენი, ლაურო - კაზერტა (81. ჯაკერინი), კოლუჩი, პაროლო - ხიმენესი, როზინა (61. მალონგა) - ბოგდანი.

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, ანდრეოლი, მანდელი, მანტოვანი - გუანა, ბოლიაჩინო (69. სარდო), ფერნანდესი - კონსტანტი (81. გრანოჩე) - პელისიერი, თერეუ (58. მოსკარდელი).

გოლი: 1:0 ხიმენესი (90-პენ)

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 7-0; ჯარიმა: 21-21; თამაშგარე: 8-5; კარში დარტყმა: 15(7)-4(3); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 15 000

პალერმო-უდინეზე 0:7

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - დარმიანი, ანდელკოვიჩი (46. მუნოზი), ბალცარეტი, ბოვო - მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო - პასტორე (63. აკუა), ილიჩიჩი - ერნანდესი (75. პინილია).

უდინეზე (3-5-2): ჰანდანოვიჩი - ბენეტია, ზაპატა (46. კოდა), დომიცი - ისლა, პინცი, ასამოა, ინლერი (68. ბატოკიო), არმერო - დი ნატალე, სანჩესი (52. დენისი).

გოლები: 0:1 დი ნატალე (10), 0:2 სანჩესი (19), 0:3 სანჩესი (28), 0:4 დი ნატალე (41), 0:5 სანჩესი (42), 0:6 სანჩესი (48), 0:7 დი ნატალე (60-პენ)

გაძევება: გასინოვიჩი (40), დარმიანი (59)

გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 3-5; ჯარიმა: 7-8; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 9(3)-19(14); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 26 000

სამპდორია-ინტერი 0:2 [იხილეთ ვიდეო]

სამპდორია (4-4-1-1): კურჩი - ვოლტა, ლუკინი, გასტალდელო, მანინი - პოლი (88. მაკედა), დესენა (77. ბიაბიანი), პალომბო, ციგლერი - გუბერტი (84. კომანი) - მაკარონე.

ინტერი (4-3-1-2): ჟულიო სეზარი - კივუ, რანოკია, ლუსიო, ნაგატომო - ხარჯა (63. პანდევი), ძანეტი, სტანკოვიჩი - სნეიდერი - ეტოო, პაცინი (87. მარიგა).

გოლი: 0:1 სნეიდერი (73), 0:2 ეტოო (90).

გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 20-15; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 10(4)-16(11); ბურთის ფლობა: 39%-41%.

მაყურებელი: 28 000

მილანი-ნაპოლი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 26 16 7 3 46-20 55

2. ინტერი 27 16 5 6 49-29 53

3. ნაპოლი 26 16 4 6 41-22 52

4. ლაციო 27 14 6 7 33-23 48

5. უდინეზე 27 14 5 8 49-30 47

6. რომა 27 12 7 8 41-38 43

7. იუვენტუსი 27 11 8 8 41-34 41

8. პალერმო 27 12 4 11 44-43 40

9. კალიარი 27 11 5 11 33-28 38

10. ჯენოა 27 9 8 10 25-27 35

11. ბოლონია 27 10 8 9 29-34 35

12. ფიორენტინა 27 8 10 9 29-29 34

13. კიევო 27 7 10 10 28-30 31

14. სამპდორია 27 7 10 10 23-29 31

15. კატანია 27 7 8 12 24-35 29

16. პარმა 27 6 10 11 27-38 28

17. ლეჩე 27 7 7 13 30-48 28

18. ჩეზენა 27 6 7 14 20-36 25

19. ბრეშა 27 6 6 15 22-35 24

20. ბარი 27 4 7 16 15-41 16

* ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 21 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - კავანი (ნაპოლი); 16 - დი ვაიო (ბოლონია), ეტოო (ინტერი); 14 - მატრი (იუვენტუსი); 13 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

სერია B. XXVIII ტური

პადოვა-პიაჩენცა 0:0

ლივორნო-ასკოლი 1:1

გოლები: 1:0 დონატო (25-საკ. კარში), 1:1 ფეშეზინი (90)

ატალანტა-სასუოლო 1:0

გოლი: 1:0 დელვეკიო (62)

კროტონე-ტრიესტინა 2:1

გოლები: 0:1 ტესტინი (35-პენ.), 1:1 კუტოლო (45), 2:1 მალაგო (51-საკ. კარში)

ემპოლი-ჩიტადელა 2:0

გოლები: 1:0 სტოვინი (45), 2:0 სინორელი (88)

ფროზინონე-გროსეტო 0:0

მოდენა-სიენა 0:1

გოლი: 0:1 ბოლცონი (34)

ნოვარა-ვარეზე 1:1

გოლები: 1:0 ბერტანი (30), 1:1 პიზანო (53)

პესკარა-ალბინოლეფე 2:0

გოლები: 1:0 მენგონი (23), 2:0 ბონანი (44)

პორტოგრუარო-ტორინო 0:1

გოლი: 0:1 ბიანკი (20)

ვიჩენცა-რეჯინა 0:1

გოლი: 0:1 კოზენცა (45)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ატალანტა 28 16 7 5 33-18 55

2. ნოვარა 28 14 10 4 47-23 52

3. სიენა 28 14 10 4 44-24 52

4. ვარეზე 28 11 12 5 35-21 45

5. რეჯინა 28 11 9 8 32-28 42

6. პესკარა 28 11 8 9 31-29 41

7. ტორინო 28 11 8 9 33-33 41

8. ემპოლი 28 9 12 7 32-26 39

9. ლივორნო 28 10 9 9 36-34 39

10. ვიჩენცა 28 11 5 12 29-32 38

11. პადოვა 28 8 12 8 39-33 36

12. გროსეტო 28 9 8 11 28-35 35

13. ალბინოლეფე 28 9 7 12 34-45 34

14. კროტონე 28 7 12 9 26-31 33

15. პიაჩენცა 28 7 11 10 38-42 32

16. სასუოლო 28 8 7 13 29-32 31

17. მოდენა 28 6 13 9 29-37 31

18. ასკოლი 28 8 10 10 28-33 28

19. ჩიტადელა 28 6 10 12 29-36 28

20. პორტოგრუარო 28 7 7 14 24-39 28

21. ტრიესტინა 28 5 12 11 23-35 27

22. ფროზინონე 28 5 11 12 28-41 26

ასკოლის დაკლებული აქვს 6 ქულა

ბომბარდირები: 16 - კაჩა (პიაჩენცა); 15 - სუჩი (პადოვა), კორალი (ემპოლი); 12 - გონსალესი (ნოვარა), ბონაცოლი (რეჯინა), ბიანკი (ტორინო); 11 - ბერტანი (ნოვარა), აბრუსკატო (ვიჩენცა).

ლეგა პრო 1 A

გუბიო-კომო 1:1, პაგანეზე-რეჯანა 2:0, პავია-მონცა 1:0, პერგოკრემა-სპეცია 2:2, სალერნიტანა-სპალ 3:0, სორენტო-ალესანდრია 4:3, სუდტიროლი-კრემონეზე 1:1, ვერონა-რავენა 4:2, ლუმეცანე-ბასანო გადაიდო.

ლეგა პრო 1 B

ბარლეტა-სირაკუზა 1:0, კავეზე-პიზა 0:1, ფოჯა-ჯელა 2:2, ფოლინო-ტერნანა 0:0, ლუკეზე-ტარანტო 0:1, ნოჩერინა-ატლეტიკო 2:1, ვიარეჯო-იუვე სტაბია 0:2, ლანჩანო-ანდრია 1:0, ბენევენტო-კოზენცა დღეს.

• intereli

ნაპოლის მოგება მაწყობს

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!