დღის მიღწევები და სტატისტიკა
რეგულარულ ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო " კლივლენდ კავარიერზმა", რის შემდეგაც, ახალ სეზონში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა.

ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ საკუთარ მოედანზე წააგო "ატლანტასთან", რაც მცირე სენსაციად შეგვიძლია შევაფასოთ. "კლივლენდი" შარშანდელი ფინალური სერიის მეოთხე მატჩიდან მოყოლებული არ აგებდა და წლევანდელი რეგულარული ზედიზედ ექვსი მოგებით დაიწყო, გარდა ამისა, "კავალერებს" "ატლანტა" ზედიზედ 11 მატჩში ჰყავდათ დამარცხებული.

მიუხედავად ამისა, "ჰოქსმა" კარგად ჩატარებული მეორე მეოთხედის წყალობით, დიდი შესვენებისთვის 12-ქულიან უპირატესობას მიაღწია. ბოლო მეოთხედის მიწურულს, "კლივლენდს" ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, მაგრამ სტუმრებმა გაუძლეს ლიდერის წნეხს და შეინარჩუნეს უპირატესობა.

"ეს უცნაური მატჩი იყო. თუმცა, უნდა შევაქოთ მეტოქე, რომელიც ბრწყინვალედ თამაშობდა. ვფიქრობ, სეზონის ბოლოს, "ატლანტას" ისევ შევხვდებით პლეი ოფში", - განაცხადა მატჩის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა.

დღის მიღწევები

"მემფისის" ცენტრმა მარკ გასოლმა თავის გუნდს "დენვერთან" გამარჯვება სირენამდე 0.7 წამით ადრე ჩაგდებული ბურთით გაუნაღდა. ეს მეორე ბაზერ-ბიტერია ესპანელის კარიერაში. პირველი იყო შარშანწინდელ სეზონში "ჰიუსტონთან" მატჩში. ასე რომ, გასოლი გახდა მეხუთე მოთამაშე ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, ვისაც სირენასთან ერთად გამარჯვების ტყორცნა ერთზე მეტჯერ აქვს შესრულებული (ნიკოლა ვუჩევიჩი, კრის მიდლტონი, ტობიას ჰარისი და გორდონ ჰეივორდი).

"მინესოტას" ფორვარდმა ენდრიუ უიგინსმა "ბრუკლინთან" წაგებულ შეხვედრაში 36 ქულა დააგროვა. ახალგაზრდა კალათბურთელისთვის ეს შედეგიანობის პირადი რეკორდია NBA-ის სამწლიან კარიერაში. გარდა ამისა, უიგინსისთვის ეს იყო მე-15 მატჩი, რომელშიც მან მინიმუმ 30 ქულა დააგროვა.

"დალასის" ახალბედამ ჰარისონ ბარნსმა კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში მინიმუმ 30 ქულის დაგროვება. მიმდინარე სეზონში ეს იყო ბარნსის 30-ქულიანი მესამე შეხვედრა, არადა, მანამდე, "გოლდენ სტეიტის" რიგებში ჩატარებულ 307 შეხვედრაში, ბარნსმა მხოლოდ ერთხელ გადალახა 30-ქულიანი ზღვარი.

"პორტლენდის" მცველებმა - დემიენ ლილარდმა და სი ჯეი მაკალუმმა "ფინიქსის" წინააღმდეგ, შესაბამისად, 38 და 33 ქულით გამოიჩინეს თავი. ეს არის ამ მოთამაშეების მეოთხე მატჩი კარიერაში, როცა მათ ერთდროულად გადააბიჯეს 30-ქულიან ზღვარს. "პორტლენდმა" ამ ოთხივე შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა.

"ნიუ ორლეანი" გუშინ, "საკრამენტოსთან" დამარცხდა და გააგრძელა ამ სეზონში წაგებათა სერია - რვა მატჩის შემდეგ, "პელიკანებს" რვა წაგება აქვთ. ეს არის გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტის გამეორება, რომელსაც 2004-05 წლების სეზონში ჰქონდა ადგილი. მაშინდელ რეგულარულ სეზონში, "ნიუ ორლეანმა" მხოლოდ 15 მატჩი მოიგო და ბოლო ადგილი დაიკავა დასავლეთ კონფერენციაში.

მეორე მეოთხედი შესვენების შემდეგ

უცნაური ამბავი მოხდა "საკრამენტოსა" და "ნიუ ორლეანის" შეხვედრაში. კერძოდ, გუნდებს დიდი შესვენების შემდეგ, მეორე მეოთხედის დასასრულის გადათამაშება მოუწიათ.

მეორე 12-წუთეულის ბოლოს, სოლომონ ჰილი "საკრამენტოს" ლიდერზე დემარკუს კაზინსზე დაჯარიმდა და ამ უკანასკნელს ორი ჯარიმის შესრულება უწევდა, თუმცა, მსაჯებმა სწორად ვერ დაითვალეს "ნიუ ორლეანის" გუნდური ჯარიმების რაოდენობა და "კინგზმა" ბურთი გვერდითი ხაზიდან შემოიტანა.

შეცდომა დიდ შესვენებაზე აღმოაჩინეს, რომლის დროსაც დაფიქსირებული იყო ანგარიში - 51:48. პრობლემა ასე მოგვარდა: მესამე მეოთხედის წინ, გუნდებმა მეორე მეოთხედის ბოლო 18 წამი გადაითამაშეს - ჯერ კაზინსმა შეასრულა ორი საჯარიმო, რის შემდეგაც, ლენგსტონ ჰელოუეიმ ვერ ჩააგდო სამქულიანი.

საბოლოოდ, გუნდებმა მესამე მეოთხედი შემდეგი ანგარიშით დაიწყეს - 53:46.

კლივლენდი-ატლანტა 106:110

20:20, 22:33, 37:31, 27:26

კ: ირვინგი (29), ლავი (24+12 მოხსნა), ჯეიმსი (23+9 მოხსნა), ფრაი (13+7 მოხსნა).

ა: შრიოდერი (28+6 პასი), ბეიზმორი (25), მილსეპი (21), მუსკალა (10), ჰოვარდი (7+17 მოხსნა).

ბრუკლინი-მინესოტა 119:110

33:33, 33:32, 22:19, 31:26

ბ: ლოპესი (26), ბუკერი (15+9 მოხსნა), კილპატრიკი (14), ბოგდანოვიჩი (13), ჰოლის-ჯეფერსონი (13), ჰარისი (11).

მ: უიგინსი (36+8 მოხსნა), თაუნსი (21+7 მოხსნა), ლავინი (17), ჯონსი (12+7 პასი+5 ჩაჭრა).

მემფისი-დენვერი 108:107

26:26, 30:30, 23:20, 29:31

მ: კარტერი (20), მ. გასოლი (19+6 პასი), რენდოლფი (16+8 მოხსნა), კონლი (10+7 პასი+5 ჩაჭრა), ჰარისონი (10+6 პასი).

დ: მუდიაი (23+7 პასი), გალინარი (21+7 მოხსნა), ჰარისი (15), იოკიჩი (12), ნურკიჩი (11+7 მოხსნა), მიურეი (10), ფარიდი (5+11 მოხსნა).

პორტლენდი-ფინიქსი 124:121

42:25, 21:30, 26:27, 35:39

პ: ლილარდი (38), მაკალუმი (33+7 პასი), ჰარკლესი (20), პლამლი (10).

ფ: ბლედსოუ (31), ბუკერი (23), უორენი (12), ნაითი (11+6 პასი), ტაკერი (11+9 მოხსნა+5 ჩაჭრა), ბარბოზა (10), ბენდერი (10).

ლეიკერსი-დალასი 97:109

27:25, 27:33, 23:25, 20:26

ლ: კლარკსონი (22), იანგი (20), უილიამსი (15), რენდლი (15+10 მოხსნა), რასელი (12+7 პასი).

დ: ბარნსი (31), სეტ კარი (23)ბარეა (18+7 მოხსნა+8 პასი), ანდერსონი (11), , პაუელი (10+5 ჩაჭრა).

საკრამენტო-ნიუ ორლეანი 102:94

33:26, 20:20, 23:24, 26:24

ს: კაზინსი (28), გეი (21+6 პასი), აფლალო (15).

ნ-ო: დევისი (34+7 მოხსნა), მური (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ის NBA-ში ყველაზე გადაფასებული მოთამაშეა" - დილონ ბრუქსმა ლებრონ ჯეიმსზე ისაუბრა
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა - "ლეიკერსმა" "დალას მავერიქსი" დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო