ჩოგბურთელი სპორტმა ძალიან დაღალა
იტალიელმა ჩოგბურთელმა რობერტა ვინჩიმ განაცხადა, რომ შესაძლოა, უახლოეს პერიოდში გამოაცხადოს პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ.

33 წლის ვინჩიმ წლევანდელი სეზონი WTA-ის რეიტინგში მე-18 პოზიციაზე დაასრულა. გასულ წელს, რობერტამ აშშ-ის ღია პირველობის ფინალამდე მიაღწია, ხოლო თანამემამულე სარა ერანისთან ერთად, ხუთჯერ გაუმარჯვია "დიდი სლემის" ტურნირებზე წყვილთა თანრიგში.

"ორი კვირა ჩოგბურთზე არ უნდა ვიფიქრო და ამის შემდეგ შევძლებ გადაწყვეტილების მიღებას. ეს სეზონი კარგი გამოვიდა, იმის წინ, უფრო უკეთესი, მაგრამ ახლა ჩემს თავში მხოლოდ ის აზრია, რომ ეს სეზონი, როგორც იქნა, დასრულდა.

ძალიან დავიღალე და შინ გამგზავრება მინდა. თუ სეზონებს შორის შესვენებისას ისევ ვიგრძნობ მოტივაციას და თითოეულ მატჩში ბრძოლის სურვილს - აუცილებლად გავაგრძელებ კარიერას. მაგრამ, ამ მომენტში არ ვიცი, მინდა თუ არა ამის გაკეთება. ასეთ ასაკში ფორმაში დარჩენას ბევრი მუშაობა უნდა და არ ვიცი, მზად ვარ თუ არა მორიგი მძიმე წლისთვის", - განაცხადა ვინჩიმ იტალიური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

2016 წელს, რობერტამ მოიგო სანკტ-პეტერბურგის ტურნირი, აგრეთვე მოიპოვა WTA Elite Trophy-ზე თამაშის უფლება, მაგრამ იქ ჯგუფიდან ვერ გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა