ქართულ კალათბურთში უკრაინის კვირეულია, უფრო სწორად ორკვირეული

ქართულ კალათბურთში უკრაინის კვირეულია, უფრო სწორად ორკვირეული: 16-18 ივლისს უკრაინელებს 18-წლამდელებმა უმასპინძლებს, 20 ივლისს კიევში კადეტთა ნაკრებმა ითამაშა, ხოლო 25-ში თბილისში საქართველოს და უკრაინის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

18-წლამდელებმა სამივე საკონტროლო მატჩი წააგეს. შედარებით უკეთესად ითამაშეს კადეტებმა, თუმცა კიევში მარცხს მაინც ვერ გადაურჩნენ. მატჩის ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა: სირენამდე 3 წუთით ადრე უკრაინელი 16-წლამდელები 3 ქულით იგებდნენ. ბოლო სამწუთეულში ქართველებმა თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.

შეხვედრის მსვლელობაზე უფრო დეტალურად მთავარი მწვრთნელი, გია კაზანჯიანი მოგვითხრობს:

- შეხვედრა დაძაბული იყო და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თავიდან ჩამოვრჩით, თუმცა მეორე მეოთხედში უკრაინელებს წამოვეწიეთ. ბოლო პერიოდში თანაბარი თამაში გაჩაღდა, თუმცა საბოლოოგამარჯვება მეტოქეს დარჩა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საჯარიმოების რეალიზების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი იყო: 28 ცდიდან მხოლოდ 15 ჩავაგდეთ. ამასთან, ნიკა რამიშვილს და ლევან ლოლიშვილს არაერთი შორეული ტყორცნა გაუცუდდათ. პირველმა 6-დან 1 ჩააგდო, ხოლო მეორემ ხუთივე სამქულიანი ააცილა. უკრაინა ჩვენი დონის გუნდია. ისინი A დივიზიონიდან შარშან გავარდნენ. ჩვენი ნაკრები ნამგზავრი, გადაღლილი იყო და დარწმუნებული ვარ, მომდევნო მატჩში უკეთ ვითამაშებთ.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები. ამხანაგური მატჩი

20 ივლისი, კიევი

უკრაინა-საქართველო 72:60

22:15, 13:14, 21:14, 16:17

საქართველო: ბურჯანაძე (23ქ, 8მ), მიქელაძე (15ქ, 10პ), ცირეკიძე (5ქ. 6მ), კვანტალიანი (5ქ), რამიშვილი (5ქ), ნადირაძე (2ქ), ლილიშვილი (2ქ), გრძელიძე (2ქ), ანანიაშვილი

არ უთამაშიათ: გოგბაიძე, ცხაკაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა