მართალია ვარშავის მსოფლიოს თასზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სათადარიგოებით წარსდგა, მაგრამ მაინც უფრო მეტს ველოდით
ამ უქმეებზე ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს თასზე იჭიდავეს - ვაჟებმა - ვარშავაში, ქალებმა - პრაღაში. ვარშავის ტურნირის შედეგი ყველაზე უფრო ცუდია წლევანდელ შეჯიბრებათა შორის - 8-კაციანი გუნდიდან ორი შეხვედრის მოგება მხოლოდ ორმა ფალავანმა მოახერხა. სანუგეშო წრემდე ჩვენებს საკმაოდ ბევრი დააკლდათ.

წინა შეჯიბრებაზე - დიუსელდორფის "დიდ პრიზზე" ორი მეხუთე ადგილი მაინც იყო, ახლანდელი შედეგი ბევრად უარესია. თუმცა ამას ახსნაც აქვს - მწვრთნელებმა ამჯერად შანსი სათადარიგოებს მისცეს, თუმცა მათაც ცოტა მეტი მოეთხოვებათ, ვიდრე ვარშავაში აჩვენეს. მით უფრო, შეჯიბრება არც იმდენად ძლიერი გამოდგა - 48 ნაკრები გამოდიოდა, რაც მასშტაბური ციფრი სულაც არ არის. რაც მთავარია, გუნდების დიდი ნაწილიც სათადარიგოებით გამოდიოდა.

დავით ასუმბანი (60) და გიორგი შოშიაშვილი (66) პირველივე შეხვედრაში დამარცხდნენ. ასუმბანმა იუკოთი წააგო გერმანელ რობერტ კოპისკესთან, შოშიაშვილი კი 23-წლიანებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა და ვარშავული შეჯიბრების მომავალმა ბრინჯაოს პრიზიორმა, რუსთა დაღესტნელმა კამალ-ხან-მაგომედოვმა დააიპონა.

73-ში ორი მონაწილე გვყავდა და ორივემ მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებლად იჭიდავა. თბილისის ტურნირის ჩემპიონი ამბაკო ავალიანი ერთ-ერთია იმ დუეტიდან, ვინც ორი ბრძოლის მოგება მოახერხა. პირველ შეხვედრაში მან წლეულს უკვე მეორედ სძლია საქართველოდან წასულ ებრაელ იოსებ ფალელაშვილს, რომელსაც თბილისშიც მოუგო. მეორე წრეში ჩვენებურმა ჩინელი ვეი ლიუ დაამარცხა - ორივე მეტოქეს ვაზარით აჯობა, მერვედფინალში კი მომავალ ბრინჯაოს მედალოსანთან, რუმინელ კოსტელ დანცულეასთან წმინდად წააგო. ამავე წონაში საქართველოს ჩემპიონმა თენგიზ პაპოშვილმა საკმაოდ ძლიერი თურქი სეზერ ჰიუზუსი კი ჩამოიცილა გზიდან, მაგრამ მერე ფრანგ იორდან ამოროსთან იპონზე დაეცა და გამოვარდა.

ერთი შეხვედრა მოიგო საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა პაატა ღვინიაშვილმაც (81) - უკრაინელ ევგენი კატაიევთან. ჩვენებურმა ყველაფერში დაჩაგრა მეტოქე და იუკო-ვაზარით გამოხატული უპირატესობა საბოლოოდ იპონში გარდასახა. ასეთმა დასაწყისმა კარგი გაგრძელების იმედი მოგვცა, მაგრამ ის მალევე გადაგვეწურა - ღვინიაშვილი მომდევნო შეხვედრაში უნგრელ მილან ბურგესთან უკვე თვითონ დამარცხდა სუფთად.

ვარშავაში ლამის იდენტურად გამოვიდა საქართველოს ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი ცოციაშვილიც (90) - პირველივე შეხვედრა მანაც იპონით მოიგო (მექსიკელ კარდენას ისაოსთან), მერე კი ისიც მომდევნო ორთაბრძოლაში დამარცხდა, თან იპონით და თან უნგრელთან - გაბორ ვერთან.

ავალიანთან ერთად, ამ ტურნირზე ჩვენი გუნდის მეტ-ნაკლებად დადებითი წერტილი დავით ლორიაშვილი (100) აღმოჩნდა - მანაც ორი შეხვედრა მოიგო. მისი წაყვანა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა და მხოლოდ ბოლო დღეებში გადაწყდა, ვარშავაში კი საკუთარი სპორტული მონაგარი მორიგი ტიტულოვანი ათლეტის წაქცევით გაიმდიდრა. პირველ წრეში მან ახალგაზრდა აზერბაიჯანელი საინ მამადოვი დაამარცხა, თუმცა საკმაოდ გაუჭირდა - გაფრთხილებებით მოუგო. აი, მეორეში კი წონის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ფალავანი, უნგრელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი დანიელ ჰადფი ერგო მეტოქედ.

ფალავნებმა ორ-ორი გაფრთხილება მიიღეს, მაგრამ ჩვენებურმა ვაზარიც მოიპოვა და მომდევნო წრეშიც გავიდა, თუმცა ფეხმტკივანი და გვარიანად დემორალიზებული. არადა, მეტოქე არც ისე ძლიერი იყო - რუსთა ახალგაზრდა ოსი დავიდ ბიტიევი, თუმცა ლორიაშვილი დაღლითაც დაიღალა (მოსამზადებელ პერიოდში მან გარკვეული დრო მკურნალობას დაუთმო და ვარჯიშები გაუცდა) და კოჭთან გადახვეული ფეხიც იმდენად აწუხებდა, მეორე ნახევარი კოჭლობაში გაატარა. ერთ მომენტში ყვრიმალიც დაუზიანდა და ტატამზე გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილსაც გამოუძახეს, რის შემდეგაც ქართველს ნახვევები უკვე სახეზეც გაუჩნდა. მსაჯმა ის ორი გაფრთხილებით დასაჯა, რაც, უნდა ვაღიაროთ, დაუმსახურებელი არ იყო. ჩამორჩენამ ლორიაშვილი გამოაცოცხლა და იერიშებს უმატა, მაგრამ ოსიც კარგად იცავდა თავს და საქმე გამარჯვებამდეც მიიყვანა.

ცოტა მეტს ველოდით ადამ ოქრუაშვილისგან (+100), მაგრამ პირველივე შეხვედრა იპონით დათმო ისლანდიელ ტორმოდურ იონსონთან. ეს კუნძულელი ლამის რისხვად გვექცეს - ზვიად ხანჯალიაშვილიც დაუმარცხებია რამდენჯერმე.

რაც შეეხება ჩეხეთის ტურნირს, იქ ქართველ ქალთა სამეული ჭიდაობდა: შორენა შარაძე (63), ნინო ოძელაშვილი (70) და ირინა ლეონიძე (+78). "ქართული სამაია" პრაღაში წარუმატებელი აღმოჩნდა - ესენიც პირველივე ბარიერთან დაეცნენ, მაგრამ ოძელაშვილმა მედგარი ბრძოლა გაუმართა ყაზახ ზანარ ზანზუნოვას - ვაზარზე დააგდო, მაგრამ მერე გაფრთხილებებით წააგო. ახალგაზრდა სამბისტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი ოძელაშვილი ამ გუნდის უმთავრესი იმედი და ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების უპირველესი პრეტენდენტია. ადრინდელთან შედარებით მისი პროგრესი აშკარაცაა. შარაძე ორი ვაზარით წმინდად დამარცხდა მომავალ ჩემპიონთან, ჩინელ იუჰუა ხუსთან, ლეონიძემ კი გაფრთხილებებით წააგო თურქ გულსაჰ კოცათურქთან.

ვარშავა. კვარცხლბეკი. ვაჟები.

60 კგ. 1. ეშლი მაკენზი (დიდი ბრიტანეთი), 2. ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი), 3. არტიომ არშანსკი (ისრაელი), იუნლონგ ჰე (ჩინეთი).

66 კგ. 1. არმენ ნაზარიანი (სომხეთი), 2. პაველ ზაგროდნიკი (პოლონეთი), 3. კამალ ხან-მაგომედოვი (რუსეთი), დავიდ ლაროსე (საფრანგეთი).

73 კგ. 1. ბენჯამინ დარბელე (საფრანგეთი), 2. კრშიშტოფ ვილკომირსკი (პოლონეთი), 3. კოსტელ დანცულეა (რუმინეთი), კიოში უემაცუ (ესპანეთი).

81 კგ. 1. ლოის პიეტრი (საფრანგეთი), 2. იანიკ გუჩე (გერმანია), 3. იოახიმ ბოტიე (ბელგია), ალაინ შმიტი (საფრანგეთი).

90 კგ. 1. რობერტო მელონი (იტალია), 2. ვიქტორ ფიშმანი (ისრაელი), 3. კამილ მაგომედოვი (რუსეთი), მილან რანდლი (სლოვაკეთი).

100 კგ. 1. სირილ მარე (საფრანგეთი), 2. ბალინტ ფარკაში (უნგრეთი), 3. დავიდ ბიტიევი, რომან პოლოსინი (ორივე - რუსეთი).

+100 კგ. 1. სტანისლავ ბონდარენკო (უკრაინა), 2. ადრიან პინი (საფრანგეთი), 3. რაფაელ სილვა (ბრაზილია), ანდრეი ვოლკოვი (რუსეთი).

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?
[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა
გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო
[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება