ნიკო როსბერგი პირველ ტიტულთან ახლოსაა
ფორმულა 1-ის სეზონის დასრულებამდე ორი რბოლაა დარჩენილი - ამ უქმეებზე ბრაზილიაში და ორი კვირის შემდეგ, აბუ დაბიში. ნიკო როსბერგი და ლუის ჰემილტონი აგრძელებენ ბრძოლას ჩემპიონის ტიტულისთვის.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს "მერსედესი" წინ გაიჭრა, ჩემპიონობისთვის ყოველთვის ჰემილტონი და როსბერგი იბრძვიან. ზედიზედ ორი წელია, ბრიტანელი ამარცხებდა თანაგუნდელს, რითაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გახდა, მაგრამ, ამჯერად, გერმანელი მზად არის რევანშის ასაღებად.

ფინიშამდე ორი რბოლით ადრე, როსბერგი ჰემილტონს 19 ქულით უსწრებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიის გრანპრის მოგების შემთხვევაში, ნიკო ვადაზე ადრე გაიფორმებს ჩემპიონობას. თუმცა, ლუისი შესანიშნავ ფორმაშია და აშშ-სა და მექსიკაში გამარჯვების შემდეგ, მზად არის წარმატებული სერიის გასაგრძელებლად. ისიც დავამატოთ, რომ ბრაზილიის ბოლო ორი რბოლა როსბერგს აქვს მოგებული.

აღვნიშნავთ, რომ თუ როსბერგი შეინარჩუნებს უპირატესობას, მაშინ პირველად მრავალი წლის განმავლობაში, გუნდის მეორე პილოტი ჩემპიონობას გამოსტაცებს საჯინიბოს ლიდერს - ეს ვერ შეძლეს ვერც მასამ, ვერც უებერმა, ვერც ბარიკელომ და ვერც კულტჰარდმა. გარდა ამისა, ნაიჯელ მენსელის დროიდან მოყოლებული, არავინ მიდიოდა ტიტულამდე ასე დიდხანს: მიკა ჰაკინენისთვის 1988 წლის სეზონი მერვე იყო, ჯენსონ ბატონმა ჩემპიონატი კარიერის მეათე წელს მოიგო, როსბერგისთვის კი ეს სეზონი მეთერთმეტეა.

მომავალ რბოლაში სხვა ინტრიგებიც არსებობს. კონსტრუქტორთა თასზე სერიოზული ბრძოლაა მეორე ადგილისთვის "რედ ბულსა" და "ფერარის" შორის, ხოლო მეოთხე ადგილისთვის იბრძვიან "ფორს ინდია" და "უილიამსი".

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ბრაზილიელი ფელიპე მასა ბოლო საშინაო გრანპრის ჩაატარება კარიერაში. რა თქმა უნდა, "ინტერლაგუშის" ტრიბუნებიდან ვეტერანს დიდი მხარდაჭერა ექნება.

ბრაზილიის ტრასა

სიგრძე: 4 309 მეტრი

წრეების რიცხვი: 71

რბოლის დისტანცია: 305.909 კილომეტრი

DRS-ის ზონა: ორი

ტრასის რეკორდი: 1:11.473 (მონტოია, "უილიამსი", 2004)

ყველაზე მეტი მოგება: 6 - ალენ პროსტი

უქმეების განრიგი

11 ნოემბერი, 16:00 - I პრაქტიკა

11 ნოემბერი, 20:00 - II პრაქტიკა

12 ნოემბერი, 17:00 - III პრაქტიკა

12 ნოემბერი, 20:00 - კვალიფიკაცია

13 ნოემბერი, 20:00 - რბოლა

საერთო ჩათვლა

1. ნიკო როსბერგი 349 (9)

2. ლუის ჰემილტონი 330 (8)

3. დანიელ რიკარდო 242 (1)

4. სებასტიან ფეტელი 187

5. კიმი რაიკონენი 178

6. მაქს ფერსტაპენი 177 (1)

7. სერხიო პერესი 85

8 ვალტერი ბოტასი 85

ორი ამბავი დადასტურდა

ბრიტანელმა პილოტმა ჯოლიონ პალმერმა ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი "რენოს" საქარხნო გუნდთან.

ასე რომ, 2017 წელს, ფრანგული საჯინიბოს ღირსებას დაიცავენ პალმერი და გერმანელი ნიკო ჰიულკენბერგი.

პალმერმა წარუმატებლად დაიწყო სეზონი, მაგრამ შემდეგ შეძლო ადაპტირება და კარგი დონე აჩვენა. ამ სეზონში ბრიტანელის საუკეთესო შედეგია - მე-10 ადგილი მალაიზიის გრანპრიზე.

ასევე ირკვევა, რომ პალმერის ამჟამინდელი პარტნიორი კევინ მაგნუსენი ცალი ფეხით ამერიკულ საჯინიბო "ჰაასშია", რომელთანაც შეათანხმა ორწლიანი კონტრაქტი.

P. S. გუშინ, გვიან გახდა ცნობილი, რომ "ფორს ინდიამ" ჰიულკენბერგის შემცვლელად ესტებან ოკონი აირჩია და მასთან მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 20 წლის ფრანგი, ამჟამად, "მანორში" გამოდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?
"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან
რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]
Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...
მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს
რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ
ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში
ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!
ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა
ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]
ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!