საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ, მოლდოველთა მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს
მოლდოვას ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ დობროვოლსკიმ და გუნდის კაპიტანმა ალექსანდრ ეპურიანუმ საქართველოსთან მატჩის წინ დღეს, 11 ნოემბერს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

იგორ დობროვოლსკი: "ჩვენ წინა თამაშებში არაერთი შეცდომა დავუშვით. ტაქტიკური შეცდომების გამოსწორება შესაძლებელია და მოთამაშეები ძალიან შეეცდებიან, რომ ხვალ უშეცდომოდ ითამაშონ.

ნამდვილად არ ვიცი ხვალ რა შედეგი დაფიქსირდება, ამას ყველანი ერთად დავინახავთ. ყველა მწვრთნელს გუნდის გამარჯვება სურს და გამონაკლისი არც მე ვარ - გუნდი აქ მოსაგებად ჩამოვიყვანე.

ვნახეთ საქართველოს 3 მატჩი და ყველა ფეხბურთელი კარგად შევისწავლეთ - ვინმეს გამორჩევა საჭირო არ არის. ჩემი აზრით, დღევანდელ ფეხბურთში გამოკვეთილი ფავორიტები აღარ არსებობენ. ვისაც საკუთარი მოედნის უპირატესობა აქვს, გულშემატკივარი მას ხშირად ფავორიტად თვლის, მაგრამ ამ ჯერზე ეს ასე არ არის".

ალექსანდრ ეპურიანუ: "აქ კაი განწყობით ჩამოვედით. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ დადებით შედეგს მივაღწევთ. საქართველოს ნაკრები რთული მეტოქეა, თანაც საკუთარ კედლებში თამაშობა, მაგრამ წარმტების იმედი მაინც გვაქვს.

საქართველოს ნაკრები შევისწავლეთ და გუნდურად თუ ვითამაშებთ, მჯერა, სასურველ შედეგს მივაღწევთ. ჩვენთვის სასურველი შედეგი გამარჯვებაა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

- ვლადიმირ ვაისი: მოლდოვასთან თუ ვერ მოვიგეთ...

- საბა კვირკველია: მწვრთნელი ჩვენგან ხვალ შემტევ და ლამაზ ფეხბურთს ითხოვს!

Mandela
ახირებული ამბიციური სლავი წახვალ 0 ქულით ამის დიდი იმედი მაქ ბოროტო
QWERTY
იგორ დობროვოლსკი კაცი არ იყო თუ არ მოიგო და ისე წახვიდე საქართველოდან :)
kio
რატომ არ ნახულობთ ლიახვი-სამგურალიც ხომ იყო ჩაცყოფილი ან ხონი-ლიახვი
merabi
პირველივე თამაში წავაგეთ მოლდოვასთან, მერე გასვლა ბულგარეთთან, და მერე მოვუგეთ უელსს 5-0
me
აუ ერთი ესენი გავხიოთ ნაკერზე ხვალე რა არაფერი არ მინდა
ზვიადი
ყველას თავისი მიზანი აქვს... თავის მხრივ ჩვენც არ უნდა დავივიწყოთ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დროს მოლდოვასთან საკუთარ კედლებში განცდილი მარცხი, იმავე შესარჩევ ციკლში გასვლით მატჩში უელსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ
Sorry daragoi.
კი ჩამოხვედი, მაგრამ ვნახავ რა განწყობით წახვალ. )))
საბა
კაი განწყობით ჩამოვედითო როგორ თქვა? :დ
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
მოლდოვის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს ახლა დისციპლინაც დაემატათ
ერთა ლიგა. I ტური: ესპანეთი გერმანიასთან, კოსოვო კი მოლდოვასთან წაგებას გადაურჩა - უკრაინამ შვეიცარიას სძლია [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
50 ადგილით ქვემოთ, ლიდერისა და 4 წამყვანი მოთამაშის გარეშე - რა ძალისაა მოლდოვა
ჩვენი მეტოქეები D ჯგუფში: ეპიცენტრი დუბლინშია
სავარაუდოდ, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან ვერ დაეხმარება
"დინამო არენის" სალაროებში საქართველო-მოლდოვას მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ