ქართველმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 8:40 წუთი ითამაშა, რისი მიზეზიც ტრავმაა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელის თორნიკე შენგელიას გუნდმა "ბასკონიამ" ევროლიგის ერთ-ერთი ფავორიტი "ფენერბაჰჩე" შეარცხვინა. 11 ნოემბერს, ბასკურმა კლუბმა ვიტორიაში სტამბოლელები 32 ქულით - 86:54 დაამარცხა.

თუმცა ქართველმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მხოლოდ 8:40 წუთი ითამაშა. მიზეზი ტრავმაა, რომელიც სასტარტო ხუთეულში მყოფმა შენგელიამ პირველ პერიოდში მიიღო. ქართველ ფორვარდს ფეხი გადაუბრუნდა და ექიმების ჩარევის შემდეგ ის მოედანზე ცოტა ხანში დაბრუნდა, მაგრამ მწვრთნელმა არ გარისკა და გართულების თავიდან ასაცილებლად, თორნიკეს დასვენების საშუალება მისცა.

იმ დროში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, შენგელიამ 1 ორქულიანი ააცილა და ბურთი 4-ჯერ მოხსნა. თორნიკემ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესოები ამერიკელი შეინ ლარკინი, იტალიელი ანდრეა ბარნიანი და გერმანელი იოჰანეს ვოიგტმანი იყვნენ, რომლებმაც 13-13 ქულა ჩააგდეს, სტუმართაგან კი 10-ქულიან ზღვარსაც ვერავინ უწია.

"ბასკონიამ" 4 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და კიდევ ხუთ გუნდთან ერთად, მეორე-მეშვიდე ადგილებს ინაწილებს, ერთპიროვნული ლიდერი კი მოსკოვის ცსკაა. რუსულმა გრანდმა მადრიდის "რეალს" 91:90 სძლია და ერთადერთი გუნდია, რომელსაც ევროლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩი მოგებული აქვს.

შენგელიას კლუბს მომდევნო მატჩი 15 ნოემბერს, მილანში "ემპრიო არმანის" წინააღმდეგ ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსქროლავი ტროლი
შენგელიას გახშირებული ტრავმიანობის შემხედვარე კაცი ძალაუნებურად გაიფიქრებ, რომ ფიზიკურად არცთუ ძლიერი უნდა იყოს.... სინამდვილეში თორნიკეს საუკეთესო მონაცემები აქვს, უბრალოდ, მისი ხასიათიდან გამომდინარე, მაქსიმალისტია და თავს არასოდეს ზოგავს, რაც ასე აკლიათ დანარჩენებს.... არ დავმალავ და მის ბასკონიას ნამდვილად არ ვუსურვებ ევროპისა და ესპანეთის ფლეი-ოფებში გასვლას სწორედ ხსენებული მიზეზის გამო - თორნიკე შენგელია ერთადერთი კალათბურთელია ჩვენს ნაკრებში, რომელიც თანამედროვე კალათბურთს თამაშობს და მის გარეშე ევრობასკეტზე არანაირი შანსი გვაქვს წარმატებული გამოსვლისა....
ახალგაზრდული ევროლიგის ფინალში ხატიაშვილმა "ბარსელონას" 15 ქულა ჩაუგდო
რიდი კვლავ MVP-ია - მარკისის 34 ქულა თურქეთის ჩემპიონატში
ხატიაშვილის 17 ქულა, 7 პასი და მისი გუნდის გამარჯვება "პანათინაიკოსთან"
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"ბასკონიამ" 16 წლის მათე ხატიაშვილი ევროლიგის განაცხადში შეიყვანა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ბასკონიასთან" დამარცხდა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის