ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO+PHOTO]

საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO+PHOTO]

იაპონიასთან წაგებით "ბორჯღალოსნებმა" ხელიდან გაუშვეს ისტორიული შედეგის მიღწევის - მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვედრის შესაძლებლობა
12 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩი იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ თბილისში გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხა.

- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით

- მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე, კოიტო მიცუშიმას ლელოთი გახსნეს. ჰიკარე ტამურამ ვერ გარდასახა, თუმცა მანვე მალევე საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად.

"ბორჯღალოსნებმა" სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახეს - ლელო ჯერ ვიქტორ კოლელიშვილმა დადო 26-ე წუთზე, შემდეგ კი - ვასილ ლობჟანიძემ (38). მერაბ კვირიკაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 12:8 მოიგო.

შესვენების შემდეგ იაპონელებმა შეტევაში ჩვენი შეცდომით მეორედ ისარგებლეს და მეორე ლელო მითვალეს. თავი ლომაკე ლემეკიმ გამოიჩინა. ტამურამ კი ვერ გარდასახა.

საპასუხო ლელო "ბორჯღალოსნებმა" მალევე გაიტანეს. 50-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა ბექა ბიწაძემ დააგვირგვინა. კვირიკაშვილმა გარდასახა, შემდეგ კი საჯარიმოც გაიტანა და ანგარიშში მასპინძელთა უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია - 22:13.

მაგრამ ამის შემდეგ იაპონელებმა ზედიზედ ორჯერ დაგვიდეს ლელო - მე-60-ე წუთზე ლემეკიმ მეორედ დაამიწა ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი, სამი წუთის შემდეგ კი იგივე კენკი ფუკუოაკამ შეძლო. ამას ისიც დაერთო, რომ "ბორჯღალოსნები" კაცნაკლულები დარჩნენ - მსაჯმა საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ანზორ სიჭინავა გაასინბინა.

75-ე წუთისთვის იაპონელებმა კიდევ ერთი საჯირიმო გაიტანეს, დარჩენილ დროში კი ქართველმა მორაგბეებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს - საბოლოოდ 22:28, იაპონელთა სასარგებლოდ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იაპონიასთან წაგებით "ბორჯღალოსნებმა" ხელიდან გაუშვეს ისტორიული შედეგის მიღწევის - მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვედრის შესაძლებლობა.

მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 19 ნოემბერს, სამოას ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, 26 ნოემბერს კი სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდება.

"ხერხი სჯობია ღონესა" ალბათ ყველა ქართველისთვის ცნობილია და იქნებ ხერხის მასწავლებელი დაგექირავებინათ რომ ბობოლებთან რაღაც შანსი გაგვიჩნდეს. იაპონია კი ჩათვალეთ რომ უბრალოდ ლაკმუსის ქაღალდია რომელმაც რეალობა საკუთარი თვალით დაგვანახა. ევროპელები სულელები არ არიან და კარგად იციან საქართველოს რეალური ძალა და უაზრო გასეირნებებისგანაც იმიტომ იკავებენ თავს. ჩვენი ნაკრები ძალისმიერად არ ჩამოუვარდება არავის და ამის გამო ტრავმების მიღების ალბათობა დიდია და ჯამში ამ ყველაფრის გამო კიდევ დიდხანს არ გაგვაკარებენ ექვს ერს. ბევრმა ალბათ კარგად იცის აფერისტის თავაზიანი უარი რასაც ნიშნავს.

• dat

სისწრაფე ყველა სპორტში ჩვენი აქილევსის ქუსლია

• giorgi

იმათ საყურადღებოდ ვინც დასცინის ჩვენ ნაკრებს, შეგახსენებთ, რომ იაპონიამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა მსოფლიო თასზე... იაპონიას არ მოუგია, ეს თამაში ჩვენ წავაგეთ... კარგად გამოჩნდა, რომ 15 ნომრის პოზიცია ძალიან პრობლემურია და ახალი მოთამაშეები უნდა მოემზადონ აუცილებლად, მითუმეტეს 3 წელიწადში მსოფლიო თასია.... და კიდევ გარემარბის პოზიციაზე გიორგი ფრუიძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო

• jer vera

6 ერზე მოდი ნუგარ ვილაპარაკებთ ხო ვხედავთ იქ ჩვენი ადგილი არააა

• ალეკსანდრე

ძალიან კარგია კვირიკაშვილმა რომ ითამაშა, რაგბი მარტო სპორტი არ არის, ვაჟკაცობა და კაცური თანადგომაა აგრეტვე, მეკოს კი ეს ჰაერივით სჭირდება ეხლა

• ზურა

ნუ წერთ ამ ოესიმისტურ კომენტარებს, უყურეთ საერთოდ თამაშს? ჩვენ რაც გვაკლია არის იაპონიის და უფრო მაღალი დონის გუნდებთან უთამაშებლობა, ბევრად მეტი შეუძლია ამ ნაკრებს მაგრამ სხვანაირი გამოცდილება ჭირდება იმისთვის რომ გაიხსნან და უფრო თავდაჯერებულად ითამაშონ, გუშინ ეს დავინახე ზუსტად, ძალიან დაძაბულები თამაშობდნენ და თითქოს არ ჯეროდათ გამარჯვების, აქედან გამომდინარე მოსდიოდათ უაზრო შეცდომები. წინ არის ყველაფერი დარწმუნებული ვარ ძალიან მალე მოვა დრო როცა ბურთს გადავახევთ თავზე იაპონიას, ერთ წელში ალბათ.

• chemipita

სისწრაფეში გვაჯობეს

• PARFIUMER

ჩემი აზრით სისწრაფეებზე უნდა მოუმატოთ და ელიტარული გუნდი იქნება .... წარმატებები ბიჭებო ყველა თქვენი გამოსვლის მერე ამაყი ვარ.... და აუცილებლად მეკო უნდა აღვნიშნოთ... წარმატებები მერაბ და შენი ტკივილი საერთოა საქრთველოსთვის.

• 111

შეიძლება მოსატანი არ იყოს მაგრამ როგორი უემოციო იყო ნამღერი ჰიმნი პირველად რაგბისტების თამაშზე

• kaxa

ეს თამაში მწვრთნელმა წააგო და არა მორაგბეებმა. რაგბში ჩახედული ხალხი ამას მიხვდება. ორი უდიდესი შეცდომის გამო, ამ შეცდომების დაწერის დრო ეხლა არაა. მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის

• ქართველი

კლასი და ტექნიკა აშკარად უკეთესი ჰქონდათ, ბურთის ხელში აღება და ლელოს დებდნენ! ყველაფერში გვჯობნიან იაპონელები, შრომისმოყვარეობა, გუნდურობა, უმაღლესი კლასი, ტექნიკურად კარგები...მიბაძეთ თქვენც, ტექნიკა დაიმუშავეთ, დღეს აუტები კარგი იყო ახლა სხვა გამოასწორეთ

• kaxa

ასეთ შეცდომებზე ვისწავლით მეტს და უკეთ ვითამაშებთ მომავალ თამაშს. წასაგები არ იყო ცოტა დაგვაკლდა, რაა - ამას გაანალიზებენ და გამოვასწორებთ. მადლობა თავდადებისთვის.

• დათო

ხმალაძე რომ არ დაშავებულიყო სჯლ სხვა თამაში იქნებოდა

• არჩილ ხოფერია

ერთი კაცი გვჭირდება ვინც თამაშიდან არეკნით დაარტყამს მეტოქის კარში.

• koba

მილტონს და ბიჭებს დიდი მადლობა ყოველთვის სამაგალითო თავდადებისთვის. წინ მივდივართ მაგრად და ამას ზოგჯერ ვეღარ ვატყობთ, მე როგორც რაგბის სპეციალისტი კარგად ვამჩნევ. ხან მოვიგებთ ხან წავაგებთ, მთავარია ყველა მოთამაშე თავს არ ზოგავს. წინ ბევრი სიხარული გვექნება, გაიხარეთ.........

• არჩილ ხოფერია

dato 12 ნოემბერი 2016 19:46 კვირიკაშვილის სეცდომებით წავაგეთ არ იყო ეს კაცი სათამაშებელი ამხელა ტრაგედიის შემდეგ 12 ნოემბერი საქართველოს ტრაგედიაა ფეხბურთელებიც აგებენ მოლდოვასტან ვიცი ვაი სირცხვილო!!!!!! დათო 1:0 ს იგებს საქართველო, პირველი ტაიმი დამთავრდა! შენ რომელ ფეხბურთს უყურებ?!

• daviti

მადლობა ჩვენ მაგარ ბიჭებს,გუნდი გვაყვს საამაყო.მოკრძალებული აზრი ჩვეულებრივი გულშემატკივარიდან: საქართველოს ჰიმნი ჩვენ გულშემატკივრებმა რომ ვიმღეროთ ერთად მოედნის ცენტრში მომღერლის (ნებისმიერს ვგულისხმობ)გარეშე ერთიანობის გრძნობას რამოდენიომეჯერ გაზრდის:)

• daviti

მადლობა ჩვენ მაგარ ბიჭებს,გუნდი გვაყვს საამაყო.მოკრძალებული აზრი ჩვეულებრივი გულშემატკივარიდან: საქართველოს ჰიმნი ჩვენ გულშემატკივრებმა რომ ვიმღეროთ ერთად მოედნის ცენტრში მომღერლის (ნებისმიერს ვგულისხმობ)გარეშე ერთიანობის გრძნობას რამოდენიომეჯერ გაზრდის:)

• kaxa

ასეთ შეცდომებზე ვისწავლით მეტს და უკეთ ვითამაშებთ მომავალ თამაშს. წასაგები არ იყო ცოტა დაგვაკლდა, რაა - ამას გაანალიზებენ და გამოვასწორებთ. მადლობა თავდადებისთვის.

• პაატა

ეს თამაში უნდა მოგვეგო არა მარტო იმიტომ რომ 10-ულში გვინდა დესვლა არამედ იმიტომ რომ დაგვემტკიცებინა იაპონიას აღვემატებით...სამწუხაროდ ვერ მოვუგეთ ჩვენზე ძლიერ გუნდს და ეს ფაქტია! უნდა გავიგოთ რომ მარტო ჯანი არ არის საჯმარისი, სხვა დინეზეა დღეს რაგბი და იაპონიამ ეს ნათლად დაგვანახა! ახალგაზრდა თაობა უნდა მივიდეს ნაკრებში (უკანა ხაზს ეხება ეს). იმათმა უკვე იციან თანამედრივე თამაში და ბევრსაც მივაღწევთ! წარმატებები ჩვენს ბიჭებს და ყველა გულშემატკივარს!

• სოსო

პირველი თამაში ყოველთვის გვიჭირს ხოლმე.არა უშავსსუსტებთან გამარჯვებას,ძლიერებთან თამაში და ხშირად დამარცხება,ზოგჯერ კი გამარჯვება სჯობს.ასე უფრო განვვითარდებით. წაგება ტრაგედია არ არის,დასკვნებს გამოვიტანთ და უფრო წინ წავალთ.გამაოცა ლობჟანიძემ,მაგრად მოუმატებია.გამძლეობაში რომ გვაჯობეს,ეს კი მოულოდნელი იყო.

• ალეკსანდრე

დარწმუნებული ვარ სამოასტან გაცილებით უკეთ ითამაშებენ, ისე 19-8 რომ ვიგებდით ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში აჯობებდა

• dato

კვირიკაშვილის სეცდომებით წავაგეთ არ იყო ეს კაცი სათამაშებელი ამხელა ტრაგედიის შემდეგ 12 ნოემბერი საქართველოს ტრაგედიაა ფეხბურთელებიც აგებენ მოლდოვასტან ვიცი ვაი სირცხვილო!!!!!!

• Kaxa

Neta ragbshi ro gvkavs gubdi iseti pexburtshi gvkavdes.maladec bihebo male mova is dro iaponias da italias gadavuvlit ai danarhenebze verapers vitkvi. Es tamashi heigma waago, rogor sheizleboda am principul mathshi debiutantis gamokvana, swored is gagvigdes da vegaraperi vkenit darhenil droshi.

• ოკრიბელი

არავითარი ხელიდან გაშვება, ეს იყო კანონზომიერება. ჩვენ ვიბრძოდით, ვდებდით ლელოებს რამდენიც შეგვეძლო და კიდევ ბევრის დადებაც შეგვეძლო, მაგრამ იაპონიამ დადო იმდენი ლელო, რამდენიც სჭირდებოდა მოგებისთვის და ქართველების, ათეულში არ შეშვებისთვის. ანუ ლელოს თამაშის მუღამი მაინც ბოლომდე არ ვიცით. ხშირად მითქვია, რუსებს არც ჯანი აკლიათ და არც ათლეტობა, ძალოსნობაშიც მაგრებია, ჭიდაობის სახეობებში, ბოქსშიც, მაგრამ რაგბის თამაშს ვერასოდეს ისწავლიან, რადგან მათი გონებრივი უნარი ვერ ფლობს რაგბში მოგების შნოს. ჩვენი შნო რუსებისას სჯობია, მაგრამ ჩვენი, ათეულში შემავალ ქვეყნის გუნდებს, ვერა.

• patrioti

მადლობა ბიჭებს ჯიგრები ხართ.რაც შეგეხებატ ვინც ცერთ მათ საცინააგმდეგოს სპორტი თუარიცით ნუცერთ.სადგაცცვენც ცავაგებტ მტავარია ეს სასიკეთოთ გამოვიყენოთ.ამატმა იმდენი სიხარული გვაცუქეს ერტი ცაგებიტ ნუ შექმნით ცუდ სახეს.

• Mmm

სამოა და ტონგა ჩვენზე გაჭირვებული ქვეყნები არიან.მეტი ნამდვილად შეგვიძლია, უბრალოდ დღეს შეცდომები დავუშვით და კარგმა გუნდმა არ გვაპატია

• llcl

ძალიან დამწყდა გული, იმედია ეს წაგება ჩვენს ნაკლოვანებებს(ხელით თამაშში და სისწრაფეებში აშკარად დაგვჩაგრეს) დაგვანახებს და კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. მადლობა ბიჭებს, მათ როგორც ყოველთვის თავი არ დაუზოგავთ და გულიანად იბრძოლეს, წარმატებები ბიჭებო, თქვენ წაგებაც კი ღირსეული შეგიძლიათ

• ჯეკო

არა უშავს, რაც მთავარია ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, ჩვენ მალე ხუთეულში ვიქნებით

• lado

6 ერზე ხო არ გვაქ პრეტენზია ლომებო რა დონეზეც ვართ ეგეც ბევრია

• გიორგი

მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის. არც იაპონელებს დაემდურება.სისწრაფეში აშკარად გვაჯობეს.ბავშვური შეცდომები დავუშვაით და არც გვაპატიეს.

• Zura

Ise antirecordebzec ari yuradgeba da amit mainc miviqciot yuradgeba esec saqmea

• Leo

6 erze xo ar gvaq pretenzia bicheboo, yochag

• kaxa

Pirvel rigshi madloba bichebs brdzolistvis..exla mtavari jer kidev msoplio chempionatis dawyebamde vwerdi yvela sportul saitze rom tu gvinda seriozuli shedegis dadeba sachiroa seriozuli 9ze 10ze 15ze motamashe rugbis naturalizeba rac iaponiaze meti sensaciis gamocxobis shesadzleblobas mogvcemda jgupidan gasvla da arc 6 ershi moxvedraze mogviwevda xvewna aqet shegvexvewebodnen rugbi axal sapexurze avidoda mtavrobas miwvdinet xxmatqo cnobadoba ekonomiuri shemosavalixalxis dasaqmeba ramdeni pliusi moaqvs. Magram pederaciac damesurveebi dayruvdnen kidedidxans viqnebit erta ligashi arafa aseti taobis ar hamoyeneba danashaulia.

• Qartveli

Ager gvinda ra sportif saqartveloshi sakmarisia ukve vifiqrot amaze

• Qartveli

Modit ra agar gvinda meti isedac gachirvebul qveyanashi amdeni amdeni tanjva da sanam droa yvelanairi sportif avkrzalot, etyoba ar mogvcz glertla amis nichi. Davfiqrdet raa

• გგგ

თამაში ჩვენი შეცდომებით წავაგეთ. არადა ყველა მოთამაშე გვყავდა. ჩემი აზრით, მწვრთნელიც შეცდა - როცა ვაგებდით, დებიუტანტი შემოიყვანა და ეგრევე გაგვიძევეს. სამოასთან უფრო მეტი კონცენტრაცია გვჭირდება

• tazo

არა უშავს ბიჭებო! მაგრები და ჯიგრები ხართ!!დარწმუნებული ვარ ამწაგებიდან დასკვნებს გამოიტანთ და უფრო გაძლიერდებით.ღმერთი თქვენთან!გაიხარეთ და გაგვახარეთ!

• vano

პირველ წუთებში დასარტყამი ჯარიმები აუცილებლად უნდა დაერტყათ ეს რაგბის წესია

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია