"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში "ბირმინგემთან" (1:2) დამარცხების შემდეგ თამაშის კომენტარი გააკეთა
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ინგლისის ლიგის თასის ფინალში "ბირმინგემთან" (1:2) დამარცხების შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს შეხვედრის ბედის გადაწყვეტა მეორე გაშვებულ გოლამდე დიდი ხნით ადრე შეეძლო, მატჩის ბოლოს ვოიცეხ შჩესნისა და ლარან კოშელნის მიერ მატჩის ბოლოს დაშვებულ შეცდომაზე ისაუბრა და დასძინა, რომ "მეთოფეების" დაკარგულის მოპოვებას სხვა ტურნირებში შეეცდებიან.

"მე, ისევე როგორც მთელი გუნდი, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მატჩის დასასრულს მოხდა. შეხვედრის დასაწყისში გარკვეული პრობლემები გვქონდა, მჭიდრო გრაფიკმა ჩვენს მდგომარეობაზე საკმაოდ იმოქმედა. დრო დაგვჭირდა რათა შეხვედრის რიტმში ჩავმჯდარიყავით. მეორე ტაიმში ინიციატივას ვფლობდით, მაგრამ სამწუხაროდ მეორე გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ბოლოს კი შეცდომა დავუშვით, რომლის გამოსასწორევლად დრო აღარ დაგვრჩა. უკვე დამატებითი დროის სათამაშოდ ვემზადებოდით.

"ბირმინგემს" ვულოცავ, მათ შეძლეს ჩვენი შეცდომა გამოეყენებინათ და ტიტულს დაუფლებოდნენ, რამაც დიდი ტკივილი მოგვაყენა.მაგრამ შეგვიძია ჩვენი თავდადებით ვიამაყოთ, საკუთარი ძალების გვჯეროდეს, თავი ხელში ავიყვანოთ და სხვა ამოცანების გადაწყვეტას მივყოთ ხელი.

როგორი განწყობა იყო გასახდელში? კოშელნი და შჩესნი გულგატეხილები იყვნენ. ახლა ნათქვამს ვერაფერს დავამატებ. ჩვენ მათ მომხდარის დავიწყებაში უნდა დავეხმაროთ, ეს გუნდის ერთერთი ამოცანაა. ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია, საკმაოდ ბევრი შანსი გვქონდა, რათა მატჩის ბედი ჯერ კიდევ გასვებულ გოლამდე გადაგვეწყვიტა. "ბირმინგემს" პოტენციური ხიფათის შექმნა მომენტების შექმნა მატჩის დასასრულს სტანდარტული სიტუაციებით შეეძლო. შესაძლოა ამის გამო ცოტა ვნერვიულობდით.

რაც შეეხება, მეორე წუთზე თერთმეტრიანის დანიშვნის შესაძლებლობას, მომეჩვენა, რომ თამაშგარე იყო.

რა თქმა უნდა მარცხმა სესაძლოა გუნდზე იმოქმედოს, ამის უარყოფას არ ვაპირებ. ლიგის თასის ფინალში წაგება გუნდისთვის დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ წინ სერიოზული მიზნები გვაქვს. ლიგის თასზე გუნდი ოთხ-ხუთ თამაშს ატარებს, ჩემპიონატი კი 38 ტურისგან შედგება. პრემიერლიგაში შესრულებული სამუშაოს შუა გზაზე მიტოვებას არ ვაპირებთ.

რაც შეეხება ლიგის თასის მნიშვნელობას, ჩვენ "უემბლიზე" მოსაგებად მივედით, წაგება არ გვსურდა. ბოლო 18 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დავმარცხდით - ეს ლიგის თასზე მოხდა "იფსვიჩთან", მეორე წაგება ფინალურ თამაშში იყო ძალიან სპეციფიკური გოლის გამო, რომელიც ბოლო წუთებზე გავუშვით.

ყველაზე დიდ სირთულეს მრავალრიცხვოვანი დანაკარგები გვიქმნის. ოთხშაბათს უოლკოტი და ფაბრეგასი გამოგვაკლდა. ამასთან ოთხშაბათს "ბირმინგემმა" "შეფილდის" წინააღმდეგ სათადარიგო შემადგენლობით ითამაშა, სწორედ ამიტომ მატჩის დასაწყისში ისინი ჩვენზე ძლიერები ჩანდნენ. დაძაბული გრაფიკის გამო ფიზიკურ პლანში ჩამოვრჩებოდით", - განაცხადა არსენ ვენგერმა.

მომზადებულია arsenal.com-ის მიხედვით

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა