"ფლამენგომ" გუანაბარას თასი მოიგო, რომელიც რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის პირველი ეტაპია
ბრაზილიელმა რონალდინიომ თავისი ახალი კლუბის, "ფლამენგოს" შემადგენლობაში, სადაც 2010 წლის დასაწყისში გადავიდა, პირველი ტიტული მოიგო. 28 თებერვალს "ფლამენგომ" გუანაბარას თასი მოიგო, რომელიც რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის პირველი ეტაპია. რონალდინიოს გუნდმა ფინალში "ბოავიშტა" დაამარცხა, ანგარიშით 1:0.

ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე რონალდინიომ გაიტანა საჯარიმო დარტყმით. "ფლამენგოს" შემადგენლობაში მან სულ ექვსი მატჩი ჩაატარა, რომელშიც სამი გოლი გაიტანა.

თამაშის შემდეგ რონალდინიომ, რომელიც ორჯერ იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული თქვა, რომ "ფლამენგოს" გულშემატკივართათვის ტიტულის მოგებაზე ოცნებობდა. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონმა ყველას შეახსენა, რომ მისი მიზანი ბრაზილიის ნაკრებში დაბრუნებაა.

რიო დე ჟანეიროს კლუბმა გუანაბარას თასი თავის ისტორიაში 19-ედ მოიგო. შტატის ჩემპიონატის მეორე ნაწილს რიოს თასი წარმოადგენს. გუანაბარას თასის და რიოს თასის გამარჯვებულები რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან.

თუ "ფლამენგო" რიოს თასსაც მოიგებს, შტატის ჩემპიონი ავტომატურად გახდება. ადრე ამ გუნდმა რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი 25-ჯერ მოიგო.

მომზადებულია AP-ის მიხედვით

puma
რახან დაიწყო აღარ გაჩერდება.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა