მხატვარ-ილუსტრატორმა ვიქტორ ჩიჟიკოვმა ”სოჭი 2014”-ის თეთრი დათუნიას ავტორები პლაგიატობაში ამხილა
ოლიმპიური დათუნიას შემქმნელმა ”სოჭი 2014”-ის სიმბოლოს ავტორები პლაგიატობაში დაადანაშაულა.

მხატვარ-ილუსტრატორმა ვიქტორ ჩიჟიკოვმა, რომელმაც 1980 წლის ოლიმპიური თამაშების დათუნია შექმნა, ”სოჭი 2014”-ის თეთრი დათუნიას ავტორები პლაგიატობაში დაადანაშაულა. "არჩეულ თეთრ დათვში ყველაფერი ჩემეულია - თვალები, ცხვირი, პირი, ღიმილი, ამით ყველაფერი ნათქვამია", - განაცხადა მხატვარმა.

ჩიჟიკოვმა უარყოფითად შეაფასა ყველა პროექტი, რომელიც კონკურსზე იყო წარმოდგენილი. "არც ერთ მათგანში საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება არ ჩანს", - მიიჩნევს ის.

თეთრი დათუნიას გარდა, სოჭის ოლიმპიადის სიმბოლოები კურდღელი და ლეოპარდი გახდა. კონკურსის საბოლოო შედეგები რუსეთის პირველი არხის ეთერში 26 თებერვლის საღამოს გახმაურდა. სიმბოლოები, ექსპერტთა წინასწარი შეფასების შემდეგ, ხმის მიცემის შედეგად აირჩა. პირველ არხზე გამოაცხადეს, რომ სიმბოლოების არჩევაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ჩიჟიკოვმა ადრე განაცხადა, რომ დათვი ”სოჭი 2014”-ის საუკეთესო სიმბოლო გახდებოდა. "მეჩვენება, რომ ტრადიციულ ხატს არ უნდა დავშორდეთ. ჩვენ დათვი ავირჩიეთ და უნდა შევინარჩუნოთ... ახალი თილისმისთვის ძველ დათუნიას ავირჩევდი, რომელიც ყველას შეუყვარდა და თათებში თხილამურებს დავაჭერინებდი", - თქვა მხატვარმა შარშანდელ ინტერვიუში. ამასთან, ჩიჟიკოვმა აღნიშნა, რომ ”სოჭი 2014”-ის საორგანიზაციო კომიტეტს მისთვის დახმარებისთვის არ მიუმართავს.

ჩიჟიკოვი ასევე მოჰყვა, რომ ოლიმპიურ დათვზე საავტორო უფლებებს არ ფლობს, რადგან აუცილებელი იურიდიული დოკუმენტები 1980 წელს არ შეუდგენიათ. მხატვრის თქმით, ოლიმპიურმა კომიტეტმა მასთან საავტორო ხელშეკრულების დადებაზე უარი თქვა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა