გასპერინი "ატალანტას" არაფერზე გაცვლის
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ატალანტა" შესანიშნავად ასპარეზობს და მე-5 ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში.

არადა, ბერგამოული გუნდისთვის სეზონი მძიმედ დაიწყო - პირველ 4 შეხვედრაში "ატალანტამ" 3 წააგო და მაშინ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯან პიერო გასპერინის გათავისუფლებაზე ალაპარაკდნენ. გასპერინიმ პოსტი შეინარჩუნა და შემდეგ "ატალანტა" აღმართს დაადგა. ჟურნალისტებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და გასპერინის საინტერესო თემებზე ესაუბრნენ.

მოსიარულე მკვდრები

გინახავთ სერიალი "მოსიარულე მკვდრები"? - დაახლოებით მსგავსი სიტუაცია იყო "ატალანტაში" სეზონის სტარტზე. პირველ შეხვედრაში მწარე მარცხები ვიწვნიეთ, კლუბის მესვეურები და სხვა წარმომადგენლები კი ბაზაზე ზომბებივით დადიოდნენ.

მძიმე ატმოსფერო იყო, მე კი ვგრძნობდი, რომ თუ მე-5 ტურში "კროტონეს" ვერ დავამარცხებდით, პოსტის დატოვება მომიწევდა. საბედნიეროდ, ის მატჩი 3:1 მოვიგეთ და შემდეგ აღმასვლაც დაიწყო. მე ვიცოდი, რომ ამ ბიჭებს მეტი შეეძლოთ და მთავარი იყო, რომ ეს თვითონაც ერწმუნათ.

მიზანი

ჯერ ადრეა იმაზე ლაპარაკი, რომ "ატალნტას" ევროსაგზურის მოპოვება შეუძლია. თუ ახალ წელს საუკეთესო ხუთეულში შევხვდით, შემდეგ შეიძლება ამაზე დაფიქრება. სეზონი გრძელია, სერია A-ში კი იოლი მატჩი არ არსებობს. მომდევნო ტურში "რომა" ჩამოდის, შემდეგ კი უახლოეს 4 ტურში ორი ურთულესი გასვლა გვაქვს "იუვენტუსთან" და "მილანთან".

წინ უმძიმესი გამოცდები გველის და მეცინება, როდესაც დღეს ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მელაპარაკებიან. მთავარია, გუნდმა პროგრესი განაგრძოს, თითოეულ თამაშში მაქსიმუმი გავიღოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ატალანტა-რომა

"რომა" სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და, რა თქმა უნდა, ბერგამოში მოსაგებად ჩამოვა. მეტოქე პირველ ნომრად შეეცდება თამაშს, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. მეტოქე სახიფათოა ფლანგებიდან, რადგან მოჰამედ სალაჰის და სტეფან ელ შაარავის სახით, სწრაფი გარემარბები ჰყავს. ჩვენც გვაქვს ჩვენი კოზირები და მათ გამოყენებას შევეცდებით.

"ატალანტას" წარმატების ფორმულა? - თამაში ბევრი კომპონენტისგან შედგება, თუმცა, თუ გუნდი ერთ მუშტად არაა შეკრული, ფიასკო გარდაუვალია. "ატალანტას" წარმატების ფორმულა ერთსულოვნებაა.

მომავალი

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 58 წლის ვარ, ჩემთვის დღემდე მთავარი სპორტული მოტივაციაა. ეს მამოძრავებს და სწორედ ამაში ვპოულობ ძალას. "ატალანტა" არ არის მდიდარი კლუბი, მე კი მიზნად დავისახე, რომ ჩვენ იტალიური ფეხბურთის ელიტაში შევიდეთ.

ეს არის აზარტი და ის მიზანი, რომელიც ენთუზიაზმს მმატებს. ჩემთვის ფული არასდროს ყოფილა მთავარი და მერწმუნეთ, ხვალ რომ ჩინეთიდან ზღაპული წინადადება მივიღო, "ატალანტაზე" უარს ნამდვილად არ ვიტყვი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
1000 ქულიანთა კლუბში - გასპერინიზე წინ მხოლოდ ორი მწვრთნელია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
[VIDEO] გასპერინი ყოფილ გუნდს ვერ მოერია - "რომასთვის" "ატალანტა" უხერხულ მეტოქედ რჩება...
გასპერინის მასთან მუშაობა არ სურს - "რომამ" დოვბიკი ტრანსფერზე დააყენა
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია