წლის შემაჯამებელი ტურნირის პერიპეტიები
წლის შემაჯამებელი ტურნირი ლონდონში A ჯგუფის პირველი ტურის მატჩებით გაგრძელდა. წილისყრის შემდეგ, ამ ქვეჯგუფს "სიკვდილის ჯგუფი" უწოდეს, რადგან ძალიან თანაბარი და ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა ენდი მარეის, კეი ნიშიკორის, სტენ ვავრინკასა და მარინ ჩილიჩის სახით. თუმცა, გუშინდელ პირველ მატჩს ნამდვილად არ ეთქმოდა თანაბარი ძალის მეტოქეთა დაპირისპირება.

კეი ნიშიკორიმ საათსა და ცხრა წუთში გაანადგურა აშშ-ის ღიას ჩემპიონი სტენ ვავრინკა. იაპონელმა მთელი შეხვედრა ისე ჩაატარა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა შვეიცარიელს, თავად კი შვიდი ასეთი შანსიდან ოთხი გამოიყენა. არადა, ნიშიკორის პირველი მოწოდების სიზუსტე მხოლოდ 47 პროცენტი ჰქონდა, სამაგიეროდ, ბრწყინვალედ თამაშობდა მეორე მოწოდებაზე, რომლითაც ქულების 74 პროცენტი აიღო.

პირველ სეტში 2:2-ის შემდეგ, კეიმ ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო. მეორე სეტშიც პირველი ოთხი გეიმის შემდეგ, ანგარიში თანაბარი იყო, რის შემდეგაც, ნიშიკორიმ მოუმატა და ორი ბრეიკის აღებით დაასრულა შვეიცარიელის განადგურება, რომლის წაგების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამ მოკლე დროში 31 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

A ჯგუფი

კეი ნიშიკორი (იაპ)-სტენ ვავრინკა (შვეიც) 6:2, 6:3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა