"გოლდენ სტეიტი" ფაჩულიას გარეშე უკეთ თამაშობს, ვიდრე მასთან ერთად
სპორტულმა ანალიტიკურმა საიტმა bleacherreport.com-მა გამოაქვეყნა სტატია: "სამი კალათბურთელი, რომლებმაც უნდა მოუმატონ "გოლდენ სტეიტში".

საიტმა კლეი ტომპსონი, ანდრე იგუოდალა და ზაზა ფაჩულია "გამოარჩია".

"ზაზა ფაჩულია - ენდრიუ ბოგუტის ნომინალური შემცვლელი, სინამდვილეში სასტარტო ხუთეულში ადგილის შემავსებელია. მისი ამოცანაა, არ გააფუჭოს ყველაფერი, როცა მოედანზეა, ეს კი იშვიათად ხდება.

10 მატჩის მერე უკვე ცხადია, რომ მწვრთნელი სტივ კერი ნაკლებად ენდობა გუნდის ნაღდ ცენტრებს. ფაჩულია და დევიდ ვესტი (ჯამში) მოედანზე საშუალოდ 26,6 წუთს ატარებენ. დავუმატოთ ამას ჯაველ მაკგის 5,9 წუთი და მაინც ნაკლებია, ვიდრე შარშანდელი ბოგუტისა და ეზელის (ორი ცენტრის) ჯამური - 37,4 წუთი.

მაგრამ "უორიორსში" ძალიან ბევრ კალათბურთელს შეუძლია პოზიციის შეცვლა და ამიტომ ეს პრობლემა გუნდს ნაკლებად ადარდებს.

"მათი დიდი ბიჭების პრობლემები, პირველ რიგში კი, ფაჩულიას ვგულისხმობ, "მებრძოლების" ფანებს აფიქრებთ, ნეტა, რა შეუძლიათ გააკეთონ მათ ფარქვეშ, მაგრამ რაც უნდა იყოს ეს, მათ მაინც ნაკლები როლი აქვთ გუნდში, ისინი მხოლოდ ხიდის ფუნქციას ასრულებენ", - წერს მარკუს ტომპსონ II, სპორტული მესვეტე.

და ამ ფრაზაში არის სიმართლის მარცვალი: "გოლდენ სტეიტის" ცენტრები (ჯამში) 27-ე ადგილზე არიან (30 გუნდში) ქულებში, 24-ზე მოხსნებში და 29-ზე დაფარებებში ასოციაციის ცენტრებს შორის.

ფაჩულია გუნდში მოვიდა წუთებზე გადათვლილი სტატისტიკის კარგი მაჩვენებლებით მოხსნებში, პასებსა და სროლის პროცენტებში, მაგრამ ჯერჯერობით, არც ერთი მისი ეს უპირატესობა არ მუშაობს.

სამწუხარო ფაქტია - ფაჩულიასთან ერთად, "გოლდენ სტეიტი" საშუალოდ 4 ქულით მეტს იღებს კალათში (ყოველ 100 ქულაზე), ვიდრე მის გარეშე თამაშისას. ეს საოცარი რიცხვია, რადგან თავისი 170 წუთიდან პარკეტზე, ზაზას 149 წუთი გვერდს სტეფ კარი უმშვენებდა, 140 წუთი კი კევინ დურანტი.

შედარებისთვის, ბოგუტთან ერთად შარშანდელი სეზონი "გოლდენ სტეიტმა" +397 ქულით დაასრულა. როცა ხუთეულში ბარნსი და ბოგუტი იყვნენ (დურანტისა და ფაჩულიას ნაცვლად), "გოლდენ სტეიტი" მეტოქეს საშუალოდ 13,2 ქულით უგებდა ყოველ 100 ქულაზე, ახლანდელი მაჩვენებელი კი ნულის ტოლია.

ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, როგორ შეიძლება შეცვალოს ეს ვითარება ფაჩულიამ. 32 წლის ასაკში მისი საკალათბურთო იდენტობა ისეთია, ვერ შეიცვლება. ის უცბად ვერ გახდება ფარის უკეთესი დამცველი, მაგრამ გვახსოვს, რომ ბოგუტმა შეძლო საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორება და საჩემპიონო გუნდში მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრა. ფაჩულიამაც იგივე უნდა გააკეთოს, არადა, იქნება დავიწყებული ნაწილი ფრენჩაიზისა, რომელიც შეუტევს ტრადიციული ცენტრის გარეშე".

ID BR
კერის ფილოსოფია სულ სხვაა და არაფერი საერთო არ აქვს იმ ციფრომანიასთან რასაც სკეპტიოკოსები აქვეყნებენ (მასაც აქვს რა საკვირველია არსებობის უფლება). მეომბერბის ყველა თამაში ვნახე ზაზასთან ერთად და ის (ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა) ზუსტად ასრულებს იმას რაც ევალება. არ არის მეომრები ის გუნდი რომელიც დეანდრესნაირ ცენტზე აკეთებს აქცენტებს. ზაზას მოვალეობაა გააზრებული ქმედება (უნიკალური ბლოკები და პოზიციური ბრძოლა) იმისთვის რომ სხვა მექულეებმა მაქსიმალური შედეგი აჩვენონ, ასე რომ - მიდი ზაზა ზუსტად აკეთებ იმას რასაც შენგან კერი ელოდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ და შენი იმედ გვაქვს .

კარგით რა, არ გეყოთ სისულელების წერა?რაზეა საუბარი როცა შენივე გაკრიტიკებს რაღაც სულელური მიზეზებით. 1) 2 მილიონად ზაზასნაირი ცენტრი არ არსებობს ნბა-ში.(ბოგუტი 10-ჯერ მეტს იღებს) 2) ზაზა არ ესვრის ბევრს მარტივი მიზეზის გამო, მსროლელი ბევრია გუნდში (სასტარტოს 4 წევრი ისვრის სამიანს). 3) კერიმ უკეთ იცის ვიდრე ამ ვითომ ანალიტიკოსებმა რაში გამოდგება ზაზასნაირი ცენტრი. 4) გადახედეთ წინა წლის სტატისტიკას (ბოგუტის და ეზელის სტატისტიკაზეა საუბარი).5) რამდენი ცენტრი გეგულებათ 2 მილიონად ზაზასნაირად რომ თამაშობდეს? ასე რომ სანამდე სისულეელებს დაწერთ დაფიქრება არ იქნება ცუდი.

ეს სტატისტიკა აშკარად ბოროტი განზრახვითაა ინტერპრეტირებული. იმ სათამაშო დროში, რასაც ზაზას აძლევენ გაცილებით უკეთესი შედეგი აქვს, არათუ ბოგუტთან შედარებით, არამედ სუპერ ცენტრებთან. სროლების სიზუსტე გაცილებით უკეთესი აქვს, ვიდრე გოლდენის ვარსკვლავობას. და რაც მთავარია, ყველა თამაშს ზაზა იწყებს და იგებს სადავო ბურთების უმეტესობას. როდესაც გოლდენი თამაშს დაალაგებს და თავის სტილში გადაყავს, მერე უთმობს სხვას ზაზა. გარდა ამისა, რა თანხასაც ზაზა ღებულობს, იმაზე გაცილებით მეტს დებს. ჟურნალისტებო, ნუ წამოეგებით კონტექსტიდან ამოგლეჯილ ციფრებს და გაარჩიეთ დაკვეთილი, ბოღმიანი და შურიანი სტატიები ერთმანეთისაგან. გადმობეჭდვას არავინ გიშლით, ოღონდ ობიექტური ანალიზიც დაურთეთ.

ზაზას ვუსურვებ ყველას დაუმტკიცოს რომ არ არის ხელწამოსაკრავი კალათბურთელი.
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
კარის 12 სამქულიანი "მემფისთან" - "გოლდენ სტეიტმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]