გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ლას ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა ლას ვეგასში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. უკვე ვწერდით იმის შესახებ, რომ ამერიკელებს თურქეთში მთლიანად განახლებული შემადგენლობა მიჰყავთ, რადგან წლევანდელ გუნდში პეკინის ოლიმპიადის არც ერთი ჩემპიონი არ ითამაშებს. გარდა ამისა, "დრიმ თიმს" გამოაკლდა მძიმე ფორვარდი ამარე სტაუდმაიერი, რომელსაც ცოტა ხნის წინ "ნიუ იორკ ნიქსთან" გაფორმებული კონტრაქტის იურიდიული დეტალები აქვს მოსაგვარებელი. თანაც, ამარემ ერთი წლის განმავლობაში მუხლსა და თვალზე ოპერაცია გადაიტანა და ახალ კლუბს მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაშვება არ სურს.

ასევე არ ითამაშებს ამერიკელთა რიგებში "ფინიქს სანზის" ცენტრი რობინ ლოპესი, რომელმაც ჯერ ვერ მოირჩინა გასული რეგულარული ჩემპიონატის ბოლოს მიღებული ზურგის ტრავმა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ კრჟიჟევსკიმ საწვრთნელი შეკრებიდან რამდენიმე კალათბურთელი დაითხოვა და ახლა მის განკარგულებაში 20 კალათბურთელია:

ჩონსი ბილაპსი ("დენვერი"), ლამარ ოდომი ("ლეიკერსი"), რაჟონ რონდო ("ბოსტონი"), დერიკ როუზი ("ჩიკაგო"), ტაისონ ჩენდლერი ("დალასი"), სტივენ კარი ("გოლდენ სტეიტი"), ტაირიკ ევანსი ("საკრამენტო"), რუდი გეი ("მემფისი"), ო ჯეი მაიო ("მემფისი"), ერიკ გორდონი ("კლიპერსი"), დენი გრეინჯერი ("ინდიანა"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), ჯეფ გრინი ("ოკლაჰომა"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა"), ანდრე იგუოდალა ("ფილადელფია"), დევიდ ლი ("გოლდენ სტეიტი"), ბრუკ ლოპესი ("ნიუ ჯერსი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), ჯერალდ უოლასი ("შარლოტი"), ჯავეილ მაკგი ("ვაშინგტონი").

საბოლოოდ დაადასტურა თავისი უარი გერმანიის ნაკრების ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ, რომელმაც ორი დღის წინ ოფიციალურად გააგრძელა თანამშრომლობა "დალას მავერიქსთან".

გერმანიის კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ნოვიცკი არ გაემგზავრება თურქეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე სათამაშოდ. ამასთან, "მავერიქსის" ლიდერი აუცილებლად დაუბრუნდება ნაკრები ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე, რომელიც პარალელურად ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი გახლავთ.

ძლიერი შემადგენლობა მიჰყავს პლანეტის პირველობაზე ბრაზილიის ნაკრებს. ამჟამად ამ გუნდის შეკრებაზე 13 კალათბურთელი იმყოფება და აქედან ოთხი მათგანი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგიონერია. ეროვნულ გუნდში თამაშის სურვილი გამოთქვეს ფორვარდმა ნენე ილარიომ ("დენვერ ნაგეტსი"), მცველმა ლეანდრო ბარბოზამ ("ტორონტო რეპტორზი") და ცენტრებმა - ანდერსონ ვარეჟაომ ("კლივლენდ კავალიერზი") და ტიაგო სპლიტერმა ("სან ანტონიო სპურსი").

ბრაზილიელები სამშობლოში 4 აგვისტომდე ივარჯიშებენ, ევროპაში გამგზავრებამდე კი საერთაშორისო ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას, რომელშიც მისი მეტოქეები ანგოლას, ურუგვაისა და ვენესუელას ნაკრებები იქნებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ სერბეთი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ზედიზედ მეორედ - აშშ მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა [VIDEO]
დონჩიჩის ლიდერობით - სლოვენიამ იტალია ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა