ღია ვარჯიშის პირველი ნაწილი ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა
19 ნოემბერს, მიხეილ მესხზე სამოასთან გასამართი მატჩის წინ, დღეს "ბორჯღალოსნებმა" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.

ღია ვარჯიშის პირველი ნაწილი ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და თითქმის ერთი საათი გაგრძელდა. ვარჯიში ინტენსიური იყო და ყველა მოთამაშე, მათ შორის ისინიც, რომლებიც სამატჩო განაცხადში არ არიან, სრულად დაიხარჯნენ. მერე იყო შეხვედრა გულშემატკივრებთან და ვარჯიში ძალოსნობის დარბაზში.

ჯაბა ბრეგაძე: "იაპონიასთან მატჩის შემდეგ ჩვენს თამაშში განსაკუთრებულ სახეცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს დღეები უმთავრესად შეცდომების გამოსწორებაზე ვზრუნავდით, დაიხვეწა მცირედი დეტალები. მნიშვნელოვანია, რომ ამ რაოდენობის შეცდომები აღარ დავუშვათ და მეტოქეს ამდენი საჩუქარი აღარ გავუკეთოთ. სამოას ნაკრებს ზაფხულში ფრედ ვეთამაშეთ, თუმცა მაშინ მათ ძალიან ბევრი მორაგბე აკლდათ და ახლა სულ სხვა გუნდით გვეწვივნენ. მიმაჩნია, რომ სამოა იაპონიაზე ძლიერი და სწრაფი გუნდია და რთული თამაშის მოლოდინში ვარ".

ალექსანდრე თოდუა: "ამ ეტაპზე ტრავმა აღარ მაწუხებს და სათამაშოდ მზად ვარ. იაპონიასთან მარცხი მძიმედ, მაგრამ გადავლახეთ. თამაში გავარჩიეთ და აღმოვაჩინეთ ის შეცდომები, რის გამოც მოსაგები მატჩი დავთმეთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ სამოასთან შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ და სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ჩვენს გუნდს პირველი თამაშის ჩატარება ყოველთვის უჭირს და ვფიქრობ, შეცდომების სიმრავლეც ამან განაპირობა. გარდა ამისა, გაუთვალისწინებელი ტრავმებიც იყო და გავლენა ამანაც იქონია".

ბადრი ალხაზაშვილი: "მაქსიმალურად მოტივირებული ვარ. ნაკრებში დებიუტი გასულ შაბათს უნდა მქონოდა, თუმცა მოედანზე გასვლა არ მომიწია და იმედია, ამჯერად სხვაგვარად იქნება. თუ მომეცემა შანსი, მაქსიმუმს გავიღებ, რათა წარმატებული დებიუტი მქონდეს. წლების განმავლობაში ახალგაზრდულ ნაკრებებში ვთამაშობდი, თუმცა ეროვნულ გუნდი სულ სხვა დონეა. ბევრად მეტია ინტენსივობა და ხარისხიც მაღალია. უმაღლესი დონის მორაგბეებთან ერთად ვვარჯიშობ, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

საქართველოსა და სამოას დაპირისპირება 19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

rugby.ge

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო