ინტერვიუ სარაგბო კლუბ "აკადემიის" მთავარ მწვრთნელთან

სარაგბო კლუბი "აკადემია" 1982 წელს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა დააარსეს. მალე გუნდმა თბილისის ჩემპიონატი მოიგო და საკავშირო თასის გათამაშებაში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საქართველო დამოუკიდებლად ატარებდა ჩემპიონატს, "აკადემია" ერთი ხანობა უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. მერე გუნდი დაიშალა, თუმცა მწვრთნელებს ბავშვებთან მუშაობა არ შეუწყვეტიათ და როცა ახალი თაობა წამოიზარდა, 2002 წელს "აკადემია" ისევ უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. მას შემდეგ გუნდმა ოჯერ საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა და ერთხელ თასის ფინალში ითამაშა.

შარშან "აკადემია" მე-6 ადგილს დასჯერდა. თუმცა თუ ამ გუნდის მორაგბეთა პოტენციალით ვიმსჯელებთ, გაცილებით მეტის მიღწევა შეუძლიათ. ახალი სეზონისთვის მზადებისა და მომავლის გეგმების შესახებ "აკადემიის" მთავარ მწვრთნელ პაატა ნარიმანაშვილს ვესაუბრეთ.

- მზადება როგორც ყოველთვის ფიზიკური კონდიციების დახვეწით დავიწყეთ. კვირაში სამჯერ გუნდს მძლეოსნობის მწვრთნელი ლექსო ბურნაძე ავარჯიშებს. ამავე დღეებში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში ძალოსნობის დარბაზში ვვარჯიშობთ. დანარჩენ დღეებს "ქარიშხალას" სასპორტო კომპლექსის დარბაზში ვატარებთ. იქ ტატამზე ბოჭვას ვხვეწთ. ხანდახან მოედანზე გასვლასაც ვახერხებთ.

- სეზონებს შორის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. გუნდი ხომ არავის დუტოვებია, ან თქვენ თუ დაიმატეთ ვინმე?

- "აკადემია" გიორგი ელიზბარაშვილმა დატოვა, ის "თსუ\ლომებში" გადავიდა. სხვა ყველა ადგილზეა. დავიმატეთ რამდენიმე მოთამაშე ჩვენივე ჭაბუკთა A ლიგის გუნდიდან. არ მინდა ჩამოვთვალო. საკმაოდ ბევრნი არიან, მათი ძალიან გვეიმედება და ვნახოთ, თავს როგორ წარმოაჩენენ.

- რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, "აკადემია" ერთ-ერთი იმ გუნდთაგანია, რომელსაც სპონსორი არ ჰყავს...

- დიახ, სპონსორი ნამდვილად არ გვყავს. კლუბის საარსებო წყარო სახელმწიფოს მიერ გაცემული პრემიალური თანხაა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში დაკავებული ადგილის მიხედვით გვაძლევენ. არადა, "კლუბში" საკმაოდ ბევრი გუნდი გვყავს. წლეულს გამოვალთ დუბლშემადგენლობის ჩემპინატში. ტრადიციულად ვითამაშებთ ჭაბუკთა A და B ლიგებში. ვიასპარეზებთ საფესტივალო ასაკის გუნდების შეჯიბრებაშიც.

- რა მიზნებს ისახავს წლეულს "აკადემია" და რომელი გუნდები მიგაჩნიათ კონკურენტებად?

- საპლეიოფო ოთხეულში გვინდა მოვხვდეთ. ეს პროგრამა მინიმუმია. მერე კი ვნახოთ, რა მოხდება. კონკურენტი აბსოლუტურად ყველა გუნდია. წლეულს ძალიან დაძაბული, საუკეთესო ჩემპიონატი გამოვა. ეს ბუნებრივიცაა. გუნდები ნელ-ნელა გაიზარდნენ, გამოცდილება მიიღეს. მოთამაშეების ასაკმაც იმატა. პირველი ლიგიდან საკმაოდ საინტერესო გუნდი "თსუ\ლომები" დაგვემატა. ძალიან მძიმე ბრძოლების გადატანა მოგვიწევს. ეს კარგია, რადგან სათამაშო დონეც გაიზრდება.

- თქვენ იმავდროულად საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ბრძანდებით, რომელიც საკმაოდ პასუხსაგები ტურნირის, ახალგაზრდული მსოფლიო ალაფასთვის სამზადის დიდი ხანია შეუდგა...

- მზადების პირველი ეტაპი უკვე დავასრულეთ. ინტენსიური წვრთნები გვქონდა, ძირითადად ფიზიკურ დატვირთვებზე, ამტანობაზე ვიმუშავეთ. მარტის პირველი რიცხვებიდან იმ 32 მორაგბეს შევკრებთ, რომლებიც ამჟამად საქართველოში ასპარეზობენ. ამათ მოგვიანებით სამი ლეგიონერი დაემატება და იმ 26 მორაგბეს შევარჩევთ, ვინც ახალგაზრდულ მსოფლიო ალაფაზე ითამაშებს. მანამდე კი აპრილის ბოლო დეკადაში, თბილისში ფრანგული "კლერმონის" 21-წლამდელთა გუნდი გვეწვევა და ორ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ.

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...