რა აშფოთებთ ონლაინკაზინოების წარმომადგენლებს
მას შემდეგ, რაც "პალიტრამედიამ" უარი თქვა ონლაინკაზინოებისა და ბეთების რეკლამირებაზე და წამოიწყო სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე", ყოველდღიურად ვრწმუნდებით, რომ ეს სწორი და აუცილებელი გადაწყვეტილება იყო.

- "პალიტრა მედია" საკუთარ მედია საშუალებებში ონლაინ კაზინოების რეკლამირებას აღარ მოახდენს

მკითხველები, მსმენელები თუ მაყურებლები წერილებში, სატელეფონო ზარების თუ მედიასახლში პირადი ვიზიტისას ონლაინკაზინოებით გაუბედურებულ თავიანთ ოჯახის წევრებზე თუ მეგობრებზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, რომ ზოგჯერ ფიქრობ, ნუთუ შეიძლება ადამიანი ასე დაეცეს?

სამწუხაროდ, ეს რეალობაა. ასევე, ფაქტია ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც გაგვიშუქებია თამაშდამოკიდებულ ადამიანებთან დაკავშირებით, მხოლოდ ზღვაში წვეთია. თუმცა იმაშიც დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენს სოციალურ კამპანიას მისი დაწყების პირველივე დღიდან შედეგი აქვს. თუნდაც ჩვენს მედიასაშუალებებში რეკლამის აკრძალვის შედეგად - "პალიტრამედია" იმხელა აუდიტორიას მოიცავს, რომ წარმოიდგინეთ, ასიათასობით მკითხველს, მსმენელს თუ ტელემაყურებელს (მათ შორის, არასრულწლოვნებს) არ ექმნებათ ცრუ სარეკლამო ილუზია, რომ "წავიდეს, ითამაშოს და უცბად გამდიდრდეს".

რა თქმა უნდა, ჩვენმა მედიაჰოლდინგმა შეგნებულად თქვა უარი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალზე, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რომ თუნდაც ერთი ოჯახი გადაგვერჩინა გაღატაკებისა და გაუბედურებისგან.

თავისთავად, ონლაინკაზინოებისა და ონლაინბეთების მეპატრონეებსა თუ წარმომადგენლებს არ მოსწონთ, რომ ხელი აღარ მიუწვდებათ "პალიტრამედიის" აუდიტორიაზე. მათ აღიზიანებთ სოციალური კამპანია "არ ითამაშო - იცხოვრე". თუმცა ყველაზე მეტად აი, რისი ეშინიათ - ემანდ, კამპანიამ მიზანს არ მიაღწიოს და საკანონმდებლო დონეზე არ დაწესდეს შემზღუდავი რეგულაციები ონლაინკაზინოებსა თუ ბეთებზე, ვაითუ, ვეღარ ითამაშონ არასრულწლოვნებმა, რაც მათი ძირითადი სამიზნე ჯგუფია და ზოგადად, შეიქმნას ბარიერი თამაშდამოკიდებულების ჩიხისკენ მიმავალ გზაზე.

სწორედ ეს არის მათთვის მთავარი პრობლემა - რეგულაციების დაწესებით ონლაინკაზინოები და ბეთები რისკჯგუფებში მყოფ მოქალაქეებს თამაშში მილიონებს ვეღარ მოუგებენ და ვეღარ გაღლეტენ.

ამ გაღიზიანებისა და შფოთის სადემონსტრაციოდ სულ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. აგერ, ერთ-ერთი ონლაინტოტალიზატორ "ევროპაბეთის" თანამშრომელმა, ვინმე ლაშა გოგუამ, "ფეისბუკში" დაწერა: "სანამ ამ ქვეყანაში იარსებებს "პალიტრამედია", ინტერნეტის ქართული ბაზარი არ განვითარდება. ვაცხადებ როგორც ერთ-ერთი იმ კომპანიის მარკეტინგის დირექტორი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიჯიტალ ბიუჯეტი აქვს... ისე გამახსენდა, უბრალოდ".

ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ამ კონკრეტულ ონლაინბეთს შეექმნა ის პრობლემა, რომ ინტერნეტრეკლამისგან შესაბამის ეფექტს ვეღარ იღებს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ონლაინკაზინო-ბეთებისთვის "პალიტრამედიის" მედიასაშუალებები აკრძალული ზონაა. ჰოდა, ამით გაღიზიანებულ ვაჟბატონს ისე გაახსენდა, უბრალოდ"(!).

ჩვენ ხომ ვიცით, სინამდვილეში რა აშფოთებთ ონლაინკაზინოების წარმომადგენლებს. ძალიან კარგი, თუ ინტერნეტრეკლამა მათთვის ეფექტიანი აღარ არის და სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მიზანი...

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე

ვატო
საქართველოში სანამ მაქსიმალურად არ შეიზღუდება აზარტული ბიზნესი და ონლაინ სესხები მანამდე ვიქნებით ბანაჯუჯუები განვითარებული ქვეყნების თვალში. მე ეკონომისტი ვარ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არათუ მაქსიმალურად შეზღუდვა, არამედ მათი სრული აკრძალვაც კი დადებითად იმოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე! მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში აკრძალულია აზარტული ბიზნესი და მათი მოქალაქეები ჩვენთან აგებენ ფულს. ასე, რომ ჩინოვნიკების განცხადებები, რომ თურმე კაზინოები მნიშვნელოვნად ავსებენ ბიუჯეტს და ამიტომ არ არის გამართლებული მათი შეზღუდვა, პირველ რიგში ამორალურია, მეორე რიგში სრული ეკონომიკური იმბეცილიზმის გამოვლინებაა და მესამე რიგში პირადი ინტერესების არსებობის გონივრულ ეჭვს იწვევს!! სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ მარტივია: ქვეყანას, რომლის ბიუჯეტიც ძირითადად კაზინოების, ონლაინ კრედიტების და რაღაც საეჭვო აზიური კომპანიების მიერ მონოპოლიზირებული ლოტო-ლატარეების შემოსავლებით იკვებება - ვერავინ ვერ აღიქვამს სერიოზულად! და არასდროს არ შემოვა სწორი მიმართულებების განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციები.
effe
საკანონმდებლო დონე კიდე მინიმუმ 10 წელი არ გავა არც ონლაინ ტოტალიზატორების აკრძალვა და არც მიკროსაფინანსოების ზუსტად ჩვენნაირ ქვეყანაში კეთდება ამ ბიზნესებით ძალიან დიდი ფული...
Georgian
ბრავო პალიტრამედიას! ძაან მაგარი წამოწყებაა. მოგბაძონ სხვებმაც.
მამუკა
ძალიან კარგი ინიციატივაა. საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ-აზარტული თამაშები.
nika
თქვენ გენაცვალეთ მე, ძაან კარგ საქმეს აკეთებთ და დიდ თანხებზე იძახით უარს ნამდვილად დასაფასებელი საქციელია თქვენი მხრიდან, ყოჩაგ ადრე თუ გვიან სხვაც მოგბაძავთ იმედია და ასე თუ მოვერევით იმ სისხლისმსმელებს მრავალი ადამიანი რომ გააუბედურეს.
Giorgi
ძალიან კარგი ინიციატივაა. მადლობა ამისთვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა