ზესტაფონი გახდება მესამე ქალაქი, სადაც 22 ნოემბერს, პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა
22 ნოემბერს ზესტაფონის "დავით აბაშიძე" დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალს უმასპინძლებს. მატჩი 19 საათზე დაიწყება. ტიტულისთვის ერთმანეთს პირველი ლიგის ბინადარი მარტვილის "მერანი" და უმაღლესლიგელი ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან.

როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, წლეულს, 18 მაისს, თასის ფინალი, პირველად ტურნირის არსებობის ისტორიაში, თბილისის გარეთ გაიმართა - მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა. ამგვარად, ზესტაფონი გახდება მესამე ქალაქი, სადაც პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა გაირკვევა.

ფინალისთვის საგანგებო რეჟიმში ემზადება სტადიონიც. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალის ტრანსლირება სტადიონის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ტრიბუნიდან განხორციელდება, რათა მატჩი უკეთესად შეიფუთოს და მაყურებელს მისაღებ ფორმაში მიეწოდოს.

პირდაპირი რეპორტაჟის საწარმოებლად სტადიონზე სატელევიზიო კამერების განსათავსებელი ადგილების მონტაჟი მიმდინარეობს - მთავარი კამერისთვის განკუთვნილის გარდა, უკვე დამონტაჟებულია "თამაშგარის ზონის" გასწვრივ მდებარე ორი პლატფორმაც, რაც ტელემაყურებელსა და ფეხბურთის სპეციალისტებს სადავო ეპიზოდების გამეორებისას დამატებით კომფორტს შეუქმნის.

საკომენტატორო ჯიხურიც არენის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ტრიბუნაზევე განთავსდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მიმდინარეობს ფინალისთვის სათამაშო მოედნის გარშემო მდებარე ტერიტორიის საგანგებოდ მომზადება, სარეკლამო ბანერებით მოწყობა, რაც სტადიონს უფრო გაალამაზებს.

ფინალის ბილეთების გაყიდვა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სალაროებში მატჩის დღეს, 22 ნოემბერს, 10 საათიდან დაიწყება. ბილეთის ფასი 2 და 3 ლარია. ფინალში მონაწილე კლუბების გულშემატკივრებს საჩუქრად 500-500 ბილეთი გადაეცემათ.

აქვე ვიტყვით, რომ ზესტაფონს სტადიონების მშენებელი კომპანია Global Standard Builder-ის წარმომადგენლები ესტუმრნენ და ეგრეთ წოდებულ "ფეროს" ხელოვნურსაფარიან სტადიონზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. როგორც ირკვევა, დაგეგმილია მეორე მოედნის განახლებაც.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sergo
თასის ფინალის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობას ზესტაფონის კულტურის ცენტრთან არსებული ბიჭუნათა გუნდი "ჯავარდენი", რევაზ ლაღიძის სახელობის მუსიკალური სკოლის გოგონათა გუნდი და ქორეოგრაფიული ანსამბლი "შევარდენი" მიიღებენ
Mandela
რა სახელიც გაწერია ზუსტად ისეთივე .. იქნები ცხოვრებაში არ ვაპირებ შენისთანა უინტელქტო ადამიანთან რაღაც უაზრობაზე კამათს ჯერ რა გინდა ვერ გავიგე შენ ნაწერს ტავტოლოგიური მეცნიერებაც ვერ გამოიცნობს მის შინაარს გაბოროტებული კლავიშნიკი ვიღაც
გოგი ქუთაისელი
ჯიგაურმაც დუბლი შეასრულა, მაგრამ ეს დინამოს არ ეყო! ვუსურვებ ტორპედოს წარმატებას, უნდა დაიცვათ გუნდის პრესტიჯი!!! გუნდი რომელიც უგებდა მოსკოვის და კიევის დინამოს, ზენიტს და სხვა მრისხანე გუნდებს!
QWERTY
კი ჩემო ნელსონ მანდელა კი :) "ასტროლოგიური რაოდენობის" ბურთების (ბირთვების ხომ არა შემთხვევით? ან ასტრონომიულის ხომ არა?) კიდევ "აბსოლიტური " უმრავლესობა "ბალერშიკობა" (სიტყვა გულშემატკივარს ისევ "ბალერშიკობა" ამჯობინე ;) ) "გაათმაგებული ემოციებით დავიცლებით" "ფანობას და არა სემიჩკის მჭამელ არხეინ მართლაც რომ მაყურებლებს" მასე ფიქრობდა ჩიხურაც ,ის ჩიხურა ტორპედოს რომ თავზე ბურთებს ახევს , მაგრამ ფაქტი სულ სხვაა :) წარმატებები მერანს, მადლობა ტორპედოს ფინალში მონაწილეობისათვის.
mario
მერანი ისე მოიგებს როგორც ალავესი პრიმერას :)
Mandela
დიდი ეჭვი მაქ მერანის კარის ბადე ასტროლოგიური რაოდენობის გოლების მომსწრე გახდება წარმატებები ტორპედოს იცით ბიჭებო სტადიონზე მოსული გულშემატკივრების აბსოლიტური უმრავლესობა ქუთაისელი იქნება და თუ როგორ ვიცით ქუთაისლებმა ბალერშიკობა ყველამ კარგად იცის ხვალინდელ მატჩში კი გაათმაგებული ემოციებით დავიცლებით ჩვენი გუნდის საქომაგოდ თქვენ ხვალ იხილავთ ნამდვილ ფანობას და არა სემიჩკის მჭამელ არხეინ მართლაც რომ მაყურებლებს.
QWERTY
წინასწარ ვულოცავ მარტვილის მერანს თასის მოგებას :) აბა თქვენ იცით ბიჭები, იმედია საბანაძე დუბლს შეასრულებს !!! მერანიიი , მერანიიი ..
საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]