სულ უფრო აქტიურად საუბრობენ, რომ დელ ნერის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს
სულ უფრო და უფრო აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ლუიჯი დელ ნერი სეზონის ბოლომდე ვერ გაატანს და "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება მოუწევს. ეს არც არის გასაკვირი, რადგან "ვეკია სენიორა" ღრმა კრიზისშია და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩება.

არადა, ტურინელები ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე ვერც წელს ასპარეზობენ, რაც კლუბის ბიუჯეტს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს. მიუხედავად ამისა, პიემონტური გრანდის მესვეურები არ ჩქარობენ მწვრთნელის გათავისუფლებას და მას ახალ პირობას უყენებენ. "გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, თუ დელ ნერის პოსტის შენარჩუნება სურს, სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში დარჩენილი თერთმეტი პაექრობიდან ათში გამარჯვება უნდა მოიპოვოს. ეს სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გუნდი ევროპის ლიგის გათამაშებაზე გავიდეს და თუ სასწაული მოხდა, იქნებ ოთხეულსაც გამოკრას ხელი. ამ ინფორმაციას კლუბის სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტა არც უარყოფს და არც ადასტურებს:

"შედეგებით ნამდვილად არ ვართ კმაყოფილი და ბუნებრივია, რომ თუ ასე გაგრძელდა, რეაგირების მოხდენა მოგვიწევს. თუმცა, დღეს ამაზე დეტალურად საუბარი არ მსურს, რადგან ლუიჯი დელ ნერი კვლავაც "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელია და საკმაოდ კარგი შანსი აქვს, რომ პოსტი შეინარჩუნოს, თერთეტიდან ათი თამაშის მოგება? - ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ "იუვენტუსს" შესწევს ძალა, რომ ასეთი შედეგი აჩვენოს. დელ ნერის კომპეტენციაში ნამდვილად არ გვეპარება ეჭვი და მასზე კვლავაც ვამყარებთ იმედებს".

ამასობაში, დელ ნერის შესაძლო შემცვლელების სია იზრდება და ჩამონათვალს ახალი გვარი ემატება. ბოლო ინფორმაციით, ტურინელებმა ლუჩანო სპალეტისთან წამოიწყეს მოლაპარაკებები და შეეცდებიან იტალიაში დაბრუნებაზე დაიყოლიონ. ამის მცდელობა უკვე ჰქონდა "ინტერს", როდესაც რაფაელ ბენიტესმა დატოვა პოსტი, თუმცა უშედეგოდ. ვნახოთ, რამდენად წარმატებული იქნება ტურინელთა მცდელობა.

აქტიურად საუბრობენ ანტონიო კონტეს კანდიდატურაზე, რომელიც ამჟამად "სიენას" უდგას სათავეში და მისი თავკაცობით ტოსკანური გუნდი ახლოს არის ელიტაში დაბრუნებასთან. შეგახსენებთ, რომ "ბარი" სწორედ კონტეს ხელში გადავიდა სერია A-ში, თუმცა კლუბის პრეზიდენტთან დაპირისპირების გამო გუნდის დატოვება მოუწია. ახალგაზრდა სპეციალისტი ახლოს არის, რომ მეორე გუნდი ელიტარულ დივიზიონში გადაიყვანოს, რაც მის მაღალ კვალიფიკაციაზე მიუთითებს. თანაც, კონტეს კარიერის საუკეთესო წლები "იუვენტუსში" აქვს გატარებული და ტურინში მიღებული კაცია.

სახელდება კიდევ ორი სპეციალისტი გვარი: ერთი მარჩელო ლიპი გახლავთ, მეორე კი ჯანლუკა ვიალი. ამ უკანასკნელის სამწვრთნელო შესაძლებლობებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაესტროზე კი აუცილებლად უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა. 2010 წლის მუნდიალის შემდეგ, ლიპი უქმად გახლავთ და გასულ კვირას პირველად გამოთქვა სურვილი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს:

"მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი შემოთავაზება მქონდა, მაგრამ განსაკუთრებულად საინტერესო არც ერთი. სეზონის ბოლომდე ნამდვილად დასვენებას ვაპირებ, აი, ზაფხულში კი მსურს, რომ საყვარელ საქმიანობას დავუბრუნდე. სანაკრებო თუ საკლუბო ფეხბურთი? - სიმართლე გითხრათ, აქტიური მუშაობის სურვილი უფრო მაქვს, ამიტომ, უპირატესობას კლუბებს მივანიჭებ."

ერთი სიტყვით, "იუვენტუსის" გარშემო დიდი ორომტრიალია და საინტერესოა, რით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ქვემოთ სიას რომ ჩახედავთ, მიხვდებით, რატომ არის დელ ნერი განწირული...

იუვენტუსის დარჩენილი 11 მატჩი

5 მარტი: მილანი (შ)

13 მარტი: ჩეზენა (გ)

20 მარტი: ბრეშა (შ)

3 აპრილი: რომა (გ)

10 აპრილი: ჯენოა (შ)

17 აპრილი: ფიორენტინა (გ)

23 აპრილი: კატანია (შ)

1 მაისი: ლაციო (გ)

8 მაისი: კიევო (შ)

15 მაისი: პარმა (გ)

22 მაისი: ნაპოლი (შ)

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა