ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გულით ნათამაშები კი ეს არის... "მილანსა" და "ინტერს" კლასი აკლიათ

გულით ნათამაშები კი ეს არის... "მილანსა" და "ინტერს" კლასი აკლიათ

მილანური დერბის გამოხმაურება
მილანური დერბი იტალიური სპორტული მედიის მთავარი განსახილველი თემაა. მატჩი ფრედ დასრულდა, გუნდებმა კი ორ-ორი გოლი გაცვალეს. "მილანს" და "ინტერს" აკლიათ ის კლასი, რომელიც ამ გუნდების სახელებს შეეფერებათ და განვლილ შეხვედრაშიც იყო ბევრი წუნი, მაგრამ მთლიანობაში, მატჩი სანახაობრივი გამოვიდა და არც გულშემატკივარი უნდა დარჩენილიყო უკმაყოფილო.

ვიხილეთ ორმხრივი იერიშები, საშუალოზე მაღალი ტემპი, სახიფათო მომენტები ორივე გუნდის კართან, ოთხი შესანიშნავი გოლი და დრამატული ფინიში - "ინტერმა" მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა ანგარიში, როდესაც მეტოქის საჯარიმოში თვით სამირ ჰანდანოვიჩი იყო ჩასული. გამომდინარე აქედან, ფრემ უფრო "ნერაძური" გაახარა, მაგრამ სატურნირო თვალსაზრისით, ქულა არც ერთ გუნდს აწყობდა და არც მეორეს...

ძველ-ახალი "ინტერი"

მილანურ დერბიში "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტეფანო პიოლის დებიუტი შედგა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, თუ რა ტაქტიკასა და შემადგენლობას დაეყრდნობოდა ახალი მწვრთნელი და რას დაუპირისპირებდა მეტოქეს.

პიოლიმ ის სქემა აირჩია, რომელსაც ბოლო პერიოდში ფრანკ დე ბური იყენებდა - ოთხი მცველი, ორი საყრდენი ნახვარმცველი და ოთხი შემტევი, რომელთაგან ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდია. მოულოდნელი იყო დაცვის ცენტრში გარი მედელის გამოჩენა, გამთამაშებლის პოზიციაზე კი ჟოაო მარიოს გამწესება. მედელმა პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო და მურილიოთი შეცვალეს, ჟოაო მარიომ ბოლომდე ითამაშა და ბევრი იშრომა, მაგრამ განსაკუთრებული არაფერი უქნია.

ერთი სიტყვით, სტეფანო პიოლიმ შემადგენლობაში გარკვეული კორექტივები შეიტანა, მაგრამ ტაქტიკა არ შეცვალა და მივიღეთ ძველ-ახალი "ინტერი", რომლის თამაშშიც იყო როგორც პოზიტიური მომენტები, ისე ბევრი ხარვეზი.

"მილანი" უნდა გაძლიერდეს

"მილანს" ჰყავს ახალგაზრდა ფეხბურთელთა ბირთვი, რომელზეც დიდი გუნდის აშენება შეიძლება, მაგრამ ამ მოთამაშეებს სჭირდებათ დახმარება და კლუბის მესვეურებს სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა მართებთ.

ერთ შეხვედრაში შესაძლოა, სუსომ გაისროლოს, მეორეში მბაიე ნიანგმა და მესამეში ჯანლუკა ლაპადულამ, მაგრამ როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და პერიოდულად, სკუდეტოსაც ახსენებენ, იქ მეტი კლასი და სტაბილურობაა საჭირო.

"მილანს" ნახევარდაცვაშიც სჭირდება გაძლიერება - რაც უნდა ნიჭიერი იყოს 18 წლის მანუელ ლოკატელი, ის უბრალოდ ვერ იქნება დღეს გუნდის ლიდერი და თამაშის დირიჟორი - როდესაც "მილანი" 2:1-ს იგებდა და ბოლო 10-15 წუთი ბურთის გაგორება და გაკონტროლება იყო საჭირო, ვინჩენცო მონტელას შეგირდებმა ეს ვერ შეძლეს, რაც კლასის და გამოცდილების ნაკლებობით გახლდათ განპირობებული.

ბერლუსკონის გაცილება

2 დეკემბერს "მილანის" დირექტორთა საბჭოს საგანგებო ყრილობაა, რომელზეც კლუბის საკონტროლო პაკეტი ოფიციალურად გადავა ჩინური კომპანიის ხელში, სილვიო ბერლუსკონის 30-წლიანი მმართველობა კი დასრულდება. ამ წლებში "მილანმა" უამრავი ტროფეი მოიგო და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდა.

ბოლო წლებში "როსონერის" გულშემატკივრები ბევრს აკრიტიკებდნენ ბერლუსკონის, მაგრამ როდესაც მისი წასვლის დრო დადგა, მხარი დაუჭირეს და სამხრეთ ტრიბუნაზე გრანდიოზული ბანერი გაშალეს, რომელზეც ბერლუსკონი და მის პერიოდში მოპოვებული თასებია გამოსახული. ამ ჟესტმა დონ სილვიო ააღელვა და ემოციური კომენტარი გააკეთა:

"მადლობა გულშემატკივრებს, რომ დამაფასეს და ჩემი მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს. არ მქონდა ინფორმაცია, რომ ასეთი ბანერი მზადდებოდა და ეს ჩემთვის ამაღელვებელი სიურპრიზი იყო. "მილანი" ჩემს გულშია და ასე იქნება იქამდე, სანამ ცოცხალი ვარ. ვფიქრობ, "მილანს" დიდი მომავალი აქვს, რადგან გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა".

სტეფანო პიოლი (ინტერი): "ვფიქრობ, რომ წაგებას არ ვიმსახურებდით და ბოლო წუთზე გატანილი გოლი ლოგიკური იყო. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ თამაშს უფრო ხშირად ჩვენ ვაკონტროლებდით. ვთხოვე ფეხბურთელებს, რომ გულით ეთამაშათ და ასეც მოხდა. არის ბევრი ხარვეზი და კარგად ვიცი, რომ იდეალურობამდე დიდი გზაა. მთავარია, რომ "ინტერში" ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან შეკრებილნი, გვაქვს დიდი პოტენციალი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ".

ვინჩენცო მონტელა ("მილანის" მწვრთნელი): "მატჩის შემდეგ პრეზიდენტი ბერლუსკონი შემოვიდა გასახდელში და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა. ცოტათი იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ თამაში შეგვიქო. შესაძლოა, "ინტერი" არ იმსახურებდა მარცხს, მაგრამ რომ მოგვეგო, სამ ქულას ვერავინ დაგვაყვედრიდა. მოგების ხელიდან გაშვება საწყენია, მაგრამ მირჩევნია, რომ ჭიქა ნახევრად სავსე დავინახო. საღამო თითქმის იდეალური გამოვიდა და შეგირდების მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ვის აწყობდა ფრე? - რა თქმა უნდა, კონკურენტებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

იტალია და ასეთი აზარტული თამაში?მოულოდნელი იყო,მაგრამ მშვენიერი.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან

"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს

მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს

"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი

"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე

თურქეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა

"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა

"მას პორტუგალიაში საკმარისად ვერ ვაფასებთ" - "ალ ნასრის" ახალმა მწვრთნელმა რონალდოზე ისაუბრა

ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა

"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა

"ფიორენტინამ" ახალი მთავარი მწვრთნელი შეარჩია

მესამედ ფლორენციაში - პიოლი "ფიორენტინას" მთავარი მწვრთნელია

"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება

თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ

სეზონში უკვე მეორე მწვრთნელის შესაძლო გაშვება - "ფიორენტინა" კვლავ დიდ პრობლემებშია

"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი