ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მუსა სოვი - კომეტა თუ ვარსკვლავი?

მუსა სოვი - კომეტა თუ ვარსკვლავი?

რამხელა მწვერვალებს შეეთამაშება "ლილის" 25 წლის სენეგალელი მეგოლე
საფრანგეთის ჩემპიონატს ასეთი უცნაური ტრადიცია აქვს: საუკეთესო ბომბარდირებს სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ყოველთვის ცოტა გოლი გააქვთ. ასე განსაჯეთ, 2006/07 წლების სეზონის რბოლა პედრო პაულეტამ 15 ბურთით მოიგო. ხოლო 25 და მეტი გოლი უკვე გამონაკლისად მიიჩნევა - საფრანგეთში ასეთი რამ იშვიათად ხდება.

ამჟამად საუკეთესო მეგოლეთა კოჰორტას სათავეში 25 წლის სენეგალელი მუსა სოვი უდგას. ალბათ არ იქნება ურიგო, თუკი ამ ფეხბურთელზე გაზეთის მკითხველს ორიოდე სიტყვით მოვუთხრობთ. ოღონდ აქვე უნდა შევთანხმდეთ, რომ ფეხბურთელის გვარი ფრანგული ტრანსკრიფციით სოვად იკითხება და არა სოუდ.

მას შემდეგ, რაც "ლილმა" ჩემპიონატის ცხრილის სათავეში დაიდო ბინა, გულშემატკივარს გაუჩნდა კითხვა: რამდენ ხანს გაძლებს ის მწვერვალზე? დიდწილად ეს გუნდის საუკეთესო ბობმარდირ მუსა სოვზეა დამოკიდებული.

მუსა 1986 წელს საფრანგეთში, პატარა ქალაქ მანტე ჟოლიში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სპორტისადმი განსაკუთრებული სიყვარულით და რა გასაკვირია, თუ გეტყვით, რომ ყველაზე მეტად ფეხბურთი უყვარდა. მით უფრო, რომ სოვის მშობლიურ ქალაქში სწორედ მის ბავშვობაში ჩამოყალიბდა პირველი პროფესიული საფეხბურთო კლუბი "მანტუა" (1994 წელს). მასთან ერთად იზრდებოდა საფეხბურთო სკოლაში საფრანგეთის ნაკრების წევრი იან მვილაც.

შრომისუნარიანობისა და ნიჭის სინთეზმა შედეგად ის მოიტანა, რომ 2002 წელს ის "ამიენმა" შეამჩნია. მე-4 დივიზიონში მოასპარეზე 16 წლის ბიჭისთვის ეს უდიდესი მიღწევა იყო. თუმცა ეს არ იყო ყველაფერი. მუსა მალე "რენმა" დაადგა თვალი და თავისთან იხმო. სოვთან ერთად რეზერვისტებს შორის ირიცხებოდნენ იოან გურკუფი და ჯიმი ბრიანიც. უნიჭიერესმა ბიჭებმა 2003 წელსვე შეძლეს დუბლების ჩემპიონატის მოგება.

თავდამსხმელის ნიჭი ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციაში და მალე მას 19-წლამდელთა ნაკრებში უხმეს. მასთან ერთად ამ გუნდში ასპარეზობდნენ გურკუფი, გუფრანი, დიაბი და ლორისი. რაც შეეხება საკლუბო კარიერას, მუსას 2004/05 წლების სეზონში "რენის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ლიგა 1-ში. თუმცა ამბიცია მოძალებულ თავდამსხმელს ერთი წლის განმავლობაში სულ რაღაც სამჯერ ენდნენ. მომდევნოში შედარებით უფრო ხშირად თამაშობდა, მაგრამ იმდენად ხშირად არა, თავად რომ უნდოდა. 2006/07 წლების სეზონში მის ანგარიშზე უკვე 14 თამაში იყო, მაგრამ ეს რაოდენობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ნაგლეჯ-ნაგლეჯ დაუგროვდა. მინდორზე ხომ ძირითადად თამაშის ბოლო წუთებზე შედიოდა, რაც გულს უკლავდა.

სოვმა პირველად დააფიქსირა ხმამაღლა უკმაყოფილება, "რენი" კი იძულებული გახდა არენდით "სედანში" გაეშვა. ახალ კლუბში ცენტრფორვარდისგან ხან განაპირა თავდამსხმელის გამოწრთობას ეშურებოდნენ, ხან კი სულაც ნახევარდაცვაში ათამაშებდნენ. ფეხბურთელი მოგვიანებით იხსენებდა, რომ მართალია პოზიციის ცვლილება გულზე მალამოდ არ ეფინებოდა, სამაგიეროდ... მუდმივად თამაშობდა - მის ანგარიშზე 30 შეხვედრა დაგროვდა, რომელშიც მინდორზე 90 წუთი გაატარა. 2008/09 წლები სოვმა ისევ "რენში" დაიწყო. გი ლაკომბმა მასში ჭეშმარიტი მებრძოლი დაინახა. მუსას უკვე ენდობოდნენ, რაც მისთვის უმთავრესი იყო. ფეხბურთელს დიდად წაადგა "სედანში" მიღებული გამოცდილება, რადგან რიგ შემთხვევებში ისევ და ისევ მისთვის უჩვეულო პოზიციებზე უწევდა გარჯა.

ამ სეზონში სოვმა ლიგა 1-ის 32 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რასაც სხვა ტურნირებზე კიდევ 4 გოლი დაამატა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მომდევნო სეზონში ახალმა თავკაცმა ფრედერიკ ანტონეტიმ სოვს რამდენიმე ძლიერი კონკურენტი მიჰგვარა, მათ შორის გიანი, ბანგურა, ბრიანი, ვისი წყალობითაც ჩვენმა გმირმა ისევ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ბრეტონელთა ფანებმა ის იყო გაიფიქრეს, რომ მორიგმა პერსპექტიულმა ფეხბურთელმა ვერ მოახერხა გაბრწყინებაო, რომ კლუბმა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელთან გამოთხოვება გადაწყვიტა. მათ შორის მუსა სოვთანაც.

სოვში ნამდვილი ტალანტი სწორედ რუდი გარსიამ დაინახა და "ლილში" წაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელის საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მიწვევას აპირებდნენ, მუსა სწორედ ამ პერიოდში იხმეს სენეგალის ნაკრებში და მას ბევრი აღარც უფიქრია.

როგორც ფრანგი ჟურნალისტები წერენ, ამჟამად მას ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ დიდი კარიერა გაიკეთოს - ნიჭი, საგოლე ალღო, მწვრთნელის უსაზღვრო ნდობა და... ძლიერი ფეხები.

დოსიე:

სახელი: მუსა სოვი

დაიბადა: 25 წლის

სიმაღლე: 180 სმ

კლუბები: მანტუა (1999/2002), ამიენი (2002/03), რენი (2003/04)

პროფესიული კარიერა: რენი (2003/06), სედანი 2007/08, ლილი 2010-დან

სანაკრებო კარიერა: სენეგალი 7 (3)

"ამის გაგებისას შემრცხვა!... რუსეთში როგორ ვითამაშოთ, როდესაც უკრაინელები საკუთარ მიწაზე ვერ ასპარეზობენ?! - ფონსეკამ ომზე, ტრამპსა და ინფანტინოზე ისაუბრა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა