"ნორჩ დინამოში" თამაში რომ შემომთავაზეს, ტკივილები აღარ მაწუხებდა, თამაშის სურვილი კი არასოდეს გამნელებია...
თელავის "კახეთმა" მეორე ლიგის აღმოსავლეთის "დ" ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა 1-ში თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდმა, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატის ყოფილი ბომბარდირი რევაზ გოცირიძე ავარჯიშებს, მიზანს ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მიაღწია...

ანალოგიური უფლება მოიპოვეს ცენტრალური ჯგუფიდან "გორმა", დასავლეთის "ბ" ჯგუფიდან - ქედის "ბეთლემმა", ხოლო აღმოსავლეთის "დ" ჯგუფიდან - თბილისის "ნორჩმა დინამომ". საინტერესოა, რომ "ნორჩ დინამოში" ზურაბ მენთეშაშვილი თამაშობს. ის და რევაზ გოცირიძე ყოფილი თანაგუნდელები არიან - ერთად თამაშობდნენ ასაკობრივ ნაკრებებში და თბილისის"ვიტ ჯორჯიაში", ხოლო კარიერის დასასრულს - "საბურთალოში".

2000 წლის 2 თებერვალს, მენთეშაშვილმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და 2000-10 წლებში "ჯვაროსნების" ფორმა სულ 40 მატჩში მოირგო (1 გოლი). ის ახლა 36 წლისაა და ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მრავალ კლუბში უასპარეზია - რუსთავის "გორდაში", "ვიტ ჯორჯიაში", ლატვიურ "სკონტოსა" და "ვენტსპილსში", ვლადიკავკაზის "სპარტაკ-ალანიასა" და იაროსლავლის "შინიკში", ისრაელში - თელ ავივისა და აშქელონის "ჰაპოელში".

კარიერის ბოლოს კი მენთეშაშვილი საქართველოში აგორებდა ბურთს, კერძოდ - "ზესტაფონსა" და "საბურთალოში". თბილისურ კლუბს უმაღლეს ლიგაში გადასვლაში დაეხმარა და სწორედ მაშინ დაშავდა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მენთეშაშვილი მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ ისევ ტრავმა მიიღო და კარიერის დასრულება გადაწყვიტა. მაშინ ის "საბურთალოს" სამწვრთნელო სტაფს ეხმარებოდა.

"კარიერის დასრულება და მწვრთნელობა გადაწყვეტილი მქონდა. გეცოდინებათ კიდეც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელადაც ვმუშაობდი. მაგრამ "ნორჩ დინამოში" თამაში რომ შემომთავაზეს, ტკივილები აღარ მაწუხებდა, თამაშის სურვილი კი არასოდეს გამნელებია და გამიხარდა, გუნდის დახმარების შანსი რომ გამიჩნდა. ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი", - ამბობს მენთეშაშვილი.

ვეტერანმა ფეხბურთელმა "ლელოსთან" იმაზეც ილაპარაკა, თუ როდემდე აპირებს კარიერის გაგრძელებას:

"ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ 36 წლის ასაკშიც ისეთივე სიამოვნებითა და აზარტით ვთამაშობ, როგორც - კარიერის დასაწყისში.

მინდა გუნდს კიდევ დავეხმარო და მანამდე ვითამაშებ, სანამ სიამოვნებას მივიღებ და ჯანმრთელობა საშუალებას მომცემს. ჯერ კი ვგრძნობ, რომ თამაში შემიძლია და რატომ უნდა შევეშვა?".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani
misasalmebelia. magram norch dinamoshi tamashi 36clis veteranistvis cota sasacilod ki jgers
AsA
გაზაფხულზე თბილისის სამოყვარულო ლიგაზე თამაშობდა.
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"თელავი" რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა
საქართველოს ჩემპიონატი. II ლიგა: თოდუა, ელიავა, მენთეშაშვილი...
რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
რევაზ გოცირიძე: სტუმრად ფრე ნორმალური შედეგია
სოხუმის "დინამო" საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში არ დაუშვეს
თბილისის "ლოკომოტივი" ექვსმა ფეხბურთელმა დატოვა
ახალი პროექტი: თელავის "კახეთი" ამბიციური გუნდი გახდება
რომ არა სწორი მიდგომა... "საბურთალოს" წარმატების ფორმულა
[წარდგენა] იქნებიან ალაზნისპირელები კახური ღვინოსავით გამორჩეულები?
"თელავს" რევაზ გოცირიძე გაწვრთნის
ზურაბ მენთეშაშვილი მოედანს მალე დაუბრუნდება
ეროვნული ლიგის III ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
ეროვნული ლიგა 2. VI ტური: ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება 90+3-ე გატანილი გოლით მოიპოვა
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]