პირველი ლიგის "ა" და "ბ" ზონებში 14-14 გუნდი ითამაშებს, ტურნირი კი ორ წრედ ჩატარდება
17 ივლისს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასკომის სხდომა გაიმართა, რომელიც, ჩვენდა გასაოცრად, ყურადღების მიღმა დარჩა. არადა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

დაამტკიცეს, რომ პირველი ლიგის "ა" და "ბ" ზონებში 14-14 გუნდი ითამაშებს, ტურნირი კი ორ წრედ ჩატარდება.

"ა" ზონა

1. "კოლხეთი" (ფოთი)

2. "დინამო 2" (თბილისი)

3. "შუქურა" (ქობულეთი)

4. "გაგრა"

5. "მეშახტე" (ტყიბული)

6. "ალგეთი" (მარნეული)

7. "იმერეთი" (ხონი)

8. "მერცხალი" (ოზურგეთი)

9. "სქური" (წალენჯიხა)

10. "ჩხერიმელა" (ხარაგაული)

11. "ადელი" (ბათუმი)

12. "კახეთი" (თელავი)

13. "ლიახვი" (თამარაშენი)

14. "საპოვნელა" (თერჯოლა)

"ბ" ზონა

1. "დინამო" (ბათუმი)

2. "ლოკომოტივი" (თბილისი)

3. "სასკო" (თბილისი)

4. "კოლხეთი" (ხობი)

5. "სამტრედია"

6. "სამგურალი" (წყალტუბო)

7. "ჭიათურა"

8. სტუ (თბილისი)

9. "ბეთლემი" (ქედა)

10. "სულორი" (ვანი)

11. "მაჭახელა" (ხელვაჩაური)

12. "საბურთალო" (თბილისი)

13. "დილა 2" (გორი)

14. "ბახმარო" (ჩოხატაური)

ლიგაში რამდენიმე ახალი კლუბია: თელავის "კახეთი", თერჯოლის "საპოვნელა", ჩოხატაურის "ბახმარო", ხელვაჩაურის "მაჭახელა" და "საბურთალო" - ეს უკანასკნელი ძლიერი საფეხბურთო სკოლაა და ძალების მოსინჯვა დიდებში გადაწყვიტა.

ეს კარგია, მაგრამ მოხდა მოულოდნელი რამ: სოხუმის "დინამო", რომელსაც დაფინანსებას შეპირდნენ და რაზეც "ლელო" წერდა, ფინანსური გარანტიების არქონის გამო პირველ ლიგაში არ დაუშვეს.

რა მოხდა, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მაგრამ ფაქტია - ეს საქართველოს დიდი სირცხვილია.

საინტერესოა, რომ ამ სეზონის შემდეგ ზონებში გამარჯვებულები უმაღლეს ლიგაში პირდაპირ ვერ გადავლენ: ტურნირის დასრულების შემდეგ გაიმართება 4-გუნდიანი მინი-ტურნირი, სადაც ჯგუფებში I-II ადგილებზე გასული გუნდები ითამაშებენ, დაწინურების უფლებას კი ამ ტურნირის I-II-ადგილოსნები მიიღებენ.

უმაღლესი ლიგიდან განსახილველი ბევრი საკითხი არ ყოფილა: მთავარი იყო, მიეცათ თუ არა "ზუგდიდისთვის" ლიგაში თამაშის უფლება. საქმე ისაა, რომ დასრულებულ სეზონში, თურმე, გუნდს 1,5-მილიონიანი წლიური ბიუჯეტი დაუმტკიცეს, მაგრამ შუა წლისთვის თანხა სრულად ათვისებულია და ამჟამად კლუბს სახსრები არ გააჩნია.

საბოლოოდ, "ზუგდიდი" ლიგაში დაუშვეს, რადგან გარანტია, როგორც თქვეს, მინისტრმა მისცათ, რომ გუნდს 700 ათას ლარს ჩაურიცხავს. მაგრამ რომელმა მინისტრმა, არ დააკონკრეტეს - სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, რომელიც 16 ივლისს ამ საკითხზე სამსჯელოდ ზუგდიდს ესტუმრა.

ბოლოს კი 1996-97 წლებში დაბადებულთა ჭაბუკთა ლიგაში ერთი წლით უფროსების დაშვების საკითხი განიხილეს. არგუმენტი ასეთი იყო - ამ ასაკში ბევრი მოთამაშე იკარგება. ამის გათვალისწინებით, აღმასკომმა წინადადება მიიღო და 1996-97 წლებში დაბადებულთა ტურნირზე სამი 1995 წელს დაბადებული ფეხბურთელი ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lazi
კოლხი, "გაგრას" იმიტომ არ უწერია აფხაზეთი, რომ სახელის მეტი არაფერი აკავშირებს და ეგ ერთი რიგითი ბიზნესმენის ჩვეულებრივი წარუმატებელი ბიზნეს-პროექტია
odshi-odishi
ტყულია, ზუგდიდს გარანტიები არავისგან მიუღია, გუნდში სრული გაურკვევლობაა ისევ....
dato
ზესტაფონისთვის არცერთი ლარი არ ემეტებათ,ბიუჯეტი სხვა გუნდებისტვის კი 1 დღეში იმეტებს მილიონებს.საოცარი დემოკრატიის ნიმუში
ALEQSANDRE
სამტრედიას მგონი ეშველა, წელს უმაღლესში დაბრუნებას ვგეგმავთ....ყაზახმა ინვენსტორმა შეისყიდა კლუბი.
kaibichi
ცვეტში მაგარი ბიჭების გუნდი მყავს "ჩვენ ყველაზე მაგრები" და ვიში ლიგაში არ დაგვიშვებენ? კაი ბიჭებს გვჩაგრავენ, ძმებო!
fexburteli
უვიცი ჟურნალისტები...რატომ უნდა დაეშვათო როცა ფეხბურთელებიც კი არა ყავთ, დაფინანსების არ ქონა ცოტა მიზეზია?ან სანამ რამეს დაწერთ თქვენი არ იცით არ იცით, სხვას მაინც კითხეთ...საქართველოს სირცხვილი იცი რა არი ამის ავტორო, შენ რომ დიპლომი მოგცეს და ჟურნალისტი დაგარქვეს
kolxi
გაგრას რატომ არ უწერია აფხაზეთი?
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
20 წ. | მსოფლიო მე-12 ადგილზე დავასრულეთ
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
"ჩელსიმ" "არსენალს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - როჯერსი "არისტოკრატებს" 140 მილიონ ევროდ შეუერთდება
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სოხუმის "დინამო" "ლაციოსა" და ცსკა-სთან - კიდევ ერთხელ დაფიქსირებული "აფხაზეთი საქართველოა!"
ახალი პროექტი: თელავის "კახეთი" ამბიციური გუნდი გახდება
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სოხუმი არაღიარებული ქვეყნების 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
საქმე დაიძრა! - სოხუმის "დინამოს" ტკივილი და იმედები
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
დავით ყიფიანის თასი: "ზესტაფონი" მოგებით დაბრუნდა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან [VIDEO]
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
36 წლის ასაკშიც ისეთივე აზარტით ვთამაშობ - ზურაბ მენთეშაშვილი ფეხბურთს დაუბრუნდა
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
რევაზ ძოძუაშვილი: ეს სიტყვები საბოლოოდ უნდა ამოვიგდოთ თავიდან...
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა