ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კობა ჟორჟიკაშვილი - ესპანური გამოცდილებიდან ფრანგულ ოპტიმიზმამდე

კობა ჟორჟიკაშვილი - ესპანური გამოცდილებიდან ფრანგულ ოპტიმიზმამდე

17-წლამდელთა თავკაცი ესპანურ ვოიაჟზე, გუნდის შესაძლებლობებსა და კარს მომდგარ ელიტრაუნდზე საუბრობს
ახლოვდება ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი და იქ გასული საქართველოს ნაკრების მიმართ გულშემატკივრის ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი 25 მარტიდან საფრანგეთში ითამაშებს, სადაც მასპინძლებთან ერთად მისი მეტოქეები ნორვეგია და ბელარუსი იქნებიან. კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრები მადრიდიდან დაბრუნდა, სადაც ესპანელ 17-წლამდელებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარა. 1:2 და 0:0 - ასეთია ჩვენი გუნდის შედეგი, რაც ელიტრაუნდში წარმატების იმედებს გვიძლიერებს. ესპანური ვოიაჟის, ნაკრების დღევანდელი კონდიციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გუნდის მთავარ მწვრთნელს, კობა ჟორჟიკაშვილს ვესაუბრეთ და ვფიქრობთ, მისი მონათხრობი საინტერესო წასაკითხი უნდა იყოს.

ზღაპრული საფეხბურთო სამყარო

"მადრიდში ესპანეთის ეროვნული ნაკრების, "ლას როსასის" ბაზაზე ვცხოვრობდით და იდეალურ პირობებში ვვარჯიშობდით. მასპინძლებმა დიდი პატივი გვცეს და მათი წყალობით, ზუსტად ისეთივე სიტუაციაში ვატარებდით საწვრთნელ პროცესს, როგორშიც ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრები.

საფეხბურთოს გარდა, მადრიდიდან კულტურული შთაბეჭდილებებით აღვსილნიც დავბრუნდით. "ლას როსასის" ბაზაზე ესპანური ფეხბურთის მუზეუმი დავათვალიერეთ, ესპანელებმა დაგვათვალიერებინეს "სანტიაგო ბერნაბეუ" და მადრიდის ღირსშესანიშნაობები."

რა უნდა ვისწავლოთ ესპანელებისგან

"ალბათ, მკითხველს აინტერესებს, როგორია მსოფლიოს ჩემპიონი ქვეყნის საფეხბურთო მეთოდიკა და ფილოსოფია. ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ჩემს შთაბეჭდილებებს მოკლედ მაინც ჩამოვაყალიბებ.

იცით, რომ მადრიდში ხიმენეს მელენდესის მიწვევით ჩავედით. გარდა იმისა, რომ ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა განათლების პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელიცაა. დაახლოებით 10-12 წელიწადია, რაც მისი ძალისხმევით ესპანეთის ყველა ასაკობრივმა ნაკრებმა იმ სტილით თამაში დაიწყო, რასაც დღეს მათი ეროვნული ნაკრები და "ბარსელონა" უჩვენებს. ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები ფეხბურთელებს მომდევნო ნაკრებში კი არ "მიჰყვებიან", ადგილზე რჩებიან და ახალ-ახალ თაობებს ზრდიან. ამ სისტემამ რომ გაამართლა ფაქტია - მელენდესის ხელმძღვანელობით ესპანელი 17-წლამდელები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ნებისმიერ ასაკში ამ ქვეყნის ნაკრები ყოველთვის ჩემპიონობის რეალური კანდიდატია. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ესპანელებს 16-წლამდელთა ნაკრებზე მცირე ასაკის ნაკრები არ ჰყავთ. ფეხბურთის ფედერაცია კლუბებს აბსოლუტურად ენდობა, რადგან იქ ნაკრების კანდიდატებს ფედერაციის მწვრთნელთა რეკომენდაციების მიხედვით ამზადებენ. სისტემატურად იმართება ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელთა თათბირი, რომელსაც ეროვნული გუნდის თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე უძღვება ხოლმე.

ესპანელები თამაშობენ სწრაფი და მოკლე გადაცემებით, ნებისმიერ მომენტში ფეხბურთელს შეტევის გაგრძელების ორი-სამი ვარიანტი აქვს, დინამიკაში იქმნება სამკუთხედები და რომბები. ესპანელები ყოველთვის დაბალზე შეკრეჭილ ბალახზე თამაშობენ და თამაშის წინ გაზონს რწყავენ, რათა ბურთმა უფრო სწრაფად იმოძრაოს.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს თამაში სწორედ ასეთ პირობებში მოუწია და მართალია, ჩვენს ბიჭებს მოწინააღმდეგის სტილთან ადაპტირებისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ, მაგრამ მალე ძალაუნებურად მათ ტემპსაც აჰყვნენ და მთელ რიგ ეპიზოდებში მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. ზედმეტადაც კი მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, თუ რაოდენ სასარგებლო იყო ჩვენი გუნდისთვის ეს შეკრება და მატჩები."

პირველი მატჩი

"მადრიდში ჩაფრენა ავიარეისის შეფერხების გამო დაგვიგვიანდა, ამას აკლიმატიზაციის პროცესი დაემატა და პირველ შეხვედრას ბიჭები არცთუ ოპტიმალური კონდიციებით შეხვდნენ. გადაღლილობის გამო უშუალოდ თამაშის დროსაც ჩვენს რამდენიმე ფეხბურთელს კუნთი დაეჭიმა.

გასაგები მიზეზების გამო, "მეორე ნომრად" ვითამაშეთ, მაგრამ პირველი ტაიმი მაინც 0:2 დავთმეთ. შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრები ნელ-ნელა გამოცოცხლდნენ, ფსიქოლოგიური წნეხიც გადალახეს და მეტოქეს უფრო თამამად შეუტიეს. ჩვენმა კონტრიერიშებმა შედეგი გამოიღო, ნიკა სანდოხაძის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი ბაჩანა არაბულმა გაიტანა და იმის მიუხედავად, რომ ანგარიშის გათანაბრების შანსები გვქონდა, მინიმალურად დავმარცხდით."

მეორე მატჩი

"მეორე შეხვედრისთვის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო გვქონდა. ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განვახორციელეთ და მეტოქის მიმართ ყოველგვარი რიდიც დავძლიეთ. ნამდვილად არ იყო ისეთი შინაარსის თამაში, 0:0 რომ დასრულებულიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ საგოლე შანსები ვერც ჩვენ გამოვიყენეთ და ვერც ესპანელებმა.

ეს შედეგი, რაღა თქმა უნდა, ჩვენთვის მისაღები იყო, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასეთ მეტოქესთან მატჩებში ბიჭებმა ჰაერივით საჭირო გამოცდილება შეიძინეს."

ესპანეთს კიდევ შევხვდებით

"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე მადრიდში ესპანელ კოლეგა ფერნანდო იეროს და ვისენტე დელ ბოსკეს შეხვდა და მათ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა. იეროსა და დელ ბოსკეს გარდა, მატჩებს დაესწრო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანხელ მარია ვილიარი და ჩვენი გუნდის თამაში სამივეს მოეწონა. ვილიარმა ერთობლივი ვახშმისას ქართველ ფეხბურთელებს ხელი სათითაოდ ჩამოართვა და წარმატებები უსურვა.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ესპანეთში იგივე პირობებში შეკრებასა და საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები, რომელსაც გელა შეყილაძე ხელმძღვანელობს. არც ისაა გამორიცხული, ესპანეთის რომელიმე ასაკობრივი ნაკრები შეკრებისა და თამაშების გასამართად საქართველოს ეწვიოს.

სასიხარულოა, რომ ესპანელებისთვის მეგობრების გარდა, ღირსეული სპარინგპარტნიორებიც აღმოვჩნდით."

ჩვენი გუნდი

"ვერ ვიტყვი, რომ ელიტრაუნდში წარმატებით სათამაშოდ ბოლომდე მზად ვართ, მაგრამ საქართველოს ნაკრები უდავოდ სწორი გზით მიდის და თუ საწვრთნელი პროცესი შეუფერხებლად გავიარეთ, ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი უდავოდ გვექნება.

ყველა რგოლის თამაში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. გარკვეული კომპონენტები ჯერ კიდევ დასახვეწი გვაქვს, მაგრამ გადაუჭრელი პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს.

ცალკეული ფეხბურთელების გამორჩევას აღარ შევუდგები, სასაყვედურო კი არავის მიმართ მაქვს, ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან. ლუკას ჰუფნაგელს ესპანეთთან პირველ მატჩამდე მცირე ხნით ადრე "ბაიერნის" 17-წლამდელთა გუნდის შემადგენლობაში ჰქონდა ნათამაშები და ამიტომ ბოლომდე ვერ დაიხარჯა. მსგავსი რამ ელიტრაუნდისთვისაც რომ არ განმეორდეს, კლუბს თხოვნით მივმართავთ, რომ მანამდე ლუკასი ნაკლებად დატვირთონ. მე და გაიოზ დარსაძეს "ბაიერნის" მწვრთნელთა კოორდინატორ ჰერმან ჰუმელსთან, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის, მათს ჰუმელსის მამაა, ახლო ურთიერთობა გვაქვს და იგი ჩვენს თხოვნას აუცილებლად გაგებით მოეკიდება.

დაცვაში განსაკუთრებული პრობლემები არც აქამდე გვქონდა, მეკარე გაბრიელ თებიძემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა თავის პერსპექტივაში. კარგი რეაქციისა და აუღელვებელი თამაშის გარდა, მან ესპანეთში ისიც დაგვანახა, რომ თამაშის წაკითხვის კარგი უნარი აქვს. იგი კარიდან რამდენჯერმე დროულად გამოვიდა და მეტოქის სახიფათო გადაცემები აღკვეთა."

ორი დებიუტანტი

"ელიტრაუნდის შემდეგ ნაკრებს რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დაემატა, რომელთაგანაც ორს ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ესენი არიან 35-ე საფეხბურთო სკოლის საყრდენი ნახევარმცველი, წარმოშობით ახმეტელი შალვა ექვთიმიშვილი და ბელგიური "ბეერსხოტის" გარემარბი ნიკა ტარყაშვილი. ექვთიმიშვილს საქართველოშიც ვაკვირდებოდით, ტარყაშვილი კი პირველად ესპანეთში ვნახეთ და ორივე მათგანზე დადებითი შთაბეჭდილება ჩამოგვიყალიბდა."

მეტოქეები

"როგორც იცით, მომავალი მეტოქეების შესახებ ინფორმაციის შეგროვება წილისყრის დასრულებისთანავე დავიწყეთ. საფრანგეთის ნაკრებმა პირველი ეტაპი კვიპროსზე ჩაატარა და თემურ ქეცბაიამ ამ გუნდის სამივე თამაშის ვიდეოჩანაწერი უცებ მოგვაწოდა. ნორვეგია ბელგიასთან იყო ერთ ჯგუფში და მის შესახებ ინფორმაციას ბელგიის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელისგან ვიღებთ, რომელიც ჩვენი მეგობარია. ბელარუსთან კი გასულ ზაფხულს "პალანგის თასზე" ვითამაშეთ და დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. თუმცა არც ესაა ხელწამოსაკრავი გუნდი და მასზეც ვაგროვებთ ინფორმაციებს. მეტოქეების შესწავლას საფრანგეთში ჩასვლის შემდეგაც გავაგრძელებთ.

ესპანელებს კი საქართველო-ინგლისის მატჩის ვიდეოჩანაწერი მივაწოდეთ. ინგლისი ელიტრაუნდში მელენდესის გუნდის მეტოქე იქნება."

კალენდარი

"შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ელიტრაუნდის საფრანგეთთან მატჩის დაწყება არასასურველია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. მასპინძელთა მხარეს ყოველთვის არის მსაჯების გარკვეული სიმპათია, ტურნირის სტარტზე კი ეს ნაკლებადაა მოსალოდნელი. თანაც, ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის და არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმას, ვის როდის შეხვდები."

17-წლამდელთა მწვრთნელის ნაამბობს, ჩვენის მხრივ, იმას დავამატებთ, რომ ელიტრაუნდში ღირსეულად ასპარეზობისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთონ მწვრთნელებმაც, ფეხბურთელებმაც და ფეხბურთის ფედერაციამაც. ვიმედოვნებთ, კარგად წამოწყებული საქმე ასევე გაგრძელდება და მზადების გადამწყვეტ ეტაპზე ამ უდავოდ პერსპექტიულ გუნდს მთავარი მიზნის შესასრულებლად ყველა პირობა შეექმნება. ელიტრაუნდამდე თვეზე ნაკლები რჩება და სასურველი კი არა, აუცილებელია, რომ საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები კიდევ ერთი ნაყოფიერი შეკრებითა და ძლიერი სპარინგპარტნიორებით იყოს უზრუნველყოფილი.

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს