"ვოლგას" დატოვების შემდეგ ედიკ საჯაია და გიორგი ნოვალოვსკი კარიერას პირველი დივიზიონის "ხიმკიში" გააგრძელებენ
ორი კვირის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველი გიორგი ნავალოვსკი ვლადიკავკაზის "ალანიაში" გააგრძელებდა კარიერას.

ოსური კლუბი რუსეთის ჩემპიონატისთვის ემზადება, საკონტროლო შეხვედრებს მართავს და ყოველი ახალი შეხვედრის შემდეგ გუნდის შემადგენლობაში ნავალოვსკის გვარს ვეძებდით, მაგრამ "ალანიამ" ხუთჯერ ითამაშა და მის შემადგენლობაში არა და არ ჩნდებოდა. ვლადიკავკაზელთა შორის მხოლოდ ახალგაზრდა ივანე კანდელაკი თამაშობდა, რომელიც ცხინვალის "სპარატაკსა" და ზუგდიდის "ბაიას" მცველი გახლდათ. არადა, ცნობილმა ინტერნეტპორტალმა "სოკერვეიმ", რომელიც შეცდომებს იშვიათად უშვებს, ნავალოვსკი "ალანიას" წევრად გამოაცხადა.

როგორც დავადგინეთ, ნავალოვსკის ტრავმა არ აწუხებდა, რაც მისი არყოფნის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო - ვალერი გაზაევის კლუბმა შეკრება დაასრულა და ცხადი იყო, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი "ალანიაში" არ გადასულა. თურმე, გიორგი ვლადიკავკაზელებს ესპანურ შეკრებაზე არც გაჰყოლია.

ისევე როგორც "ვოლგადან" წამოსული კიდევ ერთი ჩვენებური, ედიკ საჯაია, ახლა ნავალოვსკიც რუსეთის პირველი დივიზიონის "ხიმკიში" ვარჯიშობს და ახალ კლუბში მათი ჩარიცხვაც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ამ გუნდის შემადგენლობაში მათ უკვე საკონტროლო შეხვედრებიც გამართეს: ყაზახურ "აქტობეს" 1:0 სძლიეს, საჯაიამ და ნავალოვსკიმ კი ძირითადში ითამაშეს, შემდეგ მოსკოვის "ლოკომოტივის" დუბლებსაც იმავე ანგარიშით აჯობეს, თანაც ნავალოვსკის მიერ 86-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით - მან მცველს შეცდომა არ აპატია და ახლო მანძილიდან გაიტანა. მოსკოველებთანაც ორივემ ძირითადში ითამაშა.

"დავიმატეთ ცენტრალური მცველი ედიკ საჯაია და მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი. ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში იმ კლუბებში თამაშობდნენ, პრემიერლიგაში გადასვლა რომ მოახერხეს. ვფიქრობ, პერსპექტივაში ეს მშვენიერი შენაძენია" - თქვა "ხიმკის" მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე გრიგორიანმა.

აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრაში მოედანზე ძირითად შემადგენლობაში მესამე ქართველიც იყო - ვლადიმერ გოგბერაშვილი. ის ჩვენი გულშემატკივრისთვის უცნობი ფეხბურთელია. გოგბერაშვილი ქუთაისელია, მაგრამ მოსკოვის "დინამოს" საფეხბურთო სკოლაში გაიზარდა. 23 წლის ახალგაზრდა ნახევარმცველი თავიდანვე რუსეთში თამაშობდა, კარიერა ვლადიმირის "ტორპედოში" დაიწყო, პიატიგორსკის "მაშუკში" გააგრძელა და შემდეგ პირველ ლიგაში დაქვეითებულ ვლადივასტოკის "ლუჩ-ენერგიაში" გადავიდა.

გასული წელს გოგბერაშვილი ლიტვაში გადაბარგდა და ჯერ უამღლესი ლიგის აუტსაიდერ "ვეტრაში" ჩაირიცხა, შემდეგ კი ევროთასებზე გასულ მარიამპოლეს "სუდუვაში". თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. ვლადიმერ გოგბერაშვილის რუსეთის მოქალაქეა.

ტანდაბალი ნახევარმცველი "სპორტს.რუ"-მ კავკასიელ "არშავინად" მონათლა და პიატიგორსკში გამოსვლის დროს ასე დაახასიათა:"დაბალი (165 სმ), მაგრამ ძალიან სწრაფი და ტექნიკური ნახევარმცველია. ასაკის მიუხედავად, უკვე სამი წელია რუსეთის პირველ ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია გასაოცარი ფინტებითა და ფილიგრანული გადაცემებით. მას მხოლოდ სტაბილურობა აკლია. იმედია, გოგბერაშვილი უდავოდ დიდ ნიჭს პირველი ლიგის რომელიმე კლუბს მაინც მოახმარს. ორი აზრი არ არის, ასეთი ტალანტის "მაშუკში" დაკარგვა დასანანი იქნება".

ცნობისთვის: ოდესღაც პრემიერლიგელმა "ხიმკიმ" გასული სეზონი მე-13 ადგილზე დაასრულა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა