25 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება
25 ნოემბერს საქართველოს ფუტსალის ლიგის წლევანდელი გათამაშების მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება, რომელსაც სრულად თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

სათამაშო დღე 12:00 სთ-დან აიღებს სტარტს. პირველები ერთმანეთს მფკ "მგლები" და "თბილისი ვარიორსი" დაუპირისპირდებიან. ამ ტურის წინ ორივე მათგანს თითო მოგება-წაგება აქვს აქტივში. შესაბამისად, ხვალინდელი შეხვედრა სატურნირო ცხრილში პოზიციების გასამყარებლად ორი გუნდისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის თავსა და ბოლოში მყოფი გუნდები დაუპირისპირდებიან. გათამაშების ფავორიტი მფკ "ტატიშვილი" უქულოდ მყოფ იბსუ-ს შეხვდება. მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება.

16:00 სთ-ზე აიღებს სტარტს საინტერესო შეხვედრა, რომელშიც ამ სეზონის მთავარი აღმოჩენა, მფკ "აგორა" შარშანდელ ბრინჯაოსპრიზიორ მფკ "თბილისს" დაუპირისპირდება. "თბილისის" ფეხბურთელებმა მიმდინარე გათამაშება მოგებით დაიწყეს, რასაც ბათუმში "დინამოსთან" უქულოდ დასრულებული შეხვედრა მიაყოლეს. "აგორა" კი ერთადერთია, რომელსაც ჯერ არც მოუგია და არ წაუგია - მათ პირველი ორი ტურის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 2-2 დაასრულეს, ბოლო დაფიქსირებული ფრე "თელასთან" კი ჯერჯერობით ჩემპიონატის მთავარ სენსაციად არის მიჩნეული. შესაბამისად, ისინი ახლა უკვე სადებიუტო სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან.

18:00 სთ-ზე გაიმართება "შავიზღვისპირული დერბი" მფკ "აფხაზეთისა" და "დინამო ბათუმის" მონაწილეობით. ორი ტურის შემდეგ ორივე მათგანს სამ-სამი ქულა აქვს და გარდა პრინციპული დაპირისპირებისა, ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი დატვირთვა ახლავს.

სათამაშო დღეს 20:00 სთ-ზე ტურის ცენტრალური დაპირისპირება დაასრულებს - "სტუ-თელასი" "ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის" წინააღმდეგ. ვიცე-ჩემპიონი წინა ტურში მოულოდნელად დაკარგული ქულების გამო ხასიათის და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას შეეცდება, ხოლო "სტუდენტებმა" თავიანთი ახალგაზრდული შემართებით და ბრძოლისუნარიანობით უკვე მოიპოვეს უხერხული მეტოქის სტატუსი, რის დამტკიცებას ამ შეხვედრაშიც შეეცდებიან.

25.11.2016. ქ. თბილისი. საქართველოს ფუტსალის ლიგა. III ტური

12:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ მგლები

14:00 მფკ ტატიშვილი - იბსუ

16:00 მფკ თბილისი - მფკ აგორა

18:00 მფკ აფხაზეთი - მფკ დინამო (ბთ)

20:00 სტუ-თელასი - ბსუ (ბთ)

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი"SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები - "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები - sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს ფუტსალის ლიგის 2017/18 წლების სეზონის პრეზენტაცია გაიმართა
ფუტსალის ლიგა 2016/17: XII ტურის თბილისური ნაწილი და სუპერმატჩი, სუპერგოლით! [VIDEO]
ფუტსალის ლიგა: III ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან
ფუტსალის ლიგა 2017/18: ცენტრალური შეხვედრა, საოცარი ფინიშით!
ლევან კობიაშვილი: SBM არის მაგალითი, როგორ შეიძლება მოიზიდო კერძო სექტორი სპორტში
ფუტსალის ლიგა: უხვგოლიანი ტური, საფეხბურთო თრილერით