წილისყრას იაპონიის ქალაქი კიოტო უმასპინძლებს
მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ 2019 წლის მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპის კენჭისყრის თარიღი გამოაცხადა - ცერემონიალი ქალაქ კიოტოში 2017 წლის 10 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასზე წარმატებული გამოსვლით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში თამაშის საგზური უკვე მოიპოვა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოს თასის კენჭისყრა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარეთ მოეწყობა.

20-დან 12 მონაწილე უკვე ცნობილია: არგენტინა, ავსტრალია, ინგლისი, საფრანგეთი, საქართველო, ირლანდია, იტალია, იაპონია, ახალი ზელანდია, შოტლანდია, სამხრეთი აფრიკა და უელსი.

როგორ წარიმართება წილისყრა?

* ეს 12 ნაკრები პირველ სამ კალათში განაწილდება (თითო კალათში 4-4 გუნდი).

* დანარჩენ ორ კალათში მოხვდება 8 ნაკრები, რომლებიც მსოფლიოს თასზე თამაშის უფლებას საკვალიფიკაციო ციკლში მოიპოვებენ.

* მსოფლიოს თასზე იქნება 4 ჯგუფი, თითოეულში 5 ნაკრებით.

* პირველ კალათში მოხვდება მსოფლიოს რეიტინგში პირველი ოთხი ნაკრები იმათგან, ვისაც მსოფლიოს თასზე თამაში გარანტირებული აქვს.

* მეორე კალათში მოხვდება შემდგომი ოთხი გუნდი რეიტინგის მიხედვით.

* მესამე კალათში მოხვდება 12 ცნობილი მონაწილიდან ოთხი უარესი ნაკრები რეიტინგის მიხედვით.

რომელ კალათში იქნება საქართველოს ნაკრები?

მხედველობაში მიიღება ის რეიტინგ-ლისტი, რომელიც კენჭისყრის დროს იქნება აქტუალური.

დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდებიდან მოწინავე 12 გუნდში არ არის მხოლოდ იტალია. მეათე ადგილზეა ფიჯის ნაკრები, რომელსაც საგზური ჯერაც მოსაპოვებელი აქვს და დიდი ალბათობით, მოიპოვებს კიდევაც და მე-4 კალათშიც განთავსდება.

იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები არ მოხვდეს მესამე კალათში და მეორეში გადავიდეს, საჭიროა, რეიტინგით პირველ რვა გუნდში მოხვდეს, თანაც, მასზე წინ არ უნდა იყოს ფიჯის ნაკრები.

დღეისათვის, მერვეადგილოსან საფრანგეთს 80,13 ქულა აქვს, "ბორჯღალოსნებს" კი - 74,24.

კენჭისყრა რომ ახლა ტარდებოდეს...

I კალათა: ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ირლანდია

II კალათა: ს. აფრიკა, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი

III კალათა: არგენტინა, იაპონია, საქართველო, იტალია.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთთან მხოლოდ 6 ქულა გვაშორებს, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჩვენმა გუნდმა მაისისთვის მერვე ადგილზე ასვლა შეძლოს. ამიტომ უფრო უპრიანია იმის განსაზღვრა, თუ რომელი მეტოქე გვირჩევნია ჩვენს კალათში (რაც ავტომატურად გამორიცხავს მასთან ერთად მოხვედრას).

იაპონიასა და იტალიას, ალბათ, ჩვენსავით მესამე კალათით დაკმაყოფილება მოუწევთ, ანუ დიდი ალბათობით, მასპინძლებს და იტალიელებს (ისევ) არ ვეთამაშებით.

ვინ იქნება მეოთხე (უფრო პირველი) ამ კალათში? ახლა ეს გუნდი არგენტინაა, რომელიც ჩვენთვის საკმაოდ უხერხული მეტოქეა. ვფიქრობთ, შაბათს ტესტ-მატჩში ჩვენი მომავალი მეტოქე შოტლანდია მე-2 კალათის გუნდებიდან ყველაზე სუსტია და ჩვენთვის უკეთესი იქნება, თუ ის იქვე მოახერხებს დარჩენას და არგენტინასთან (ან საფრანგეთთან) დაპირისპირებას გამორიცხავს.

ასეთ შემთხვევაში, არის შანსი, რომ მსოფლიოს თასზე ჯგუფში ასეთი სიტუაცია მივიღოთ - ირლანდია, შოტლანდია და საქართველო ერთად.

Geo
ან რა ამბიცია უნდა გვქონდეს, ერთი უკანა ხაზელი არ გვყავს კაცს რომ დაეწიოს
Geo
ყველასთან სათამაშოდ მზად უნდა იყო. იტალიასთანაც და საფრანგეთთანაც. ბიჭები დებენ მოედანზე რაც შეუძლიათ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სად მოვხვდებით, იმიტომ, რომ ჯერ ჩვენი რაგბი განვითარების გზაზეა და რაიმე დიდ შედეგს ჯერ არ უნდა ველოდოთ
მიროსან
თუ ძმა ხარ, ეგ იტალიამ კი არ მოიგოო, ჩვენსავით აფრიკამ წააგო...
svani
arch36-ს სამხრეთ აფრიკას იაპონიამაც მოუგო))) ჯერ არ ვართ მზად 6 ერისთვის(არა იტალიასთან სათამაშოდ) ჩემი სურვილია მაინც შეგვიშვან
arch36-s
ჩვენ იმ იტალიასთან გვსურს შეხვედრა, რომელიც მუდმივად გვემალება და რომელსაც 6 ერში ხშირად ანადგურებენ მეტოქე გუნდები
arch36
და უკაცრავად რომელ იტალიასთან შეხვედრას ნატრობთ ასე სულმოუთქმელად, ერთი კვირის წინ სამხრეთ აფრიკას რომ მოუგო, იმასთან ხომ არა?
Arch 36
Dა უკაცრავად რომელ იტალიასთან ნატრობთ ასე სულმოუთქმელად შეხვედრას, ერთი კვირის წინ სამხრეთ აფრიკას რომ მოუგო იმასთან ხომ არა?
gia
პირველი კალათიდან ზელანდია ყველაზე სასურველია. თუ მეორე ადგილისთვის ვაპირებთ ბრძოლას ჯობია ისეთი მეტოქე იყოს პირველი კალათიდან ყველას რომ მოუგოს ჩემი აზრით. მე4 და მე5 კალათიდან მთავარია კუნძულელები არ შეგხვდნენ, განსაკუთრებით ფიჯი და თუ შოტლანდია იქნება მეორე კალათიდან ერთი თამაშისთვის კონცენტრაცია ჩვენებს მგონი შეუძლიათ და ჯგუფიდან გასვლა უდიდესი სენსაცია იქნება.
gogig
მე მგონი, არასწორად წერია. ჩვენ მესამე კალათაში ვიქნებით ნებისმიერ შემთხვევაში. ინგლისი მესამე კალათაზე ზევით ვერ მოხვდება (ჩვენსავით). არგენტინა პირველში ან მეორეში.
me-s
მოიხურე რამე ძაან არ დაგიბეროს და არ გაცივდე .)))
me
იტალია ჩვენს უკან არი ფაქტიურად ზურგში ვგრძნობთ სუნთქვას, თუ ტონგა მოუგებს და ჩვევ სკოტებს კაია
nika
არადა კარგი იქნებოდა იტალიას აქ მაინც შევხვედროდით, ისე ეგენი არ შეგვხვდებიან
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო