26-27 ნოემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ვაჟთა შორის
26-27 ნოემბერს თბილისში, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება ვაჟთა შორის, რომელსაც რამდენიმე ტიტულოვანი და საინტერესო ფალავანი გამოაკლდება. მაგალითად, გადაწყვეტილია, რომ არ იჭიდავებს ახალგაზრდებში ევროპის 4-გზის (23-წლიანთა ჩათვლით) და მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი, ვისაც ისევ თავის მშობლიურ 90 კილოგრამში უნდა ეჭიდავა.

მიზეზი მხრის ტრავმაა და გადაწყვიტეს, ვიდრე სრულად არ მოირჩენს, არსად არ იჭიდაოს. ეს ტრავმაც სწორედ ასე ფორსირებულმა კარიერამ გამოიწვია - ის არაა ახალი, არამედ ძველი გართულებების მონარჩენია, რომელიც კი არ იკლებდა, პირიქით, იზრდებოდა და ერთმანეთს ემატებოდა, რადგან ბოლომდე არ იყო მორჩენილი. ბოლო პერიოდში ექიმებს იმისიც კი ეშინოდათ, "ტაისონა" (ღვინიაშვილის მეტსახელია) საოპერაციო არ ყოფილიყო, რადგან ამ შემთხვევაში მომავალი სეზონი, ფაქტობრივად, გაუცდებოდა - 5-6 თვე (თუ მეტიც არა) მარტო მოშუშებას და ხელის სრულად დატვირთვას მოუნდებოდა, მერე კი საბოლოო ადაპტაციამდე რამდენი წყალი ჩაივლიდა, ღმერთმა თუ უწყოდა მხოლოდ.

ორშაბათს ბექას მხარი გადაუღეს, ჩაუტარეს სრული გამოკვლევა და, საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ ოპერაციას გადაურჩა, თუმცა ამბულატორიული მკურნალობის კურსს გააგრძელებს და პარალელურად, შესაძლებლობის ფარგლებში, მსუბუქად ივარჯიშებს კიდეც, ოღონდ მხარს ძალას არ დაატანს.

ესეც ახლებური მიდგომა იქნება ძიუდოისტთა ნაკრებში - ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სპორტსმენი ინდივიდუალურად ივარჯიშებს იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რის საშუალებასაც ორგანიზმი და ტრავმა მისცემს, ფორმიდან ბოლომდე რომ არ ამოვარდეს. მაგალითად, თუ აწუხებს ფეხი, ხელით გასაკეთებელ ვარჯიშებს შეასრულებს და პირიქით, ანუ რაღაც ფორმით მაინც იქნება ჩართული საწვრთნელ პროცესში, რომ ორგანიზმი ტონუსში იყოს და არ მოდუნდეს.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ღვინიაშვილს, რომლის ტატამზე დაბრუნების ზუსტი თარიღი, ბუნებრივია, ჯერ არავინ არ იცის - ეს დამოკიდებულია გამოჯანმრთელების პროცესზე, რამდენად სწორად და უმტკივნეულოდ წარიმართება სარეაბილიტაციო პროცესი. გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ ფალავანი გამოტოვებს საქართველოს ჩემპიონატს, რადგან იმ დროისთვის ვერანაირად ვერ მოასწრებს გამოჯანმრთელებას. ეგ კი არა, ექიმები ჯერ ზუსტად ვერც იმას ამბობენ, იჭიდავებს თუ არა პარიზში გაისად, 11-12 თებერვალს გასამართავ "დიდ მუზარადზე", თუმცა დიდი შანსია, მანამდე გამოჯანმრთელდეს და ექიმებმა დართონ ასპარეზობის ნება.

აქ კიდევ ერთი საჩოთირო საკითხია საკლუბო ტურნირი, სადაც ღვინიაშვილს უწევს ჭიდაობა, მაგრამ სხვა საკითხია, რამდენად შეძლებს ამას და არის თუ არა დღეს საამისოდ მზად.

ასევე გადაწყვეტილია, რომ ქვეყნის ჩემპიონატში არც ზებედა რეხვიაშვილი (81) გამოვა - ცოტა ხნის წინ მან მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის.

შესაძლოა, ქვეყნის პირველობა ნაკრების ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც (73) გამოტოვოს, ოღონდ ეს საკითხი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გადაწყვეტილი და ბეჭედდასმული. საბედნიეროდ, ამ შემთხვევაში ტრავმა და ჯანმრთელობის პრობლემები არაფერ შუაშია - ოლიმპიური ოქროსა და ბრინჯაოს მფლობელი სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ ამ ეტაპზე არაა ფორმაში და თუ დაასვენებენ, მხოლოდ ამ მიზეზით.

ბუნებრივია, მწვრთნელები ითვალისწინებენ ოლიმპიადის ფაქტორს - ორგანიზმმა პიკი გადაიარა და ახლა ისევ თავიდან უნდა დაიწყოს აღმასვლა. შეღავათის გაკეთებაზეც მხოლოდ ამიტომ ფიქრობენ, თორემ ეს რომ უდისციპლინობით, რეჟიმის დარღვევით იყოს გამოწვეული, არც მას მოუთმენდნენ. ღვინიაშვილის მსგავსად, შავდათუაშვილსაც ინდივიდუალური გრაფიკი დაუსახეს სავარჯიშოდ.

ზოგადად, ნაკრებში შენარჩუნდება და კიდევ უფრო დაიხვეწება ინდივიდუალური მიდგომა, პირადი სავარჯიშო გეგმა. ამგვარი სისტემა წინა წლებშიც მუშაობდა, თუმცა ახლა მის კიდევ უფრო დახვეწაზე ფიქრობენ. მაგალითად, "ყველგან ჭიდაობის" მიდგომა წარსულს ბარდება, ყველა სპორტსმენზე შედგება ინდივიდუალური გეგმა და შეჯიბრებებშიც იმის მიხედვით გამოვლენ. ანუ, თუ არ იქნება მზად იმ მომენტში, შეჯიბრებაზე არ წაიყვანენ. გეგმაში ასევე დაისახება, რომელ ტურნირს რა დონეზე უნდა შეხვდნენ და ფორმის პიკში შესვლაზე გათვლაც ასე გაკეთდება.

შავდათუაშვილის ახლანდელი მაგალითიც ასეა - ყველაზე უკეთ მან იცის საკუთარი ორგანიზმის ამბავი და ყველაზე უკეთაც მართავს მას, რაც დაამტკიცა კიდეც ოლიმპიადამდეც და საკუთრივ ბრაზილიაშიც.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ნაკრების მწვრთნელთა პოზიციას - მათი სურვილია, საქართველოს ჩემპიონატში ყველა წამყვანმა სპორტსმენმა იჭიდაოს და ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულად აქციონ. ამიტომ უსაბაბოდ არავის გათავისუფლებას არ აპირებენ, ხოლო ვინმეს თუ მართლა აწუხებს ტრავმა, ჭიდაობას არ დააძალებენ, რისი მაგალითიც ღვინიაშვილი და რეხვიაშვილია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

otia-83
შავდათუაშვილის შემთხვევაში არ ვეთანხმები მიდგომას, რომ ფორმაში არაა და დავასვენოთო. თუ სპორტსმენს ტრავმა არ აქვს ან ოჯახური პირობები (ტრაგედია) არ უშლის ხელს, მან აუცილებლად უნდა იჭიდაოს საქართველოს ჩემპიონატი. თუ ფორმაში არაა ეგ მისი პრობლემაა და წააგებს შესაბამისად ტურნირს. არაფერი არაა ამაში პრობლემური. პ.ს. ლაშას არაფერს ვერჩი, ის ჩემთვის საქართველოს ძიუდოს ისტორიაში ყველაზე დიდი სპორტსმენია. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სპორტსმენი.
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
გამარჯვება იპონით - ღვინიაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა [VIDEO]
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
"შავდათუაშვილი მაგრად უცემიათ" - რა მოხდა ოსაკაში ქართველ ძიუდოისტებს შორის?
5 ქართველი ძიუდოისტი ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებს
[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება! - დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ძიუდოს ახალი რეიტინგი: თუშიშვილი ყველგან პირველი
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
ზებედა რეხვიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე უმედლოდ დარჩა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
3-დან 3 - ბექა ღვინიაშვილის მორიგი გამარჯვება MMA-ში