კომპანია "დაიმლერი" ფინანსურ პარტნიორ Aabar Investments PJS-თან ერთად "მერსედეს გრან-პრის" ერთპიროვნული მფლობელი გახდა
მნიშნელოვანი გარიგება მოხდა გუშინ ფორმულა 1-ში. კომპანია "დაიმლერი" თავის ფინანსურ პარტნიორ Aabar Investments PJS-თან ერთად გერმანული საჯინიბოს - "მერსედეს გრან-პრის" ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

"დაიმლერმა" და Aabar-მა გამოისყიდეს გუნდის აქციათა დარჩენილი 24 პროცენტი, რომელიც გუნდის შეფს როს ბრაუნსა და მის პარტნიორებს ეკუთვნოდათ.

"მერსედეს გრან-პრის" შეძენა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაზე პრესტიჟულ სერიაში ტექნიკური და სპორტული პროგრესის მიღწევა გვინდა", - განაცხადა "დაიმლერის" შეფმა დიტერ ცეტშემ.

"დაიმლერისა" და Aabar-ის მიერ საჯინიბოს შეძენა - ეს არის გუნდის გაძლიერებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი", - აღნიშნა "მერსედეს გრან-პრის" ბოსმა როს ბრაუნმა.

ბაჰრეინის რბოლის გაუქმების შემდეგ სეზონის გახსნის პატივი ავსტრალიის გრან-პრიმ მოიპოვა. ეს რბოლა 1996 წლიდან ტარდება და მელბურნის ტრასაზე აქამდე 13-ჯერ ჩატარდა ჩემპიონატის პირველი ეტაპი. ბევრს მიაჩნია, რომ ამ ტრასის (რომელიც ქუჩისა და სტაციონარული ავტოდრომების ერთგვარი ნაზავია) მიხედვით რთულია იმსჯელო გუნდების მომზადების დონეზე. თანაც სეზონის საწყის რბოლებში ბევრი საჯინიბო კარგავს ქულებს არასაიმედოობის გამო. მიუხედავად ამისა, მელბურნში მაინც საკმაოდ მაღალია "მომავალი ჩემპიონის გამოვლენის კოეფიციენტი".

15 შემთხვევიდან ათჯერ ჩემპიონატს იგებდა ის პილოტი, რომელიც ავსტრალიაში პირველი მიდიოდა ფინიშთან, თანაც ბოლო ხუთ წელიწადში ასეთი რამ ოთხჯერ მოხდა.

გრან-პრი სეზონი

1996 დეიმონ ჰილი დეიმონ ჰილი

1997 დევიდ კულტჰარდი ჟაკ ვილნევი

1998 მიკა ჰაკინენი მიკა ჰაკინენი

1999 ედი ირვაინი მიკა ჰაკინენი

2000 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი

2001 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი

2002 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი

2003 დევიდ კულტჰარდი მიხაელ შუმახერი

2004 მიხაელ შუმახერი მიხაელ შუმახერი

2005 ჯანკარლო ფიზიკელა ფერნანდო ალონსო

2006 ფერნანდო ალონსო ფერნანდო ალონსო

2007 კიმი რაიკონენი კიმი რაიკონენი

2008 ლუის ჰემილტონი ლუის ჰემილტონი

2009 ჯენსონ ბატონი ჯენსონ ბატონი

2010 ჯენსონ ბატონი სებასტიან ფეტელი

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა