მჩატე წონაში WBA-ის ვერსიით ახალი ჩემპიონი ახალგაზრდა ამერიკელი გახდა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ
გასულ უქმეებზე საკრივო სამყაროს ყურადღება ძირითადად მჩატე წონითი კატეგორიებისკენ იყო მიპყრობილი. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ სიუპრიზებს ადგილი არ ჰქონია: ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები ლოგიკური შედეგით დასრულდა.

ერთადერთი სიუპრიზი მექსიკის კერეტაროში გამართული ბრძოლის მსვლელობა (და არა შედეგი) აღმოჩნდა. უმჩატეს წონაში WBO-ის ჩემპიონი ხულიო სეზარ მირანდა (35-5-1, 28KO) უცნობ ფილიპინელ არდენ დიალას (14-6-3, 3KO) ხვდებოდა. ბრძოლის წინ თამამად აცხადებდნენ, რომ მოქმედ ჩემპიონს პრობლემა არ უნდა შექმნოდა. რაოდენ დიდი იყო მაყურებლის გაკვირვება, რომ მირანდას გამოეპარა აზიელის შესანიშნავი დარტყმა მარჯვნიდან და რინგზე დაეცა. მექსიკელი სწრაფად წამოდგა და ვითომც არაფერი, მოწინააღმდეგის დამუშავება დაიწყო, რამაც დიდი უპირატესობა მოუტანა - მესამე და მეოთხე რაუნდებში ფილიპინელი თავად აღმოჩნდა ნოკდაუნში, მეოთხე რაუნდის შუაში კი ბრძოლა შეწყვიტა.

უქმეების ცენტრალური ბრძოლა გაიმართა ლას ვეგასის "პალმ კაზინოში", სადაც მჩატე წონაში WBA-ის ჩემპიონი მიგელ აკოსტა (28-4, 22KO) და პრეტენდენტი ბრენდონ რიოსი (27-0, 20KO) ხვდებოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ შაბათ-კვირას სხვა საჩემპიონო ბრძოლებიც ტარდებოდა, მთავარი ყურადღება სწორედ ამ შეხვედრისკენ იყო მიპყრობილი. პროგნოზი გამართლდა: აკოსტასა და რიოსის ბრძოლას ინტრიგაც ჰქონდა, სანახაობრივი მხარეც, დაძაბულობაც...

შეხვედრის დასაწყისი მთლიანად ჩემპიონს დარჩა. თითქოს ბრძოლის წინ რიოსის ტრაბახი და ბაქიაობა ცარიელ სიტყვებად რჩებოდა, რადგან ამერიკელს თითქმის არაფერი გამოსდიოდა და მუდმივად ატარებდა მეტოქის გვერდით დარტყმებსა და აპერკოტებს.

მაგრამ ბრძოლის შუაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. ბრენდონ რიოსმა გაუძლო სასტარტო ზეწოლას, რის შემდეგაც ვენესუელელი დაიღალა და ტემპს უკლო, პრეტენდენტი კი შეტევაზე გადავიდა. ამერიკელის გააქტიურების ლოგიკურ დასასრულად იქცა ზუსტი მარჯვენა პირდაპირი დარტყმა, რომელმაც ჩემპიონი რინგზე დასცა. მიუხედავად იმისა, რომ აკოსტამ წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება მოახერხა, ცხადად ჩანდა, რომ ის განადგურებული იყო. მომდევნო რაუნდებში მან

სიტუაციის გამოსწორება სცადა, მაგრამ ისევ გაატარა უძლიერესი დარტყმა და ისევ ნოკდაუნში ჩავარდა.

მეცხრე რაუნდმა შეგვახსენა, რომ ორივე მოკრივე კარგი ნოკაუტერია და ორივეს ბრძოლის ვადაზე ადრე დასრულება სურდა. აკოსტას შემთხვევაში ეს სურვილი გასაგები იყო - ასეთ მდგომარეობაში მას ნოკაუტი თუ უშველიდა, მაგრამ დარტყმების გაცვლისას უფრო ძლიერი პრეტენდენტი იყო. ბრენდონ რიოსმა ჩემპიონი ბაგირებთან მიიმწყვდია, ძლიერი მარჯვენა ჰუკი მოსცხო და ვენესუელელი მესამედ დაეცა რინგზე.

ასე რომ, მჩატე წონაში WBA-ის ვერსიით ახალი ჩემპიონი ახალგაზრდა ამერიკელი გახდა, რომელსაც სპეციალისტები დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

კიდევ ერთი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა მექსიკის ქალაქ მერიდაში, სადაც WBC-ის ტიტული შეინარჩუნა პირველ მჩატე წონაში გილბერტო კებ ბაასმა (35-20-4, 22KO). პრეტენდენტი იყო ხოსე ანტონიო აგირე (35-10-1, 21KO).

აღსანიშნავია, რომ მოკრივეების ძალის მიხედვით ეს ჩხუბი ჯერ კიდევ დაწყებამდე მონათლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სუსტ სატიტულო ბრძოლად. თუნდაც იმიტომ, რომ ჩემპიონს კარიერაში 20 ბრძოლა აქვს წაგებული. ასეა თუ ისე, ჩემპიონის რანგში პირველი გამარჯვება 33 წლის მექსიკელმა კებ ბაასმა მოიპოვა, რომელმაც მეტოქე აიძულა აღარ გასულიყო რინგზე მერვე რაუნდში.

[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა