მადლობა კახა კალაძეს, უარი ფრანგებს და უკრაინელებს საქართველოს გამო...
ქართველი ფორვარდი ნიკა ქუთათელაძე 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგულ გრანდ "პარი სენ-ჟერმენის" საკუთრება გახდა. პსჟ-ში ნიკას უმცროსი ძმა, სანდრო ქუთათელაძეც აიყვანეს.

180 სმ სიმაღლის ნიკა ქუთათელაძე მხოლოდ 15 წლისაა... ნიკა 8 წლის იყო, მისი ოჯახი უცხოეთში რომ დასახლდა. საფრანგეთამდე ჩეხეთში ცხოვრობდნენ, ხოლო ნიკა პრაღის "სპარტას" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, ბოლო 5 წლის განმავლობაში კი "ლილის" აკადემიის 15 და 16-წლამდელთა გუნდებში ათამაშებდნენ.

Sportall.ge ნიკას მის განვლილ გზაზე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებზე და თავის უმცროს ძმაზე ესაუბრა.

დიდი გზა პსჟ-მდე

ხუთი წლის ვიყავი, ბაბუამ ფეხბურთზე რომ მიმიყვანა. იმ გუნდს "ლიდერი" ერქვა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტადიონზე ვვარჯიშობდით. ირაკლი გორგოშიძე მწვრთნიდა... "ლიდერში" 3 წელი დავყავი.

ამის შემდეგ, მამამ სინჯებზე პრაღის "სპარტაში" მიმიყვანა. პირველ თამაშში 3 გოლი გავიტანე, მეორეში - ორი, მესამეში - ოთხი და დამტოვეს "სპარტაში". ჩეხეთში ორი წელი გავატარე და თითქმის ყველა ტურნირზე ხან საუკეთესო ფეხბურთელის, ხანაც საუკეთესო ბომბარდირის პრიზს ვიღებდი.

10 წლის ასაკში მამამ ჩათვალა, რომ "სპარტაზე" უკეთეს კლუბში უნდა მეთამაშა. სწორედ ამიტომ, სინჯებზე ამჯერად "ბარსელონაში" მიმიყვანა. იქ სულ 10 დღე გავატარე. ერთ მატჩში მათამაშეს და გოლიც გავიტანე, თუმცა არ დამტოვეს. ასე გვითხრეს, 13 წლამდე მხოლოდ კატალონიელებს ვაძლევთ შანსსო... მე კი ვფიქრობ, რომ მაშინ კლუბის მოთხოვნები ვერ დავაკმაყოფილე და უარი ლამაზად გვითხრეს...

ამის მერე იყო "მილანი"... სანამ უშუალოდ "მილანზე" მოვყვები, ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს. ჩემთან დაკავშირებით, მას და გიორგი დემეტრაძეს მამამ მიმართა თხოვნით. კალაძემ მიმიყვანა "მილანში" სინჯებზე, თუმცა მაშინ კლუბში ექიმი არ იყო და სამედიცინო შემოწმების გავლა კერძო კლინიკაში მიწევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მათამაშებდნენ. ეს შემოწმება ძალიან ძვირი ღირდა და თანხა სრულად კალაძემ დაფარა. მანვე "მილანი"-"იუვენტუსის" თამაშზე მთელ ოჯახს VIP ბილეთები გადმოგვცა. დაუვიწყარი იყო...

"მილანში" ორი კვირა ვიყავი. თავდაპირველად, ჩემზე 1-წლით უფროს გუნდში მათამაშეს. 1:3 წავაგეთ და ის ერთი გოლი მე გავიტანე. შემდეგ ჩემს თანატოლებთან ვითამაშე, 6:2 მოვიგეთ და 5 გოლი გავიტანე. პაოლო მალდინის ვაჟი, დანიელ მალდინი იყო იმ გუნდის კაპიტანი. თუ არ ვცდები, დღესაც ის კაპიტნობს გუნდს. ძალიან მინდოდა დარჩენა, მაგრამ სამწუხაროდ უარი მივიღეთ - მამას უთხრეს, თქვენი შვილი ჩვენს ბავშვებზე ძლიერი არ არისო...

"მილანიდან" "ლილში" წავედი. მანდაც სინჯების გავლა მომიწია და დამტოვეს. იქ 5 სეზონი გავატარე და "ლილის" მაისურით ჯამში 117 გოლი გავიტანე.

ამის გარდა, 12-წლამდელთა ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, 14 გოლით საუკეთესო ბომბარდირებში მეორეზე მოვხვდი და პირველადგილოსანს 1 გოლით ჩამოვრჩი, უამრავი ჯილდო მოვიპოვე და ბოლო წელს ჩრდილოეთ საფრანგეთის ჩემპიონებიც გავხდით.

ამ დროს პსჟ-ს სკაუტებს მოვეწონე, სინჯებზე მიმიწვიეს. მათამაშეს... 5:2 მოვიგეთ - 2 გოლი მე გავიტანე, დანარჩენ 3-ში კი საგოლე გადაცემა მივითვალე.

მატჩის შემდეგ კლუბის დირექტორი და მწვრთნელი მოვიდნენ ჩემთან, მკითხეს, მსურდა თუ არა პსჟ-ში თამაში. მითხრეს, საკმაო ხანია გაკვირდებით, კარგად გიცნობთ და ძალიან კარგი ფეხბურთელი ხარო... დავთანხმდი.

ერთი კვირის შემდეგ დამიბარეს, კიდევ ერთხელ მათამაშეს. 0:1 აგებდა გუნდი და ბოლო წუთზე გავიტანე. ერთ კვირაში სამედიცინო შემოწმება გავიარე და საბოლოო შეთანხმებაც შედგა.

პსჟ

პსჟ-ში ადაპტაციის გავლა არ გამჭირვებია. 16-წლამდელებში ვთამაშობ, 17 წლამდელებთან კი ვვარჯიშობ. აქ უფრო დიდ ყურადღებას ფიზ.მომზადებას ანიჭებენ. 6 ჩატარებული მატჩიდან 5-ში ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. ჩემს ანგარიშზე უკვე 3 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. ბოლო, მე-6 მატჩში სასტარტოში არ ვყოფილვარ, თუმცა მე-60 წუთზე, როცა 1:2 ვმარცხდებოდით, მწვრთნელმა შემიშვა და ორი გავიტანე. საბოლოოდ, 3:2 მოვიგეთ...

პატრიკ კლუივერტი დადის ხშირად თამაშებზე და გვაკვირდება.

უარი საფრანგეთსა და უკრაინას საქართველოს გამო

აქ ნაკრებები რეგიონებადაა დაყოფილი. ჯერ რეგიონის ნაკრებში გიწვევენ და თუ თავი გამოიჩინე, მერე ასაკობრივ გუნდებშიც გიძახებენ. "ლილიდან" ჩრდილოეთ საფრანგეთის 14-წლამდელთა ნაკრებში 4 ფეხბურთელს უხმეს - ერთ-ერთი მე ვიყავი. რამდენიმე ეტაპი უნდა გაგვევლო...

4 ეტაპი წარმატებით გავიარე და ბოლოს, ნაკრების სამწვრთნელ ბაზაზე 44 საუკეთესო მოთამაშე შეგვკრიბეს. მანამდე ისე, ლიცენზიით მიძახებდნენ. საქმე იმაშია, რომ აქ ყველა ფეხბურთელს სალიცენზიო ბარათს გვაძლევენ, რომლითაც ვთამაშობთ. ჩვენს შესახებ ინფორმაციას სწორედ ამ სალიცენზიო ბარათით იგებენ. მასზე ყველაფერია, გარდა ეროვნებისა. ამიტომ, ისე მიძახებდნენ, ეროვნება არ იცოდნენ... სამწვრთნელ ბაზაზე, როცა პირადობის მოწმობა მოითხოვეს და ნახეს, რომ ქართველი ვარ და საქართველოს მოქალაქეობა მაქვს, ბოდიში მომიხადეს. საფრანგეთში უამრავი უცხოელი ფეხბურთელია აქაური მოქალაქეობით და მეც ერთ-ერთი ასეთი ვეგონე...

ერთი კვირა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციიდან ფსიქოლოგები რეკავდნენ, ძალიან არ განიცადოს ეს ამბავი და ფსიქოლოგიური დარტყმა არ მიიღოსო. მეცინებოდა... ვპასუხობდი, ისედაც არ ვაპირებდი თქვენს ნაკრებში თამაშს და რომ მაინც საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ!

საფრანგეთს აქვს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ჩემთვის არავის შემოუთავაზებია. რომც შემომთავაზონ, ჩემი მხრიდან უარი იქნება - ჩემი ოცნება საქართველოს ნაკრებია!

შესაძლოა, გულშემატკივარს კითხვა გაუჩნდეს, თუ რატომ დავდიოდი იმ შეკრებებზე, თუკი საქართველოს ნაკრები მსურს... მამა მეუბნებოდა, წადი და მოსინჯე შენი ძალები, ნახე რამდენ ეტაპს დაძლევო...

თავის მხრივ, მეც მაინტერესებდა ჩემი შესაძლებლობები. თანაც, ფეხბურთის თამაში არასოდეს მეზარება. დიდი გამოცდილება მივიღე და ვფიქრობ, მამა სწორად მოიქცა, როცა იმ ნაკრებში თამაშით დამაინტერესა - გამოცდილების მიღების გარდა, ბევრმა გამიცნო, მეც ბევრი გავიცანი და ბევრი პოზიტივი იყო, თორემ, მერწმუნეთ, თავიდანვე საქართველოს სახელით თამაში მქონდა გადაწყვეტილი.

საფრანგეთის გარდა, უკრაინიდანაც მქონდა შემოთავაზება. ბებია მყავს უკრაინელი, ხოდა დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" მიწვევდნენ უკრაინის ნაკრების დაპირებით... ისინიც უარით გავისტუმრე.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში სულ ორი მატჩი მაქვს ჩატარებული და ორივე აზერბაიჯანთან. პირველ შეხვედრაში 6-7 წუთი მომეცა, მეორეში კი, სადაც 4:1 მოვიგეთ, 18 წუთი და მეოთხე გოლი მე გავიტანე. ჩემზე ბედნიერი იმ დღეს კაცი არ მეგულებოდა.

მაგრამ, საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 18-კაციან განაცხადში ვერ მოვხვდი, რაზეც ძალიან დამწყდა გული. ძალიან მინდა საქართველოს მაისურით თამაში...

ბაბუა მიყვებოდა პატარაობაში, მიხეილ მესხი როგორ "აწამებდა" მცველებს, სლავა მეტრეველს მეკარეები პენალტს რომ ვერ უღებდნენ... მიყვებოდა ილია დათუნაიშვილის ჩახვეულ კუთხურზე... ტაშკენტში თამაშის შემდეგ, თურმე სომხეთში ბავშვებს ძილის დროს მშობლები სწორედ მისით აშინებდნენ - დაიძინე, თორემ დათუნაიშვილი მოვაო... გუცაევი პენალტებს იკიდებდა ხშირადო... მეუბნებოდა, რომ გია გურული საფრანგეთში პირველი ქართველი იყო... კახა ცხადაძე კი პირველი ქართველი ლეგიონერი...

სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მსურს "დინამო არენაზე" საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში. ზუსტად ისე, როგორც ისინი!

თავის უმცროს ძმაზე, სანდრო ქუთათელაძეზე

დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა: სანდრო ძალიან მაგარი ფეხბურთელი გახდება! ძალიან სწრაფად პროგრესირებს. პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი, ის კი უკვე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის გარდა, პსჟ-ს კაპიტნადაც აირჩიეს.

სოსო
შენი ძმაც მანდვე ყოფილა ,ასე გაცილებით იოლი იქნება დამკვიდრება,კარგად გაუზრდიხართ შვილო მშობლებს,მოფიქრალებად და პატრიოტებად.ღმერთმა ისინიც დალოცოს და თქვენც.ასე განაგრძეთ შრომა,წარატება თავში არ აგივარდეთ,დარჩით ისეთივე პატრიოტებად და ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.
Buba
აქ უკვე მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ვინც ასე აპიარებს სწორედ ის ღუპავს ამ ბავშვს.ასეთი და უკეთესები ყველა ქართულ გუნდში გვყავს. ალბათ ისევ არ იძახებენ ნაკრებში და ამიტოა ამხელა ამბავი ატეხილი
mechvops
მოგხვდა გულზე არა ამ ბიწის წარმატება,,ალბატ გაპიარებული დინამოს ფეხბურტელებს უწევს კონკურეციას და არ აწყობტ,,ახლობლობიტ რომ ხვდებიან ასაკობრივ ნაკრებსი,,ორ გადაბმულ პასვერ აკეტებენ მაგრამ ნაცნობები და მეგობრების სვილები არიან
მეჭვოფი
რატომ უნდა დავიჯეროთ მისი? საიდან ვასკვნით რომ შემოთავაზება ქონდა უკრაინიდან და საფრანგეთის ნაკრებიდან? გარდა ამისა, ამ სტატიებით და აღტაცებული კომენტებით რომ დათვუღ სამსახურს ვუწევთ თუ ხვდებით? მის ვიდეოებს ვუყურე იუთუბზე, არაფერი განსაკუთრებული მონაცემები დღეის მდგომარეობით არ აქვს. შესაძლოა მომავალში გაიხსნას, მაგრამ მაგაზე დიდი ტალანტები გვყოლია, დღეს რომ სასუალოზე დაბალ და დაბალი დონის გუნდებსი ვერ ხვდებიან შემადგენლობაში
პატი
მიდი ნიკა გულშემატკივრობ მე
Muro
აი ეს კაცი გვინდა ნაკრებში მონდომებული და თავის ქვეყანაზე შეყვარებული რომელიც სულს და გულს ჩადებს თამაშში და არა ინსტაგრამელი ფეხბურთელები :)
Vasili
აი ასეთ პატარას ესმის რა არის პატრიოტი და უყვარს თავის ქვეყანა და ხალხი, და არ ჩირდება ხვეწნა მუდარა , / ღმერთმა ხელი მოგიმართოს
alexandre
ჩვენი - ქვეყნის, უბედურება იმაშია, რომ ბევრია ისეთი, ამ პატარა ვაჟკაცს - დიახ, ვაჟკაცს, საფრანგეთის ნაკრებს რომ ურჩევენ. გაიხაროს, შვილო, შენმა მშობლებმა. უპირველესად თავიანთი შვილებით, საქართველოთი! ჩვენც გვერდში დაგიდგებით - დაბეჩავებული, მეგრამ ნელ-ნელ ფეხზე წამომდგომი საქართველოს შვილები.
მიროსან
გენაცვალე გულში..... მიდი ბიძი დროზეეე... იქნებ სულზე მოუსწრო ამ მკვდრებს და მოაცოცხლო ცოტა :)))
თენგაბი
შენ გაიხარე შვილო შენს ოჯახთან ერთად. ამნაირ ფეხბურთელებს რომ ტოვებთ, იმიტომ წააგო ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ყველა თამაში
ნეიტრალი
რა უნდა ვთქვა? საოცრად მაგრად აზროვნებს ეს ბავშვი, ნამდვილი ქართველია, მადლობა მის მშობლებს პირველ რიგში, ასეთი ვაჟკაცის აღზრდისთვის. წარმატებებს ვუსურვებ და გაამართლებს გულშემატკივრის იმედებს მჯერა.
დაა
მიხედე შენს საქმე სდა საფრან გეთის ნაკტრების მიწვევა მიიღეა, უფრო დაგაფასებენ მანდ, ცაწყობით არ იქნება საფრანგეთის ნაკრებში მიწვევა და კიდევ რადგან მანდ დიდი კონკურენციააა უფრო განვითერდები, საქრთველოს ნაკრებში მაინც არ მიგიწვევენ, რადგან აქ არც სელექციონერები ვარგიან, აზრზე არ არიან როგორი ფეხბურთელი უნდა შეარციონ და რაც მტავარია ცაწყობით ხდება ფეხბჯურთელებსი მიწვევა ასაკბრივ ნაკრებებში
daa
ძალიან მიქარა საფრანგითის ნაკრებზე უარი რომ თქვა, საქართველოში ასაკობრივ ნაკრებეში ფეხბურთელის მიწვევვა ჩაწყობით გახდა, და მაგას არც არავინ მიიწვევს სამწუხაროდ, აბა ყიფიანს რა უნდ ანაკრების მწვრთნელად, როცა ასეთი ანგარიშებით აგებს და არც ის იცის ვინ მიიწვიოს ნაკრებში
თემო
გაიხარეთ, მიხარია რო ასეთი პატრიოტები ხართ და არ გავხართ ვიგაც საჯაიებს
goghe
ara hemo patara megobaro, saqartvelo heni girsi. Heni da heni dzmis qomagi viqnebi.
Soxumi
Warmatebebi dzmebo karierashi da cxovrebashi.mixaria aset axalgazrdebs rom vxedav
fan
მეამაყება ასთეთი ბიჭები და მჯერა, რომ სულ მალე ძალიან მაგარი ნაკრები გვეყოლება! თქვენ გაიხარეთ! ...რა ძალა აქვს ოჯახს ... დიდი მადლობა ყველას - მთელ ოჯახს!!!
mamulo
წარმატებები ბიჭებო.თავი არ დაზოგოთ შრომაში და აუცილებლად ითამაშებთ დიდ ფეხბურთს.
goga1971
პირველად ვნახე ქართველი ფეხბურთელი რომელიც არ იძახის რო მაგრად მოვეწონე და მწვრთნელი გადამეკიდა და არ დამტოვესო.ეს ბიჭი სიმართლეს ლაპარაკობს და აქედან გამომდინარე ეტყობა რო ნამდვილად ფეხბურთელი გამოვა.წარმატებები მას და მის ძმას.მჯერა რო ისინი ფეხბურთელები გამოვლენ და ჩვენ ქვეყანას გამოადგებიან.
პრინს
თქვენ შემოგევლეთ ვაჟკაცებო, ნამდვილო გულანთებულო ქართველებო. წარმატებებს გისურვებთ. აბა თქვენ იცით, გაგვახარეთ მთელი საქართველო. ჭკვიანი და მიზანსწრაფულები ხართ და დიდ სიმაღლეებსაც მიაღწევთ ჭკვიანი მამის ხელში. სწორ გზას ადგახართ და არ გადაუხვიოთ.
გიორგი
ამ კარგ ბიჭს არ აიყვანენ ასაკობრივ ნაკრებში სტაბილურად აბა თუ მიხვდებით რატოომ?? ვიცი კარგად თამაშობს მაგრამ კარგ გუნდშია სადაც კარგი მომავალი აქვს, უბრალოდ ჩვენი ეგრეთწოდებული მწვრთნელების და მენეჯერებისთვის ხეირი არ იქნება ფულს ვერ იშოვიან მისი გაყიდვით ვერ მოაწონებენ ვერცერთ უცხოელს იმიტომ რომ კარგ გუნდშია, ამათ ხო ისეთები უნდათ, ოღონდაც ვინმე გაყიდონ კონტრაქტი დაუდონ და მერე მათ კისერზე იჯდნენ, ესაა რეალობა.
Me
იმიტო დაგლიჯეს ეგ რო არ ყავდათ 18 კაცში. გოლის გატანა არ იციან. მიდი მიხედე საქმეს რაც უფრო გვიან გექნება ამ "ფეხ-ბურთელებთან" ურთიერთობა მით უკეთესი შენთვის. მიხედე საქმეს ისე როგორც ევროპელები ისე მიუდექი საკითხს პრაგმატული ფეხბურთი იგებს დღეს და ქართული ტექნიკაც თუ დაამატე ზედ კარგი იქნება. საერთოდ ჩვენი ფეხბურთელების პრობლემაც ეგ არი არასწორ ადგილას კაცის მოტყუება ვერ შეიგნეს, რომ ცენტრიდან საჯარიმომდე ვერ ჩაიტან ბურთს

წარმატებები შვილო როგორც შენ ისე შენს ძმას, იცოდე გიყურებთ და თვალს გადევნებთ გვასახელეთ
odala
ოფიციალური მატჩებისთვის 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა??
ბაჯო
18 კაციანსჰი როგორ მოხვდებოდა აქ ხო დინამოს და საბურტალოს ნაკრებიაა.
ნიკა
მიდი მეგობარო! წარმატებები
Walkabout
ყველა ქართველი ფეხბურთელი ამ ბიჭივით რომ აზროვნებდეს მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით...
xarsh
საქარტველოსი ასაკობრივსი ახლობელ-მეგობრობიტ ხდება აყვანა,,არადა ამ ბიწზე უკეტესი რომელი ყავტ,,ერტი წერდა აქ ვერ მოერგოო ქუტატელაცე,,ეტყობა მაგას ახლობლობიტ ყავდა ალბატ სვილი იქ,,წარმატებები ამ ნიწიერ ფეხბურტელს,,
glaxuna
გიორგი ევროპაში გაზრდილებო 16 წლის უკვე ჩამოყალიბებული პოროვნებები არიან,შრომაზე-სწავლასა და მით წარმატებებზე ორიენტირებული! ეს რუსული დემაგოგია-პროპაგანდაა-ევროპაში გარყვნილები არიანო ,ევროპა გარყვნილია და ათასი სისულელეები, არადა სადაც შ რ ო მ ა ს ფასი აქვს და ღ ი რ ე ბ უ ლ ე ბ ა ს წარმოადგენს,იქ ჯანსაღი მენტალიტეტი ყალიბდება! ვნახოთ ...
bayern
წარმტებები ორივე ძმებს მთავრია არაფერმა შეუშალოთ ხელი მონდომება და გვერდში მდგომები არ აკლიათ იმედია ასხელებენ პირველ რიგიში თავის თავს და შემდეგ საქართველოს
სხვა გიორგი
იშრომე,მეგობარო იშრომე და დაგიფასდება. დარწმუნებული ვარ ბევრ გოლს გაიტან ნაკრების მაისურით. წარმატებას და გამართლებას გისურვებ.
gio
აი ფეხბურთელი რომელსაც აქვს განათლება და იცის, რისთვის უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებში, ეროვნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ნებისმიერ კაცს, რომელსაც რაინდული სული აქვს ყოველთვის ურჩევნია სუსტს დაეხმაროს, ვიდრე ბობოლების მხარეს იყოს. სიამოვნება შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში. ეს ბიჭი არამარტო ქართველი, არამედ რაინდიცაა.
გიორგი
16 წლის ბიჭი ასე ჩამოყალიბებულად აზროვნებდეს, ხედავდეს მომავალს, ქონდეს კულტურა ეს ძალიან მაგარია ნამდვილი პროფესიონალი იზრდება იმედია ვიხილავ მას საქართველოს ნაკრების მუდმივ 9 ნომრად ერთ დროს
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს მკითხველი დაასაჩუქრა
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
ნიკა ქუთათელაძე: პსჟ-სთან კონტრაქტში დიდი წვლილი კლუივერტს მიუძღვის
[ᓔᓥᓡᓙᓚᓣᓖᓘᓕᓘ] "ᓤრᓐᓜᓙ ᓠᓘᓑᓔᓠᓘ ᓐᓙᓐᓓᓔᓛᓘᓘᓓᓐᓜ ᓞᓘᓠᓐᓓᓐᓓ ᓒᓐᓕᓐᓒᓓᓔ"
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
დაგვირეკა კახა კალაძის ყოფილმა აგენტმა და გვითხრა... - ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ში თამაშობს
ᓝᓗᓐᓠ ᓙᓝᓠᓦᓐᓚᓘᓫᓔ: ᓛᓔᓠᓐᓑ ᓟᓝᓠᓓᓐᓜᓘᓐᓡ ᓘᓡᓔᓗᓘ ᓮᓔᓚᓨᓔᓬᓧᓝᓑᓐ ᓠᓝᓛ ᓰᓥᓝᓜᓝᓓᓐ...
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქუთათელაძის 370-მილიონიანი ფოტოები
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
"ჰოლანდის ტრანსფერთან ახლოს ვართ, ოღონდ თავად ჰოლანდმა არაფერი იცის" - "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი ფარ-ხმალს არ ჰყრის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ტოჩინოშინი იაპონური პრესის ობიექტივში
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
პსჟ-მა ორი ქართველი ფეხბურთელი აიყვანა! - ინტერვიუ ნიკა ქუთათელაძესთან
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
პატრიკ კლუივერტის ვაჟი ქართულად ლაპარაკობს [VIDEO]
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
გიორგი ნემსაძე: ამ ბიჭებმა მიაღწიონ, რასაც ჩვენ ვერ შევწვდით...
"ახლა უკვე შემიძლია მესისთან დაკავშირებით სიმართლე ვთქვა... ფლიკი ბოდიშებს მიხდიდა" - ჩავი "ბარსელონას" ბორდს დაუპირისპირდა
სად ითამაშებს ხვიჩა - ცვლილებები წინა მატჩის ენდშპილის გათვალისწინებით
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
"იამალთან დაკავშირებით ეს ნამდვილად მეამაყება" - ლაპორტა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა