ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ამასთან, ქუთათელაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს
ფრანგული პსჟ-ის 16-წლამდელთა გუნდის ფორვარდმა ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, ქუთათელაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის საკლუბო მაისურს უსახსოვრებს. ფეხბურთელმა ირაკლი სვანიძის შემდეგი კითხვა მოიწონა: "შენი კარიერის ყველა გოლის ერთი ადამიანისთვის მიძღვნა რომ გსურდეს, ვის მიუძღვნიდი?"

თავდაპირველად, ნიკამ მკითხველებს დასმული შეკითხვებისა და მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: "პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენ, გულშემატკივრებს, ასე რომ გაინტერესებთ ჩემი ამბები. ვეცდები, დავაკმაყოფილო თქვენი ინტერესი და მაქსიმალურად ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი. გულშემატკივრებთან ერთად, დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მგულშემატკივრობს: ჩემს ოჯახსა და მეგობრებს, ჟურნალისტებს... თქვენი ეს მხარდაჭერა მხოლოდ მიორმაგებს მოტივაციას და მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თქვენი იმედი არ გავაცრუო".

მკითხველი:

- რა ღირებულამ თუ გრძნობამ გიკარნახა, აგერჩია ევროპულ გრანდებს შორის საქართველოს ეროვნული ნაკრები?

- არ მსურს შაბლონური პასუხი გამომივიდეს, მაგრამ პატრიოტი ვარ, საქართველოში დავიბადე და ჩემთვის სიტყვები: "მამული, ენა, სარწმუნოება" უბრალო არ არის. ამაზე უკეთ სათქმელს ვერ გადმოვცემ.

მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვერცერთი სხვა მატერიალური მდგომარეობა გადაწყვეტილებასა და აზრს ვერ შემაცვლევინებს.

მკითხველი:

- გამარჯობა, ნიკა. მაინტერესებს, რომელია შენთვის უფრო მნიშვნელოვანი: საქართველოს ნაკრებთან ერთად მუნდიალზე თამაში თუ რომელიმე გრანდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება?

- ნებისმიერი სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა. ყველა ტურნირზე, სადაც მონაწილეობას იღებს, ის მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს. რა ვუთხარი თუნდაც ისეთ ფეხბურთელს, რომელიც მოედანზე მოსაგებად არ გადის...

ამიტომ ნუ მომთხოვთ, არჩევანი გავაკეთო გამარჯვებასა და გამარჯვებას შორის. თუ მაქვს შანსი, რომ ორივე მოვიგო, რატომაც არა?! ეს იგივეა, არჩევანი საკუთარ ოცნებას შორის გააკეთო.

არ ვაპირებ არჩევანის გაკეთებას. ორივესთვის ვიბრძოლებ. ჩემპიონთა ლიგის მოგება და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ჩემი ოცნებაა.

მკითხველი:

- გამარჯობა! შენი წარმატება იმდენად თვალშისაცემია, რომ შეიძლება ნაკრების მწვრთნელებს თვალები დათხაროს :))) თანდათან იზრდება შენი გულშემატკივართა არმია. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა უშენოდ იზარალა. გამოგიძახა თუ არა ახლა ასპინძელაშვილმა?

- ხმამაღალ ნათქვამად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ყოველდღე ძალიან ბევრს ვშრომობ, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და მხოლოდ მოხარული ვიქნები, თუ ჩემს თამაშს საზოგადოება, მედია, გულშემატკივარი წარმატებად ჩათვლის.

ჩემმა არყოფნამ ნაკრები დააზარალა? ეს შეფასება სხვებმა გააკეთეს და გული მხოლოდ ჩაგდებულ ციკლზე მწყდება.

მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის გურამ ასპინძელაშვილმა გამომიძახა, კი, დამირეკეს, თუმცა კლუბში ოფიციალური მოწვევა ჯერ არ მოსულა.

მკითხველი:

- შენი კარიერის ყველა გოლის ერთი ადამიანისთვის მიძღვნა რომ გსურდეს, ვის მიუძღვნიდი?

- ჩემს გარდაცვლილ ბაბუას, ნუგზარ ქუთათელაძეს.

მკითხველი:

- ნიკა, მოგესალმები. ყოველთვის ვადევნებ თვალყურს შენს წარმატებებს და ძალიან მიხარია. ითამაშო ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ახალგაზრდულ გუნდში და მისი ლიდერი იყო, ნამდვილად არაა მარტივი საქმე. ასევე ძალიან მახარებს შენი დამოკიდებულება საქართველოს ნაკრების მიმართ. რაც შეეხება კითხვას: მაინტერესებს, როგორ ხედავ საკუთარ თავს 5-6 წლის მერე, თვლი თუ არა, რომ შეგეძლება იგივე პსჟ-ის ღირსების დაცვა უკვე ძირითად, პირველ გუნდში? გისურვებ წარმატებებს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერაში...

- ახლა მომავალზე ლაპარაკი არ ღირს. რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. მხოლოდ იმას გპირდებით, რომ ცდას და შრომას არ დავაკლებ, რომ თუნდაც პსჟ-ის პირველ გუნდში მოვხვდე. მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისთვის.

მკითხველი:

- ნიკა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატმა აჩვენა, რომ ფორვარდის ერთადერთი ფუნქცია გოლის გატანა არ არის. როგორ ფიქრობ, თანამედროვე ფეხბურთში ცენტრფორვარდს საგოლე ალღოს გარდა, რა თვისებები სჭირდება, რათა სრულფასოვან ფორვარდად ჩამოყალიბდეს? წარმატებებს გისურვებ...

- შესაძლოა, ხშირად ძალიან კარგად ითამაშო, მომენტი მომენტზე შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანო. საბოლოო ჯამში, მთავარი მაინც შედეგია და გოლის გატანა, თუმცა გუნდური თამაში და ინდივიდუალიზმი სჭირდება ფორვარდსაც.

კიდევ გავიმეორებ: მთავარი ხომ გამარჯვებაა და შედეგი? ამიტომ არავინ იტყვის ისეთ თავდამსხმელზე უარს, რომელიც თუნდაც მხოლოდ საჯარიმოში დადგება და გოლებს გაიტანს, მაგრამ ეს ორი კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია.

მკითხველი:

- ნიკა, როგორ ფიქრობ, შენს ასაკში ფორვარდმა რომელ კომპონენტებს უნდა მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება, რომ შემდეგ პროფესიონალ გოლეადორად ჩამოყალიბდეს? თუ ასე გააგრძელებ, დარწმუნებული ვარ, მალე კავანის შეცვლი... წარმატებებს გისურვებ!

- ფეხბურთელისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია: ფიზიკური მომზადება, ტექნიკა, ტაქტიკა და ა.შ. ამ ყველაფრის მისაღწევად საჭიროა შრომა. თუ არ იმუშავებ საკუთარ თავზე, ამ კომპონენტების სრულყოფას ვერასდროს მოახერხებ.

მკითხველი:

- შენი თამაშის სტილს რომელი ფეხბურთელის თამაშს შეადარებდი?

- უფრო ქარიმ ბენზემასი.

მკითხველი:

- მოგესალმები, ნიკა. ჯერ პატარა ხარ და ყველაფერი წინ გაქვს. წარმატებებს გისურვებ როგორც კარიერაში, ისე პირად ცხოვრებაში. მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე ბევრი ევროპული კლუბის სამზარეულოს გაეცანი. შენი გადმოსახედიდან, რომელი კლუბია ამ მხრივ ყველაზე მეტად განვითარებული? ვგულისხმობ ბავშვთა ფეხბურთს...

- შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ "ლილისა" და როტერდამის "ფეინოორდის" სკოლები ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში.

მკითხველი:

- ვინ შეგაყვარა ფეხბურთი ისე, რომ ამ საქმეს ბოლოს სერიოზულად მიუდექი? პატარაობაში თითქმის ყველა ბავშვი დადის ფეხბურთზე, თუმცა მათგან მხოლოდ ერთეულები თუ გამოდიან პროფესიონალები. შენ როდის მიხვდი, რომ ეს შენი არა გატაცება, არამედ ცხოვრების არსი იყო?

- ფეხბურთი ბაბუამ შემაყვარა. სერიოზულად მივუდექი იმ დღიდანვე. ერთი წუთითაც არ მიფიქრია, რომ ეს მხოლოდ გატაცება იქნებოდა ჩემთვის. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.

მკითხველი:

- შენი ასაკის ბავშვების უმეტესობა ჩვენს რეალობაში კომპიუტერული თამაშებით ერთობა, ისინიც კი, ვინც თუნდაც ფეხბურთით არის დაკავებული. ეს ყველაფერი, გარკვეულწილად, ხელს უშლის მათ ვარჯიშებზე კონცენტრაციაში და საბოლოოდ კარგავენ იმ მნიშვნელოვან წუთებს და საათებს, რომელთაც მერე ვეღარ აანაზღაურებენ. შენ რა დამოკიდებულება გაქვს კომპიუტერულ თამაშებთან და რა რჩევას მისცემდი შენს თანატოლებს ამასთან დაკავშირებით?

- მიყვარს კომპიუტერული თამაშები, მაგრამ სათამაშოდ დრო თითქმის არ მრჩება. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ბევრი ეთამაშათ და ნაკლები დრო დაეთმოთ კომპიუტერისა და გართობისთვის.

მხოლოდ ვარჯიშები არ მაქვს აქ - სკოლაშიც დავდივართ და ერთი ნაბიჯით რომ წინ წაიწიო, აუცილებელია, ინტელექტუალური რესურსიც აიმაღლო და განვითარდე.

მკითხველი:

- ჩვენი ფეხბურთელების უმრავლესობა ადრეულ ასაკში თავის უცხოელ თანატოლებთან შედარებით ძალიან ნიჭიერია, მაგრამ გადის დრო და მათი განვითარება ჩერდება, უცხოელები კი მაღალ მიზნებს აღწევენ. ეს უმთავრესად "ვარსკვლავური" სენის ნაადრევად შეყრის გამო ხდება. პატარა წარმატებაზე თვლიან, რომ ყველაფერი მიღწეულია და აქ მთავრდება ყველაფერი. მესმის, რომ არც ისე ადვილია ახალგაზრდულ ასაკში, გაუმკლავდე წარმატებას და თავში არ აგივარდეს, მაგრამ ეს აუცილებელია, მით უმეტეს, რომ უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ გაანიავეს ნიჭი ჩვენმა ფეხბურთელებმა. შენ როგორ უმკლავდები ამ ყველაფერს?

- ჯერ მხოლოდ 15 წლის ვარ და ნაადრევია ამაზე საუბარი. რა უნდა "ამვარდნოდა" თავში? არ მქონია მსგავსი პრობლემები და იმედი მაქვს, რომ არც არასდროს მექნება. ასეთ სიტუაციებში, ალბათ, ოჯახს ყველაზე დიდი ფუნქცია ეკისრება.

მკითხველი:

- არის თუ არა ქართველი ფეხბურთელი, ვისი თამაშიც შენთვის სამაგალითოა და თუ არის, მაშინ ვინ?

- კი, ასეთი შოთა არველაძეა.

მკითხველი:

- შენი აზრით, რომელ გუნდში ითამაშებდი, ახლა საქართველოში რომ ყოფილიყავი და არა საფრანგეთში?

- თბილისის "დინამოში" თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის ოცნებაა, ვინც საქართველოში თამაშობს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ "დინამოს" ავირჩევდი.

მკითხველი:

- საქართველოს ნაკრებზე მინდა გკითხო. როგორ ხედავ გამოსავალს, რომ ნაკრებმა უკეთესი თამაში აჩვენოს და შედეგი დადოს? არადა, ფეხბურთელები ყოველთვის გვყავს, თითქოს რაღაც გვაკლია ბოლოს... იმედია, ნაკრებშიც წარმატებული იქნები და გვეღირსება ქართველებს, ვითამაშოთ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე...

- ვფიქრობ, რომ თქვენს შეკითხვას უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება და ჩემი მხრიდან არაკომპეტენტურ და არაკორექტულ პასუხს თუ მიიღებთ მხოლოდ. ამაზე ჩემზე გამოცდილებმა და იმ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ, ვისაც უშუალოდ ეხებათ ეს საკითხი.

მკითხველი:

- არის თუ არა ნაკრებში თამაში განსხვავებული მოტივაცია? რა თქმა უნდა, არა პროფესიული თვალსაზრისით, მადლობა...

- რა თქმა უნდა! ეროვნული გუნდის მაისურის მორგებაზე ვინ არ ოცნებობს? ეს სხვა ემოციაა, სხვა განწყობა, სხვა მოტივაცია და პასუხისმგებლობა.

მკითხველი:

- გამარჯობა, ნიკა. მაინტერესებს, რა არის ის განსხვავება, რაც ქართველ და ფრანგ ახალგაზრდა ფეხბურთელებს განასხვავებს და რის ხარჯზე აღწევენ ისინი წარმატებას. ასევე, რას იტყოდი ახალგაზრდულ ნაკრებში შენს განაცხადში არმოხვედრასთან დაკავშირებით? შენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

- ქართველების ყველაზე დიდი პრობლემა მენტალიტეტია. ალბათ, სწორედ ეს განასხვავებს ქართველსა და ფრანგ ბავშვებს ერთმანეთისგან. აქ უკეთესი პირობებია განვითარებისთვის, უფრო მეტად სჯერათ საკუთარი თავისა და ძალების.

რაც შეეხება ნაკრებს, როგორც მაშინ მითხრეს, მზად არ ვიყავი ნაკრებში სათამაშოდ. ახლანდელ შეკრებაზე კი, როგორც უკვე აღვნიშნე, გამოძახებული ვარ, თუმცა პსჟ-სთვის ოფიციალური წერილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჯერ არ გამოუგზავნია.

მკითხველი:

- გამარჯობა, ნიკუშ. ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და საქართველოდან ვის მხარდაჭერას გრძნობ ყველაზე მეტად? წარმატებები კარიერაში სამშობლოს სასახელოდ...

- ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ჩემი ოჯახია. საქართველოდან მეგობრები მგულშემატკივრობენ, ჩვეულებრივი ადამიანები, მედიაც, რომელიც ყურადღებით ადევნებს თვალს ჩემს თამაშებს. მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის მეტი პასუხისმგებლობაა, რომ უკეთესი ვიყო.

მკითხველი:

- ნიკუშ, პირველ რიგში, მსურს დიდი პატივისცემა გადმოგცე ჩემი მხრიდან... თითქმის ყველა შენი თამაში, გოლი მაქვს ნანახი "იუთუბზე" და მსურს გითხრა, რომ ველოდები იმ დღეს, როცა ნაკრების ფეხბურთელი  და ქართველი ვარსკვლავი  გახდები. იცოდე, გელოდებით. წარმატებები. და შეკითხვა: გაქვს თუ არა საფრანგეთის გარდა რაიმე ვარიანტი?

- პსჟ-ს 16-წლამდელთა გუნდში ვთამაშობ. ჯერ ნაადრევია საუბარი შემოთავაზებებზე. მე ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი და დასამტკიცებელი. მადლობას გიხდით ასეთი მხარდაჭერისთვის.

მკითხველი:

- მოგესალმებით, ნიკა. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და თქვენ და თქვენს ძმას მოგილოცოთ ფრანგულ გრანდში, პსჟ-ში გადასვლა. ძალიან გვეიმედება თქვენი ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. თუმცა ხშირია, როცა უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელები უარს ამბობენ ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და სხვა ქვეყნის სახელით თამაშს ამჯობინებენ. თქვენი აზრით, რა განაპირობებს მათ არჩევანს და რას ურჩევთ ქართველ ფეხბურთელებს, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელით აპირებენ თამაშს? რა არის თქვენი საფეხბურთო ოცნება? გმადლობთ.

- ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჯერ იმდენი არაფერი გამიკეთებია, რომ რომელიმე ფეხბურთელის ქმედება გავაკრიტიკო. მათ აქვთ არჩევანის საშუალება და ისე იქცევიან, როგორც ეს მათ სურთ. მესმის, რომ შესაძლოა, ეს ფაქტი გულშემატკივრების აღშფოთებას იწვევდეს, მაგრამ ხშირად ქვეყანა კარგავს ასეთ ადამიანებს და შემდეგ გულისტკენა პატრიოტიზმს სწონის.

მე მხოლოდ ჩემს თავზე შემიძლია გესაუბროთ. სასურველი იქნებოდა, რომ ყველა ქართველს საქართველოს ნაკრებში ეთამაშა და სხვაგან არ წასულიყო, მაგრამ ხშირად ცხოვრება ძალიან რთულია და ისე არ ვითარდება მოვლენები, როგორც ამას ვისურვებდით.

მკითხველი:

- გამარჯობა, ნიკა. დიდი მადლობა გოლებისთვის, ძალიან გვინდა, ასე გააგრძელო ჩვენი გახარება. როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ გააგრძელო მაღალ დონეზე თამაში და გაახარო ქართველი მაყურებელი?.. და ხარ თუ არა მზად იმისთვის, რომ თავი არ დაზოგო და ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო წარმატებული გახდე? წარმატებები.

- საჭიროა დაუღალავი მუშაობა. შრომა, შრომა და კიდევ ერთხელ შრომა. ჩემი თავი ფეხბურთისთვის მაქვს გადადებული. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

მკითხველი:

- ვის თვლი 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად?

- მესი საუკეთესოა.

მკითხველი:

- ნიკა, ჩემო პატარა მეგობარო, ძალიან მეამაყება და მიხარია, რომ ასეთი მაგარი ბიჭი ხარ და მაგრადაც თამაშობ. წავიკითხე შენი ინტერვიუ საქართველოს ნაკრების თაობაზე, რომ გინდა შენს მშობლიურ ნაკრებში თამაში და მაგრად გამიხარდა. კითხვა არ მაქვს, მაგრამ დიდი თხოვნა მაქვს, საქართველოს ნაკრებში თამაშზე არ თქვა უარი - შენნაირი ბიჭები გვჭირდება. შენნაირები თუ დაუბრუნებენ ქართულ ფეხბურთს ძველ დიდებას. ღმერთმა გაგახაროს შენ და შენი მშობლები, ასეთი ჯიგარი ბიჭი რომ ხარ. მეც საფრანგეთში ვარ და თუ მომეცემა შანსი, აუცილებლად ვნახავ შენს თამაშს. ღმერთის წყალობით შენც და შენი პატარა ძმაც დიდი ფეხბურთელები გაიზრდებით და ბევრ წარმატებას მოუტანთ სამშობლოს. გულით და სულით გამიხარდება თქვენი წარმატებები. უფალი თქვენკენ და აბა, თქვენ იცით, ბიჭებო. შემოგევლეთ.

- ძალიან დიდი მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვის. აუცილებლად საქართველოსთვის ვითამაშებ - ეს საკითხი არც ახლა განიხილება და არც მომავალში დაისმება რაიმე კითხვის ნიშანი.

მსგავსი ემოციური წერილები უფრო მიძლიერებს საქართველოში თამაშის სურვილს და დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს პირველ რიგში საკუთარ თავთან, ჩემს ქვეყანასა და ჩემს გულშემატკივართან.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქუთათელაძის 370-მილიონიანი ფოტოები

პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს

ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

გიორგი ნემსაძე: ამ ბიჭებმა მიაღწიონ, რასაც ჩვენ ვერ შევწვდით...

გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური

ნიკა ქუთათელაძემ Sportall.ge-ს მკითხველი დაასაჩუქრა

ნიკა ქუთათელაძე: პსჟ-სთან კონტრაქტში დიდი წვლილი კლუივერტს მიუძღვის

დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს

პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ტოჩინოშინი იაპონური პრესის ობიექტივში

დაგვირეკა კახა კალაძის ყოფილმა აგენტმა და გვითხრა... - ქართველი ფეხბურთელი, რომელიც პსჟ-ში თამაშობს