ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აბა, ვინ გვყავს ჩვენ? ისევ თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლზე [VIDEO]

აბა, ვინ გვყავს ჩვენ? ისევ თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლზე [VIDEO]

განა ბევრია დღეს მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი, ვინც პრინციპული მატჩის უკანასკნელ წუთზე გაბედავს და ასეთ დარტყმას შეასრულებს?
პოეზიაში ან პროზაში შედევრს რომ გადავაწყდებით, წამსვე ჩნდება შეგრძნება, რომ ის ლექსი თუ მოთხრობა ღმერთის კარნახის გარეშე ვერ დაიწერებოდა. არის ხოლმე ფეხბურთში გოლები, რომლებიც ზუსტად ამგვარ შეგრძნებას აჩენს... ასეთი გოლი გაუტანა თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" - გამარჯვების გოლი, რომელიც იყო საფეხბურთო ესთეტიზმის უმაღლესი გამოვლინება.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]

- როგორ გადაეხვია აფხაზი ქართველს!.. სასიამოვნო კადრი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს [VIDEO]

ეს იყო ეპიზოდი, რომელმაც ერთხელაც გვიჩვენა, თუ რატომ არის ფეხბურთი მსოფლიოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა.

მთელი საფეხბურთო საქართველო ოქრიაშვილის გოლზე მსჯელობს. რამდენიმე ნააზრევს წავაწყდი, რომლის მიხედვითაც, თორნიკეს ეს გამოუვიდა და როცა გადამწყვეტ დარტყმას ასრულებდა, გატანაზე არ ფიქრობდა.

ალბათ, არ დარჩა საქართველოში გულშემატკივარი, ვისაც ეს გოლი არ უნახავს. საბედნიეროდ, ქომაგს შემთხვევითისა და კანონზომიერის გარჩევა არ ეშლება. პირდაპირ უნდა დავწერო - ეს იყო გამიზნული დარტყმა და ოქრიაშვილმა ზუსტად იცოდა, რას და როგორ აკეთებდა.

რუსმა ჟურნალისტმა შენიშნა კიდეც, ასეთ გოლს რომ გაიტან, უთუოდ კოსმიურ ძალებთან უნდა გქონდეს კავშირიო. მართებული შენიშვნაა - ზუსტად ისეთი გოლი-შედევრი იყო, ზემოთ "ღმერთის კარნახს" რომ დავუკავშირეთ. გავრისკავ და დავწერ: ის იყო ისეთი გოლი, რომელიც შეიძლება გაიტანოს განსაკუთრებულმა ფეხბურთელმა - მოწოდებით ვარსკვლავმა.

კარგა ხანია, სანაკრებო ასპარეზზე ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავის ძიებაში ვართ და, მგონი, ნატვრისთვალისა არ იყოს, ასეთი ვარსკვლავი, როგორც იქნა, ვიპოვეთ. ოქრიაშვილი უკვე დიდი ხანია, ბურთს დასდევს, თუმცა ახლაღა შედის საფეხბურთო სიმწიფის ასაკში.

ერთიც: როცა ოქრიაშვილის მიერ გატანილ გოლს ბევრჯერ ვნახავთ ან გონებაში დავატრიალებთ, ისიც გავიხსენოთ, რა დროს გავიდა ეს გოლი. განა, ბევრია დღეს მსოფლიოში ისეთი ფეხბურთელი, ვინც პრინციპული მატჩის უკანასკნელ წუთზე გაბედავს და ასეთ დარტყმას შეასრულებს?

არა, ბატონებო, ბევრი არ არის და ეს კიდევ უფრო ზრდის ოქრიაშვილი-ფეხბურთელის ღირებულებას. მისთვის უცხოა ჩარჩოები, მისთვის უცხოა შიში და მოკრძალება. მისთვის ძალიან ხშირად უცხოა წესრიგიც, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა და ჩვენს წერილშივე აუცილებლად მივუბრუნდებით.

რას ვისურვებდით ოქრიაშვილისთვის სანაკრებო თუ საკლუბო კარიერაში? ერთადერთი - მეტ სტაბილურობას. ასეთ შემთხვევაში ოქრიაშვილი აღარ დარჩება ლოკალურ, მხოლოდ ქართული რეალობის ვარსკვლავად.

ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი და, თითქოს, ღმერთისგანაა, რომ ყველა ასეთს განსაკუთრებულად რთული ხასიათი დაჰყვება ხოლმე. მერე და, ვინ თქვა, რომ ფეხბურთი მხოლოდ მარტივი ხასიათის ბიჭების თამაშია?

ბევრ ვარსკვლავს ჰქონია და აქვს რთული ხასიათი, მაგრამ ისინი ახერხებენ ჩარჩოებში ყოფნას და ეს აუცილებლად უნდა შეძლოს ოქრიაშვილმაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბევრი სანაკრებო მატჩის წინ თუ მის შემდეგ თორნიკეს ქცევა მედიისა თუ გულშემატკივრის განხილვის საგანი არ უნდა იყოს.

დღეს ოქრიაშვილის გოლს ბევრი ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ გატანილს ადარებს და ეს დიდი პატივია. შორიდან ასე ჩანს: ზლატანი ფეხბურთელებში ერთ-ერთი რთული კაცია - რთული და საკუთარი თავის უზომოდ მოყვარული. და ზლატანმა ბოლომდე წარმოაჩინა საკუთარი თავი. ის ბოლომდე დაიხარჯა ყველა კლუბში, სადაც თამაშობდა, წლების განმავლობაში ლამის მარტომ ულიდერა შვედეთს და ეროვნული გუნდიდან ვალმოხდილი წავიდა.

ბევრი არაერთგვაროვანი საქციელისა თუ გამონათქვამის მიუხედავად, იბრა ჩემთვის ნამდვილი პროფესიონალია.

ჩვენც არ ვართ ფრთიანი ანგელოზები და ამას არც ოქრიაშვილისგან ვითხოვთ. უბრალოდ, თორნიკემ უნდა შეძლოს და ბოლომდე გახდეს ფეხბურთის კუთვნილება. დღეს ქართულ ფეხბურთს ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ოქრიაშვილი საშუალო ფეხბურთელის დონეზე გაიყინოს.

თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც ვისურვეთ, წერილის დასაწყისში დასმულ კითხვას ერთადერთი პასუხი ექნება - ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავი გვყავს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დავით 67

გიჟივით სირბილი ფეხბურთი არაა,გოლი მართლა იდეალური გამოუვიდა და ამიტომ ვერაფერს იტყვი კაცი ცუდს

• effe

ბიჭო რა გვჭირს ესეთი ამ დალოცვილი ქვეყნის შვილებს ბიჭმა შეძლო და ულამაზესი გოლი გაიტანა არ გკიდიათ შემთხვევითობა იყო თუ არა?? ეგრე ყველა გოლზე შეიძლება ითქვას შემთხვევითობააო... ვერ თამაშობენ აგინებთ გააკეთებენ რამეს და მაინც აგინებთ კარგით რაა... ჯერ ჩვენ შევიცვალოთ როგორც საზოგადოება და მერე მოვითხოვოთ წარმატებები...

• bs

სამწუხაროა რომ ასეთი ძაან საჭირო და მაგარი გოლის მერე თითქმის ვერაფერი ვერ აჩვენა შემდეგ თამაშში, ასე თამაშით არაფერი არ გამოვა!

• goga

რა ვთქვა, შეიძლება ზოგი არ დამეთანხმოს მაგრამ: თუ ნაკრებში არ გაიტანა გოლები და არ გაგვახარა ქართველები, სულ ფეხებზე მკიდია მაგის ლამაზი გოლები სხვა ქვეყნის გადამთიელებში!!! სხვათა შორის ეს მარტო ოქრიაშვილს არ ეხება, სხვა მკვდრებსაც ეხება, ნერვებს რომ გვიშლიან გულშემატკივრებს და რომ შემაძულეს ეროვნული ნაკრები!!!

• ოზეროვი

ერთი გოლით ვარსკვლავი რომ ხდებოდეს, რაღა გვიჭირდა! ერთხელ ყარაულსაც გაუვარდება! რა ვარსკვლავი, რის ვარსკვლავი, კაცი, რომელიც არ აფსებს თავის თანაგუნდელებს, კაცი, რომელიც თავისი გუნდის წევრს გვერდზე არ დაუდგება და არ დააზღვევს, კაცი, რომელსაც თავი იმ დონის ვარსკვლავად მიაჩნია, რომ მწვრთნელის, თანაგუნდელების, გულშემატკივრების აზრი ფეხებზე ჰკიდია, ვარსკვლავია? ნაკრებში თავდაუზოგავად დარბისო! რომ დარბის, რას აკეთებს? მიშა მესხი სულ არ დარბოდა, მარა ერთს ისეთს გაიქცეოდა, რომ მოწინააღმდეგე გუნდს ელეთმელეთი ემართებოდა! ვარსკვლავი არა კვატი!

• soxumeli

შემთხვევით არაფერი ხდება. მართალია წერილის ავტორი, ბევრი გინახავთ ისეთი ვეხბურთელი რომელსაც არ მოერიდება და ასეთ დროს ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს? ხოდა სწორედ ამიტომაც ღმერთმაც გადმოხედა და დაასაჩუქრა!

• rexeli

ოქრიმ გაიტანოს საქართველოს ნაკრებში თორემ კლუბებში რომ თამაშობენ ეგ ქე ვიცით?

• მახო

ეს გოლი იყო შემთხვევითობა... ვისაც ფეხბურთი უთამაშია დამეთანხმება რომ შეუძლებელია ასეთ დარტყმას ზუსტი მიმართულება მისცე... და ულამაზესი როა და ყველას გაგვეხარდა ეს არცაა სალაპარაკო

• ჯონი

ოქრიმ ისეთი გოლი გაიტანა ყოველდღე რომ ვწეროთ და ვაქოთ ნამდვილად ღირსია. წარმატებები და პირადი ბედნიერება მას ოჯახთან ერთად...

• me

ერთი მთელი კვირა რო წერთ მატჩის მოლოს შემთხვევით გავარდნილ გოლზე, დღეს თუ უყურეთ როგორ ითამაშა ოქრიაშვილმა ? ორი პასი ვერ მისცა ზედიზედ ნორმალური..... ფეხბურთელი ფასობს სტაბილურობით ყოველ თამაშში რო ამტკიცებს თავის მაღალ კლასს გოლებით საგოლე გადაცემებით, ეს კვარტალშI ერთხელ გოლს თუ იტანს მაგიტოავარსკვლავი? მოდი რა მოეშვით ერთი ადგილის თამასს

• guaduas

სუპერგოლი იყო და ამაზე ზედმეტი ლაპარაკი არ ღირს; ოქრის ნაკლია მისი უდისციპლინობა, მაგრამ რასაც ვერ დაუკარგავ ის არის რომ ნაკრებში მართლა თავს არ ზოგავს, გიჟივით დარბის და სუპერგოლებიც გააქვს, თუნდაც ირლანდიასთან და განსაკუთრებით ბელორუსთან გატანილი გოლები გაიხსენეთ; ა

• gizog

დიახ "- ჩვენ ნამდვილი ვარსკვლავი გვყავს!" სხვა ამბავია,როგორ შევიშნოებთ ამას გულშემატლივარი, საზოგადოება, ჩვენ ხომ დაყოფილები ვიყავით და ვართ იმისტებად იმისტებად. მე მახსოვს იყო ნაწილი გულშემატკივრების უფროს ნოდარ ახალკაცს მაშინაც აგინებდა, როცა ევროპის თასი ავიღეთ. ქართული ფეხბურთი მოკლაო. აცხონოს უფალმა ნოდარის სული.

• Guadua

რა მოხარშეთ კაცო ტვინი ამ ერთი გოლის გამო. მაგის გოლს 100 ჯერ სჯობს ლაშა შერგელაშვილის მართლა უნიკალური გოლი ზუგდიდის კარებში. სინდისი ხომ უნდა გქონდეთ ცოტა არა?

• gocha

მართლა ძალიან ნიჭიერია.მარა ნიჭს გამოყენება უნდა.სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ ახერხებს ოქრი ნიჭის გამიყენებას.დღესდღეობით საქართველოს ამ დონის ფეხბურთელი არ ყავს.საუკეთესო ქართველი ფეხბურთელია დღეისათვის.,თუმცა....

გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა

საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

მესი სიაში ვერ მოხვდა - რამოსმა დაასახელა 2 შემტევი, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად უჭირდა

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

"რუსეთის ჩემპიონატზე ვერავინ იტყვის, რომ ცუდი და სუსტია" - სპერციანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

მეორე სომეხი ფეხბურთელი "ინტერში"? - "ნერაძურის" პრესსამსახურმა სიტუაცია განმარტა

"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

პსჟ თუ "ჟირონა"? - სპერციანმა კომენტარი გააკეთა

42 წლის იბრაჰიმოვიჩი: სეზონში 30 გოლს ახლაც გავიტანდი

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

[VIDEO] "იყავი ჩუმად, ვიდრე შენზე უკეთეს ფეხბურთელს არ გეტყვი" - რა გააკეთა გამოწვევაზე ვარსკვლავების ჩამოთვლისას იბრაჰიმოვიჩმა

"ზლატანს "ოქროს ბურთი" ამის გამო არ მისცეს" - მუნტარიმ იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა

"მესი პსჟ-სთან არ დამარცხებულა, იცით, ეს რატომ მოხდა?" - ზლატან იბრაჰიმოვიჩი