ევროპის შარშანდელმა ვიცე-ჩემიონმა ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-2016 წლების გრან-პრის მეხუთე ეტაპში 6,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმელი დიდოსტატი, ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ნინო ბაციაშვილი ხანტი-მანსიისკში მოჭადრაკე ქალთა ფიდეს 2015-2016 წლების გრან-პრის გათამაშების მეხუთე ეტაპში (საპრიზო ფონდი 60.000 ევრო), სადაც შვიდი ქვეყნის 12 წარმომადგენელი წრიული სისტემით ეცილებოდა ერთმანეთს პირველობას (მთავარი პრიზი 10.000 ევრო), კარგა ხანს მეწინავეობდა.

ბოლოსწინა მეათე ტურში ჩინელ ცზიუ ვენძიუნთან მარცხის შემდეგ ლიდერობა აზიელ მოჭადრაკეს გადააბარა. გუშინ კი მე-11 ტურში ქართველი დიდოსტატი შავი ფიგურებით ოლგა გირიას (რუსეთი) დაუზავდა და 6,5 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

თერთმეტი შესაძლებლობიდან 7.5 ქულით პირველი ადგილი ცზიუ ვენძიუნმა დაიკავა. ჩინელი მოჭადრაკე ბოლო ტურში ნატალია პოგონინას (რუსეთი) შეუთანხმდა ყაიმზე. ამ გამარჯვებით ვენძიუნმა მეხუთე ეტაპის მთავარ პრიზთან ერთად 160 ქულაც დაიმსახურა, რითაც მან ფიდეს გრან-პრის გათამაშებაში სამი რაუნდის ჯამში 413,3 ქულა მოაგროვა (ჩინელ დიდოსტატს თეირანის ეტაპის მოგებითაც 160 ქულა ერგო, ხოლო სამშობლოში, კერძოდ, ჩენგდუში 93.3 ქულა დაიმსახურა) და, დებულების თანახმად, 2017 წლის მეორე ნახევარში მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინისთვის იბრძოლებს.

მისი მეტოქე 2017 წლის თებერვალში გაირკვევა - ორი თვის შემდეგ ირანის დედაქალაქი თეირანი ნოკაუტსისტემით ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტახტის ამჟამინდელი მფლობელი - ჩინელი ჰოუ იფანი თეირანში ტიტულს თუ ვერ ან არ დაიცავს (წინასწარი მონაცემებით, ჰოუ იფანი ირანში ჩასვლას არ აპირებს), მაშინ ახალი ჩემპიონი რამდენიმე თვეში გვირგვინის შესანარჩუნებლად ვენძიუნს დაუპირისპირდება. თუკი თეირანში ცზიუ გახდება ჩემპიონი, მაშინ გრან-პრის მეორეადგილოსან ჰამპი კონერუსთან (ინდოეთი) გაარკვევს ურთიერთობას (მართალი გითხრათ, რაღაც აბსურდული სისტემაა და, თბილისში ყოფნისას როგორც ფიდეს პრეზიდენტმა კირსან ილუმჟინოვმა გვითხრა, ქალთა ჩემპიონატის ჩატარების ახალ მოდელზე მუშაობენ).

ხანტი-მანსიისკში ბოლო ტურის დანარჩენი ოთხი პარტია ასე დასრულდა: ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი) 1:0, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ვალენტინა გუნინა (რუსეთი) 0:1, ბელა ხოტენაშვილი-სარსადათ ხადემალშარიეხი (ირანი) 0.5:0.5, ნატალია ჟუკოვა (უკრაინა)-ლელა ჯავახიშვილი 0.5:0.5.

საბოლოო შედეგები: ცზიუ ვენძიუნი-7.5, ნინო ბაციაშვილი-6.5, ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა, ჰარიკა დრონავალი, ოლგა გირია, სარასადათ ხადემალშარიეხი-6-6, ნატალია ჟუკოვა-5.5, ბელა ხოტენაშვილი-5, ნატალია პოგონინა, ლელა ჯავახიშვილი-4-4, ელმირა სკრიპჩენკო-2.5 ქულა.

ფიდეს ქალთა გრან-პრის 2015-2016 წლების გათამაშებაში სულ 22 მოჭადრაკე ჩაება. გათამაშდა ხუთი ეტაპი (მონტე კარლო, თეირანი, ბათუმი, ჩენგდუ, ხანტი-მანსიისკი). თითოეულმა მოჭადრაკემ (ჰოუ იფანის, სომეხი ელინა დანიელიანისა და ჩინელი თან ჟონის გარდა) სამ-სამ რაუნდში იასპარეზა.

მოგროვებული ქულების ჯამით ადგილები ასე განაწილდა: 1. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 413.3 ქულა), 2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 335), 3. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 287), 4. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 277), 5. ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 272), 6. ჟაო სიუე (ჩინეთი, 250), 7. ნინო ბაციაშვილი (245), 8. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 223.3), 9. მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 220), 10. სარასადათ ხადემალშარიეხი (ირანი, 212), 11. ნანა ძაგნიძე (205), 12. ნატალია პოგონინა (რუსეთი, 195), 13. ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 173.3), 14. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 160), 15. ოლგა გირია (რუსეთი, 157), 16. ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 140), 17. პია კრამლინგი (შვედეთი, 125), 18. ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 110), 19. ბელა ხოტენაშვილი (110), 20. ლელა ჯავახიშვილი (100), 21. ელინა დანიელიანი (სომხეთი, 20), 22. თან ჟონი (ჩინეთი, 20).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
ბათუმი 2018: ქალთა ნაკრების მეოთხე გამარჯვება ვიეტნამთან
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლი მოიპოვა
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ფიდე-ს ახალი რეიტინგი: ნანა ძაგნიძე მე-11 ადგილზეა