საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი. საპასუხო მატჩი
1993 წლის შემდეგ, რაც ქართულ გუნდებს დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება დართეს, მხოლოდ ერთხელ (2012) მოხდა, თბილისის "დინამომ" ევროტურნირების საგზური რომ ვერ მოიპოვა. ახლაც იყო ამის ალბათობა, მაგრამ ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ორრაუნდიან უმძიმეს დაპირისპირებაში მაინც შეძლო "საბურთალოს" ძლევა.

ახლა კი "ბრინჯაოს" პლეი ოფის გადამწყვეტი, ერთმატჩიანი დაპირისპირება (10 დეკემბერს, ნეიტრალურ მოედანზე, გორში რომ უნდა გაიმართოს) გველოდება: თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" პაექრობაში გამარჯვებული გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებთან ერთად, ევროპალიგის საგზურსაც მოიპოვებს.

აი, "საბურთალოსათვის" კი საფეხბურთო წელიწადი 4 დეკემბერს დასრულდა, მაგრამ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მიმართ სასაყვედურო არავის უნდა ჰქონდეს! ყოველ შემთხვევაში, "საბურთალოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს "დინამოსთან" ორივე დაპირისპირებაში ცდა არ დაუკლიათ წარმატების მისაღწევად, მაგრამ ვერც იმას იტყვის ვინმე, თითქოსდა, "დინამომ" არ დაიმსახურა გუშინ მოგება!..

უკვე აღარც გვიკვირს "დინამოს" შემადგენლობის მკვეთრი გაახალგაზრდავება და ასე იყო გუშინაც: 18-19 წლის ლუკა ლოჩოშვილი, ბექა მიქელთაძე და გიორგი ზარია, თვეზე მეტია, ძირითადის ფეხბურთელები გახდნენ; სათადარიგოთა სკამზე კი, გიორგი ლომაიასა და ლადო დვალიშვილის გარდა, ყველა დანარჩენები 17 წლის ბიჭები იყვნენ.

ჰოდა, გუშინდელი მატჩის (და, საერთოდ, ამ ორრაუნდიანი დაპირისპირების) ერთადერთი გოლიც "ახალი დინამოელების" წარმომადგენელმა გიორგი ზარიამ გაიტანა, რომელიც პირველი ტაიმის შუაგულში მშვენივრად გაერკვა სიტუაციაში და საჭირო დროს, საჭირო ადგილას მყოფმა ზუსტადაც დაარტყა.

ვიდრე გამოცვლიდნენ, ზარიამ უაღრესად შრომატევადი სამუშაო შეასრულა; არანაკლებ აქტიურობდა ბექა მიქელთაძეც, რომელმაც მატჩის მიწურულს ჩინებულ დრიბლინგს ძლიერი დარტყმაც მოაყოლა, მაგრამ ოთო გოშაძემ ბურთი მოიგერია. საერთო ჯამში, "დინამომ" უკეთესი შთაბეჭდილება პირველ ტაიმში დატოვა.

აი, შესვენების შემდეგ კი, "საბურთალო" უფრო გააქტიურდა და ეს "სცენარიც" არავისთვის იქნებოდა გასაკვირი: სტუმრებს ხომ ერთი გოლი სჭირდებოდათ სასურველი შედეგის მისაღწევად. თუმცა ისევ პირველ ტაიმს დავუბრუნდეთ, სადაც ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები მათე ცინცაძის ეფექტურად შესრულებული საჯარიმო (ბურთი სტუმართა კარის ძელს მოხვდა) დარტყმა და "საბურთალოს" მარჯვენა მცველ ნოდარ იაშვილის გაუთავებელი რეიდები იყო.

ცალკე უნდა გამოვყოთ პირველი ტაიმის (და, ალბათ, მთელი მატჩის) ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ეპიზოდი, როცა სტუმართა მარჯვენა გარემარბმა ვაგნერმა მარჯვენა ფლანგზე ფინტების კასკადით რამდენიმე მეურვე ჩამოიცილა, მასპინძელთა საჯარიმოშიც შეაღწია და მახვილი კუთხიდან ბურთი "დინამოს" კარის ბადეს... გარედან გაარტყა. არადა, "საბურთალოს" ფრანგი ლეგიონერისაგან ერთდროულად სამი თანაგუნდელი ელოდა აშკარად საგოლე პასს - სამივენი უაღრესად ხელსაყრელ სიტუაციაში იმყოფებოდნენ.

მეორე ტაიმი "საბურთალომ" აქტიურად კი დაიწყო, მაგრამ პირველი რეალური მომენტი მაინც მასპინძლებს ჰქონდათ: კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით გზავნიდა სტუმართა კარისკენ აკაკი ხუბუტია, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა. მალე "დინამოს" კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შეექმნა: მარცხენა ფლანგზე ლუკა ლოჩოშვილმა იაქტიურა, მაგრამ გიორგი ზარიას სტუმართა მცველებმა წამით დაასწრეს.

ამასობაში მოედანზე, ცოტა არ იყოს, ზომაზე მეტი ხისტი თამაშიც გაჩაღდა და მასპინძელთა უკრაინელი თავკაცი ვიაჩესლავ გროზნიც ემოციურად მოუწოდებდა არბიტრს ამ სიხისტის აღსაკვეთად. მისი ახალგაზრდა ოპონენტი ჭიაბრიშვილი კი შეცვლებით შეეცადა სიტუაციის შეცვლას და ცვლილებებთან ერთად, გარკვეული ტაქტიკური გადაადგილებებიც მოახდინა თავის გუნდში.

ამან გარკვეული შედეგი მოიტანა და "საბურთალოც", სულ მცირე, ორჯერ ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან; ერთ ეპიზოდში თედორე გრიგალაშვილი ძალიან ახლო მანძილიდან თავით გზავნიდა ბურთს, მეორედ კი (უკვე - მატჩის მიწურულს) გიორგი ხარაიშვილმა ასევე ძალიან ახლო მანძილიდან ბურთი მასპინძელთა კარს ზემოდან გადააცილა.

აქვე, ისიც უნდა ვთქვათ, რომ უაღრესად დამაჯერებლად თამაშობდა "დინამოს" მეკარე და კაპიტანი ნუკრი რევიშვილი. ასევე გამორჩეული გახლდათ მასპინძელთა შემადგენლობაში მათე ცინცაძე, რომელმაც ერთ ეპიზოდში წამით დაასწრო სტუმართა ფორვარდს, თორემ ხიფათი გარდაუვალი იქნებოდა.

ამასობაში დრო იწურებოდა, შესამჩნევად გააქტიურდნენ გრიგოლ ჩაბრაძე და შეცვლაზე შემოსული გარსია პენა, მაგრამ "დინამო" თავს უნარიანად იცავდა და მწვავე კონტრშეტევების წამოწყებასაც ცდილობდა, რისი დასტურიც იყო ზემოთ ნახსენები ის ეპიზოდი, მარჯვენა ფლანგზე ბექა მიქელთაძის აქტიურობას რომ მოჰყვა - ოთარ კიტეიშვილი მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ ბურთი სტუმართა კარის ბადეს გარედან მოხვდა.

...არბიტრის მიერ დამატებული მეოთხე წუთი იწურებოდა, "საბურთალომ" სტანდარტულის უფლება რომ მოიპოვა: საჯარიმოში სტუმართა ყველა ფეხბურთელი იყო ჩასული და იქ "ჩაბზრიალებულ" მაღალ ბურთს მილიმეტრებში ვერ მისწვდა გაგი მარგველაშვილი, თორემ არავინ იცის, მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი. საპასუხო მატჩი

04.12. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბ)-საბურთალო 1:0

პირველი მატჩი 0:0

გოლი: 1:0 ზარია (24. რენე ფერეირას პასით)

დინამო (4-1-4-1): რევიშვილი - ზ. ჭელიძე, ხუბუტია, რენე ფერეირა, ლოჩოშვილი - ცინცაძე - ჯიღაური, ზარია (78. ჩაკვეტაძე), პაპუნაშვილი (87. ნინუა), კიტეიშვილი - მიქელთაძე.

სათადარიგოები: დვალიშვილი, კიკალიშვილი, კუცია, ხარაბაძე, ლომაია

მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

საბურთალო (4-3-3): გოშაძე - იაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე - მამუჩაშვილი (80. კოხრეიძე), ტერა (62. ნადარაია), ხარაიშვილი - ვაგნერი, ფანცულაია (74. პენა), ხარა.

სათადარიგოები: ხოსე კარასკო, გვარაძე, სოფრომაძე, ქურდაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: გრიგალაშვილი (61), ლოჩოშვილი (68), ჯიღაური (86)

არბიტრი: ჯ. ხორავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramazi
ხასჰურსჰი რომ სტადიონი რომ ასჰენონ სულ გაივსება სტადიონი ხაშურლებს მოენატრატ ფეხბურტის კურება ტავიანტ ქალაკსჰი/საბურტალო დინამოს ტამასჰი ხელმეორედ უნდა ჩატარდეს 4ივე მსაჯს მსაჯობა უნდა აკრდალოს
Jango
რა სასიამოვნოა, ამოდენა უკაცირელი სტადიონზე თამაში, ფეხბურთელი იქ მუდამ დათრგუნული იქნება, რისი ხარისხი და აზარტი უნდა მოსთხოვო მას? რა უნდა თბილსიში ფეხბურთს, გადაიყვანეთ დინამო ხაშურში, უცბად აშენეთ კი 10 000 იანი სტადიონი და მაყურბელიც ეყოლება და რეგიონიც გახალისდება. საბურთალო ახალციხეში გადაიყვანეთ, ლოკომოტივი კიდევ გურჯაანში. 2-3 წელიწადში რომ მოენატრებათ თბილისში ფეხბურთი მერე დაიწყებენ სიარულს
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
18 წ. | სამხრეთ აფრიკის სერიას ინგლისით ვიწყებთ
სამიდან სამი გამარჯვება - კვიპროსიც დამარცხებულია
[VIDEO] კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"
ოფიციალურად: გიორგი ზარიამ "კაირატი" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
"ჟალგირისთან" მატჩში თბილისის "დინამოს" შემადგენლობა ცნობილია
"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
ხვიჩასა და გიორგის დღე ლიგაზე და უთამაშებლობა სამშაბათს
თბილისის "დინამომ" 21 წლის შემტევი დაიმატა
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
ზარიას ერთი ტაიმი და "კაირატის" მარცხი "ოლიმპიაკოსთან"