ლულიჩი: "რუდიგერი წინდებს ყიდდა, დღეს კი თავი ფენომენი ჰგონია"
შესაძლოა, რომაულ დერბის აკლდეს კლასი, სანახაობა და გოლები, მაგრამ არასდროს აკლია ემოცია, დაძაბულობა და სკანდალები.

განვლილი მატჩიც ემოციური, ხისტი, უხეში და სკანდალური გამოდგა.

ახალი ტაქტიკა და მოგება კლასის ხარჯზე

მატჩი ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა, რადგან პირველ ნახევარში "ლაციო" ფლობდა საგრძნობ უპირატესობას, ხოლო მეორე ტაიმი "რომას" კარნახით წარიმართა. საგოლე შანსები ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა გამოიყენეს და შესაბამისად, მოიგეს კიდეც ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი.

იხილეთ ვიდეო

იტალიური მედიის ანალიზით, "რომამ" კლასის ხარჯზე მოიპოვა სამი ქულა. საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში, სპალეტიმ პირველად გამოიყენა 3-5-2 ტაქტიკა, რამაც გაამართლა. დიდი შანსია, "რომამ" ამ სქემით განაგრძოს ასპარეზობა და ამ მხრივ, "იუვენტუსს" დაემსგავსოს. მოკლედ, იტალიაში 3-5-2 სქემა ხდება დომინანტი და ვნახოთ, გაგრძელდება...

ჩხუბი მოედანზე და მის მიღმა

რომაულ დერბის უკვე დიდი ხანია, რაც ულტრასები ბოიკოტს უცხადებენ, რადგან მხოლოდ ამ მატჩზე უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები მოქმედებს. მიუხედავად ამისა, რთულია ისეთი "დერბი დელა კაპიტალეს" გახსენება, რომელსაც ინციდენტები და სკანდალები არ მოჰყოლია.

განვლილი მატჩის წინ "სტადიო ოლიმპიკოს" მიდამოებში გულშემატკივრებს შორის შეტაკება მოხდა, რის შემდეგაც რამდენიმე ქომაგი მსუბუქი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მატჩის შემდეგაც მოხდა, თუმცა საქმეში კარაბინიერები დროულად ჩაერივნენ და არავინ დაშავებულა.

ემოციები დუღდა მოედანზეც - მეორე ტაიმის შუაწელს, "რომას" და "ლაციოს" ფეხბურთელები ერთმანეთს შეასკდნენ და გარკვეული პერიოდით, თამაში გაჩერებული იყო, მსაჯმა კი ერთი წითელი და შვიდი ყვითელი ბარათი ამოიღო ჯიბიდან.

ისევ რასიზმი და მიზანში ამოღებული რუდიგერი

"ლაციოს" გულშემატკივრები ცნობილნი არიან რასისტული გამოხდომებით და არც რომაულ დერბიზე "შეურცხვენიათ თავი". მთელი მატჩის განმავლობაში ისმოდა შეურაცხმყოფელი შეძახილები ანტონიო რუდიგერის მისამართით.

ფერადკანიანი გერმანელი მცველი ტიფოზებმა მიზანში ამოიღეს და მთელი 90 წუთის განმავლობაში არ მოეშვნენ. საგულისხმოა, რომ ეს ამბები ხდებოდა "ლაციოს" ულტრასთა ბოიკოტის პირობებში, როდესაც ტრიბუნებზე ყველაზე რადიკალურად განწობილი ქომაგები არ ისხდნენ.

რუდიგერზე არა მარტო გულშემატკივრებმა, "ლაციოს" ფეხბურთელმაც გაილაშქრა - მატჩის შემდეგ სენად ლულიჩმა მეტად მოულოდნელი კომენტარი გააკეთა: "რუდიგერი მთელი მატჩის განმავლობაში პროვოცირებდა და ჩხუბიც დიდწილად მის გამო მოხდა. ორი წლის წინ შტუტგარტში წინდებს ყიდდა, დღეს კი თავი ფენომენი ჰგონია".

"ლაციო" ბოდიშს იხდის, ლულიჩი - არა

"ლაციოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც კლუბი ბოდიშს იხდის გულშემატკივართა რასისტული გამოხდომებისა და სენად ლულიჩის უმსგავსო განცხადების გამო. ამ თემაზე, თავად ფეხბურთელმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა, ბოდიში არ მოიხადა და თავის აზრზე დარჩა:

"ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, რადგან სიმართლე ვთქვი. რუდიგერი წინდებს ყიდდა, დღეს კი თავი დიდი ფეხბურთელი ჰგონია. წინდებს თეთრებიც ყიდიან და შესაბამისად, აქ რასისტულ შეურაცხყოფას ნამდვილად ვერ ვხედავ. მე ჩემს აზრზე ვრჩები, რუდიგერი კი, უბრალოდ, პროვოკატორია".

ლუჩანო სპალეტი ("რომას" მწვრთნელი): "ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით და მიხარია, რომ მიზანს მივაღწიეთ. დერბი ყოველთვის ემოციურია და გამონაკლისი არც ეს პაექრობა იყო. ამასთან, ეს იყო ბინძური მატჩი, ხისტი თამაშით და ბევრი უხეშობით. რომაულ დაპირისპირებაში ემოციები ნორმაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. რასიზმი? - ვფიქრობ, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმ ვაიგულშემატკივრებს, რომლებიც ადამიანებს კანის ფერის მიხედვით ასხვავებენ".

სიმონე ინძაგი ("ლაციოს" მწვრთნელი): "ერთი საათის განმავლობაში მეტოქეს კარში დარტყმის საშუალება არ მივეცით, შემდეგ კი ორი გოლი ვაჩუქეთ. ვგრძნობ, რა ატმოსფეროა დერბის გარშემო და ისიც ვიცი, რომ გულშემატკივრები ძალიან გავაწბილეთ. ცხადია, რომ გაგვაკრიტიკებენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ მარცხისგან სასარგებლო დასკვნების გაკეთება შემიძლია, მაგრამ მერჩივნა, რომ სხვა გუნდთან წაგვეგო. ეს იყო მწარე მარცხი, რომელზეც პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
ქოჩორაშვილი ისევ ტრავმირებულია - "სპორტინგმა" "პორტუს" მოუგო
WU17 | ჩრდ. ირლანდია 3:1 საქართველო
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
პაზი "რეალში" დაბრუნებას შიშობს - არგენტინელი "კომოში" ყოფნით ბედნიერია
პირველად 1994 წლის შემდეგ - "ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ძალიან ცუდი სერია აქვს
იამალი რეკორდების დამყარებას განაგრძობს - "ბარსელონას" ვარსკვლავმა მორიგი მიღწევა დააფიქსირა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
"სპორტის ისტორიაში საუკეთესოა" - მასკერანომ მესის შესახებ ისაუბრა
"გეტყვით, როგორ მოვიგერიე დუეს პენალტი" - "ლე ავრის" მეკარემ პსჟ-ისთან აღებული თერთმეტმეტრიანის საიდუმლო გათქვა
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
[VIDEO] "რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
აი, ბიზნესმენი - "მარსელი" 45 მილიონად შეიძინა და 1 მილიარდად ყიდის
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
რაგბი ევროპა | განახლებული შემადგენლობა რუმინეთისთვის
ლიგა 1-მა პსჟ-ს მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მიიღო
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
"არ ვიცოდი კარგი ფეხბურთელი იყო თუ არა, მაგრამ რადგან "სიტის" სურდა, გადავწყვიტე მეყიდა" - "ჩელსის" მფლობელმა კუკურეიაზე ისაუბრა
[VIDEO] ლიონელ მესიმ მოწინააღმდეგე გუნდის სამწვრთნელო შტაბს დასცინა
"ის საუკეთესოა... ჰკითხეთ ამის შესახებ ოსიმენს, ან ჰოლანს" - მესუთ იოზილი
იტალიის თასიც და ევროსაგზურიც რომის "ლაციოს" [VIDEO]
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
მიდის თუ არა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მერე "ინტერიდან" - ინძაგიმ შეკითხვას უპასუხა
ფინალის შედეგის მიუხედავად მიდის? - ინძაგიმ ახალ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ერთი-ერთზე, ძმაო" - რუდიგერმა ხაბიბი გამოიწვია, დაღესტნელის პასუხმა არ დააყოვნა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-ისთან განადგურებულ "ინტერს" მწვრთნელად ფაბრეგასს დაუნიშნავენ
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
"ინტერს" იან სომერი გაურკვეველი ვადით გამოაკლდა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა
საქმეში პირადად ინძაგი ჩაერთო - "ალ-ჰილალი" ოსიმენის დამატების იმედს არ კარგავს
რუდიგერმა "ბარსელონა" "ლეგანესის" მატჩის შედეგი შეიტყო - "რეალის" გერმანელი მცველის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს [VIDEO]
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
ნაპოლი-ლაციო 0:1 - რომაელები იტალიის თასის ფინალში გავიდნენ [VIDEO]
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"ელ კლასიკოს" შემდეგ - რუდიგერს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ლაციოს" ფეხბურთელს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება
"ინტერის" მწვრთნელმა "ალ ჰილალთან" პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია