5 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა
5 დეკემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, რომელთაგან ყველაზე დიდ ინტერესს ხობის "კოლხეთის" თავდამსხმელის, ირაკლი ქობალიას ინციდენტი იწვევდა.

2 დეკემბერს, პირველი ლიგის პლეი აუტის საპასუხო მატჩში, რომელშიც წალენჯიხის "სქური" ხობის "კოლხეთს" მასპინძლობდა, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არბიტრ გიორგი დოგრაშვილს, მერე კი წითელი ბარათის ჩვენება ფიზიკური შეურაცხყოფით გააპროტესტა. მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მატჩი კი ჩაიშალა. სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მეორე დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე ხობის "კოლხეთი" 5000 ლარით დააჯარიმა და 0:3 წაგება ჩაუთვალა. ამჯერად კომიტეტის წევრებმა თავად ფეხბურთელის საკითხი განიხილეს. მოუსმინეს კლუბის წარმომადგენლებს, გაეცნენ მატჩზე დამსწრე ოფიციალურ პირთა პატაკებს და დაადგინეს: ირაკლი ქობალიას აეკრძალოს თამაში 2018 წლის 1-ელ იანვრამდე.

მსაჯზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა დაფიქსირდა მეორე ლიგის გადამწყვეტ მატჩშიც: თბილისის "შევარდენისა" და სოხუმის "ცხუმის" შეხვედრაში სტუმართა გუნდის ორმა ფეხბურთელმა არბიტრ გიორგი ვადაჭკორიას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით იაშვილს და გიორგი ხარებაშვილს აეკრძალათ თამაში 1 წლით. "ცხუმის" კიდევ ორ ფეხბურთელს, დავით ქიმერიძეს და დავით კირვალიძეს კი 3-3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 150-150-ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

უმაღლესი ლიგის პლეი აუტის პირველ მატჩში, ბოლნისის "სიონისა" და ქობულეთის "შუქურას" დაპირისპირებაში მომხდარ დარღვევებზე სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებები ასეთია: ქობულეთური გუნდის ფეხბურთელები, კობა შალამბერიძე და ზურაბ მალანია გაძევებების გამო დაისაჯნენ 2-2 მატჩით და 400-400 ლარით. "შუქურას" ხელმძღვანელი რევაზ ჩელებაძე მსაჯებისა და ფეხბურთელების მიმართ გამოხატული მიუღებელი ლექსიკისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაჯარიმდა 3000 ლარით და მიეცა ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია. ამ პერიოდში დაფიქსირებული განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჩელებაძეს ექვსი თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა. ბოლნისის "სიონის" გულშემატკივრების მიერ მსაჯებისა და ფეხბურთელების მიმართ არაერთხელ გამოხატული შეურაცხმყოფელი სკანდირების გამო კლუბი დაჯარიმდა 10 000 ლარით და სტადიონის 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით.

ასევე, უმაღლეს ლიგაში, გორის "დილას" და ფოთის "კოლხეთის" მატჩში ერთმანეთის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის გააძევეს "დილას" კაპიტანი ალექსანდრე კვახაძე და ფოთელთა მცველი რასიმ რამალდანოვი. ვინაიდან კვახაძისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მას 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და 2000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა. ასევე, კვახაძეს მიეცა ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაცია. 2 მატჩით და 400 ლარით დაისაჯა რასიმ რამალდანოვი.

მარტვილის "მერანთან", ბათუმის "დინამოსთან" და თბილისის "დინამოსთან" გამართული ზედიზედ სამი მატჩის დროს გულშემატკივართა მხრიდან გამოყენებული პიროტექნიკის გამო, ასევე, ზესტაფონში გამართული საქართველოს თასის ფინალისას ასაფეთქებელი პიროტექნიკით დაზიანებული მინდვრის საფარისა და დამტვრეული სკამების გამო ქუთაისის "ტორპედო" დაისაჯა 5500 ლარით.

ქუთაისურ მატჩში პიროტექნიკის ანთებისა და სარბენ ბილიკზე გადაყრის გამო დაისაჯა თბილისის "დინამოც". თბილისური კლუბი 2000 ლარით დაჯარიმდა.

პირველი ლიგის მატჩში, "ჭიათურასა" და თერჯოლის "საპოვნელას" შეხვედრაში ერთმანეთთან კამათისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის გამო გაძევებული ჭიათურელი ზაზა ნადირაძე და თერჯოლელი დათო საჯაია კი 3-3 მატჩს გამოტოვებენ და 250-250 ლარს გადაიხდიან.

gff.ge

QWERTY
სიონი 40 000 -ით და ტორპედო 30 000-ით უნდა დაეჯარიმებინათ, რომ ჭკუა ისწავლონ სამუდამოდ. წესიერ და ნამდვილ ფეხბურთის მოყვარულ ქომაგებს სახელს და საქმეს უფუჭებენ ეს არამზადა ერთეულები.
გოგი ქუთაისელი
ძალიან სახიფათოა ჩელე არენაზე თამაში დიდი ალბათობაა ამ მინდორზე მძიმე ტრავმების მიღება ცოდვა არიან ფეხბურთელები!
ss
ქობალიას არ ვამართლებ, მაგრამ მსაჯს ნ...., მისი მსაჯობით, ეს ფედერაციის სირცხვილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ბასილაშვილმა თითქმის მოგებული მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანა და თამაში შეწყვიტა
მესის ბოლო სანაკრებო შეკრება - ლეოს ეროვნული გუნდიდან 6 ოქტომბერს გააცილებენ
სკანდალი - უკრაინელმა ფეხბურთელმა გუნდი თვითნებურად დატოვა და კარიერას რუსეთში გააგრძელებს
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
უარი უკრაინას - ქოჩორაშვილის თანაგუნდელმა შოტლანდიის ნაკრებში თამაში არჩია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓗᓐᓠᓒᓐᓛᓐᓫᓔᓛ "ᓘᓚᓘᓩᓔᓕᓔᓪᓘᓡ" ᓠᓘᓒᓔᓑᓨᓘ ᓒᓐᓘᓢᓐᓜᓐ
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რასიმ რამალდანოვის უარი "კოლხეთს", "სამტრედიას" და თბილისის "დინამოს"...
რასიმ რამალდანოვი: მინდა, თბილისის "დინამოში" ვითამაშო და არა მგონია, ეს რთული იყოს
ფოთის "კოლხეთი": ესეც კენიელი მარსელო...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
დინამო (თბ)-დილა 1:0 - ემოციები, პრეტენზიები... [VIDEO+PHOTO]
თემურ ქეცბაიამ ესპანეთთან მატჩისთვის 22 წლის ავთანდილ ებრალიძე გამოიძახა
"ზუგდიდს" ევროსაგზურის მოპოვებაც შეუძლია! - გახდება შოთა ლომია ბომბარდირთა ლომი?
გელა ინალიშვილმა და ბესიკ შეროზიამ "ზუგდიდის" ახალწვეულები წარადგინეს
დინამო(თბ)-შუქურა 1:1 - სენსაცია ეროვნულ ლიგაში [VIDEO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
რასიმ რამალდანოვი: "სამტრედიიდანაც" დამირეკეს...
"კოლხეთის" ყოფილი მცველი: "ყარაბაღი" "სამტრედიას" მოუგებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
დილა VS დინამო (თბ) - ვინ არის სუპერი?
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ზუგდიდი-ჰუნანი 2:0 - ზუგდიდელებმა შეკრება მოგებით დაასრულეს
ზაურ მახარაძე "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ნაკრების კარს დაიცავს
რევაზ ჩელებაძე: დიდი ალბათობით, "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდება და...
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
სადებიუტო სუპერგოლი - ინტერვიუ თორნიკე მოსიაშვილთან [VIDEO]
U19. საქართველო-პორტუგალია 2:3 - ტაში, ნაკლი და პერსპექტივა [VIDEO]
რასიმ რამალდანოვმა ეძება, ეძება და... ისევ ფოთის "კოლხეთი" მოძებნა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
უმაღლესი ლიგის XXIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
გორის "დილამ" სპარინგში თბილისის "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა
ბესიკ შეროზია: ფეხბურთი კი არა, ომი გველოდება!
კიევის "დინამომ" ქართველი ფეხბურთელები გაუშვა
"ზუგდიდი": თამაშებიც და მზადებაც
ეროვნული ლიგა 2. VI ტური: "გაგრა" პირველად დამარცხდა
გოჩა ხოჯავა "ზუგდიდში", დავით ჩაგელიშვილი "შუქურაში"
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები