ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გამოხმაურება: ქარიშხალი ჭიქაში, ანუ აურზაური ნაკრების კაპიტნის გამო...

გამოხმაურება: ქარიშხალი ჭიქაში, ანუ აურზაური ნაკრების კაპიტნის გამო...

ეს არის საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებული ტალღა!
ცხოვრებამ ასე მოიტანა: გვინდა თუ არა, დღეს "ფეისბუქი" მძლავრი საშუალებაა ყველა იდეისა თუ წამოწყების, აზრისა თუ ჩანაფიქრის რეკლამისა და "გაპიარებისთვის". ასეა დღეს და ასე იქნება მანამ, სანამ ვიღაც უკეთეს საშუალებას არ მოიგონებს იდეებით მდიდარ ჩვენს დროში.

დღეს უნდა შევეხოთ თემას, რომელიც ძალიან აქტუალურია. სხვანაირად რომ ვთქვათ, დრო აღარ ითმენს და იმათ, ვინც ის კამპანია წამოიწყო, რომელზეც ახლა უნდა დავწეროთ, სერიოზული დაფიქრება მართებთ.

...ბოლო ორი-სამი დღის განმავლობაში "ფეისბუქის" საკუთარ გვერდს უსიამოვნო მოლოდინით ვხსნიდი და ვხსნი. ჟურნალისტი ყოველთვის მზად უნდა იყოს კრიტიკის მოსასმენად და მისაღებად. ასე ვარ მეც. ნეტავ, ვინმეს გავეკრიტიკებინე.

რამდენიმე ჯგუფი მთავაზობდა და მთავაზობს, მონაწილეობა მივიღო გამოკითხვაში, რომლის მიზანიცაა, გაარკვიოს, ვინ იქნება უკეთესი კაპიტანი საქართველოს ნაკრებისთვის - ჯაბა კანკავა თუ გურამ კაშია?

რა თქმა უნდა, ამ პროვოკაციულ გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ჩვენი საზოგადოების მოზრდილმა ნაწილმა კი დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. სანამ მთავარზე გადავიდოდე, უნდა ვთქვათ: ვინც ეს კამპანია წამოიწყო, მისი მიზანია საქართველოს ნაკრებში განხეთქილების შეტანა და მას ეს არამც და არამც არ უნდა გამოუვიდეს.

ჩვენ ვერა და ვერ გავიგეთ, რომ როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს ეხება ქვეყანასაც. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ეს ბევრმა ფეხბურთელმა არ იცის ბოლომდე და ჩვენ კი ჩვენსას ვამატებთ.

ახლა ზამთარია. სანაკრებო ასპარეზზე სიჩუმეა. საქართველოს ნაკრებს მოლდოვასთან მატჩი ვერ გამოუვიდა ისეთი, როგორსაც ველოდით. როგორც ჩანს, მავანმა სიტუაცია მომწიფებულად ჩათვალა იმისთვის, რომ თავისი მზაკვრული აზრებისთვის გასაქანი მიეცა.

ამ დროს კი დუმილი უბრალოდ დანაშაულია და, რა თქმა უნდა, არც ჩვენ ვაპირებთ, რაკი მედია მხოლოდ მომხდარი ფაქტების აღნუსხვით ვერ შემოიფარგლება - მან კარგ თუ ცუდ ტენდენციებზე, მოსალოდნელ სიკეთეებსა და საფრთხეებზეც უნდა წეროს...

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჰყავს ღირსეული კაპიტანი და ეყოლება მანამ, სანამ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ნაკრების ფეხბურთელები ან თავად ჯაბა კანკავა არ ჩათვლიან საჭიროდ, რომ სხვანაირად უნდა იყოს.

მოგეხსენებათ, კანკავამ საქართველოს ნაკრების რამდენიმე მატჩი გამოტოვა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. როგორც ჩანს, ქართული ფეხბურთის ავის მოსურნეების წისქვილზე წყალი ამანაც დაასხა. ვინც ჯაბას იცნობს, იცის: მას თავის დაზოგვა არ სჩვევია. კლუბში იქნება თუ ნაკრებში, ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და მინდორზე მაქსიმუმს დებს.

შეუძლოდ ყოფნის უფლება კი ყველა ადამიანს აქვს და, მათ შორის, ჯაბა კანკავასაც. სხვისი არ ვიცი და, მის საუკეთესო ადამიანურ თვისებებში დარწმუნებული, ერთხელაც მივესალმე მის პოზიციას - ბოლომდე კარგად ვერ ვგრძნობ თავს და სანამ 100 პროცენტით არ ვიქნები მზად, მანამდე ეროვნულ გუნდში სათამაშოდ არ ჩამოვალ, ქვეყნის მთავარ გუნდს ამას არ ვაკადრებო...

- "ნაკრებში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, ასეთ ფორმაში მყოფი მოედანზე ვერ გავალ"

ეს რომ გულწრფელი სიტყვები იყო, მალევე დადასტურდა - კანკავა მინდორზე მოლდოვის ნაკრებთან მატჩში გამოჩნდა. მისი პოზიცია და გულწრფელობა კი ორმაგად დასაფასებელი გახდა. განა, ბევრი ქართველი ფეხბურთელი დაიკავებს ასეთ პოზიციას? ნაკრებში თამაშების რაოდენობა ხომ (პირდაპირ თუ ირიბად) უკეთეს კლუბში კარიერის გაგრძელების წინაპირობაა...

კიდევ ერთი: დარწმუნებული ვარ, პირველი ამ კამპანიას გურამ კაშია ემიჯნება, ვინც კანკავას არყოფნაში ღირსეულად უკაპიტნა საქართველოს ნაკრებს. კაშია ისეთი პიროვნებაა, იმხელა შეგნების პროფესიონალია, ვერც კი წარმომიდგენია, სხვანაირად ფიქრობდეს.

საერთოდ, როცა საქმე ეროვნული ან ნებისმიერი გუნდის კაპიტნის არჩევას ეხება, გასათვალისწინებელია მხოლოდ მწვრთნელის და ფეხბურთელების აზრი. ცხადია, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრიც, მაგრამ არა - გადამწყვეტი.

საქართველოს ნაკრების არცერთი ფეხბურთელისგან არასოდეს, თუნდაც არაფორმალურ საუბარში, არ გამიგია, რომ კანკავა არ არის ღირსეული კაპიტანი. მერწმუნეთ, ვინმე ასე რომ ფიქრობდეს, ინფორმაცია აუცილებლად გამოჟონავდა...

ქართულ ფეხბურთს ისედაც არ აკლია პრობლემები და ვფიქრობთ, არ არის საჭირო ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევა მაშინ, როცა ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ცდება ის, ვინც ამ კამპანიას მხოლოდ კანკავას წინააღმდეგ აგორებულ "პიარად" მიიჩნევს.

ეს არის საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთის წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებული ტალღა და ძალიან კარგი იქნება, თუ ის არამკითხე მოამბეები, ვინც ეს აჟიოტაჟი ხელოვნურად გამოიწვია, არ ჩაყოფენ ცხვირს იქ, სადაც მათი ადგილი არ არის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

ავტორს მთლიანად ვეთანხმები.

• ledi

არაპერი ისეტი რ მოხდება კაპიტნი ტუ სხვა იქნება ეს პეხბურტია სულ ვერ იქნები ჯაბამ ყველაპერი გააკეტა რაც სეზლო მადლობ მას სწიროა ახალი სისხლი

• კახა ქირია

კაშიამ მოლდოვასთან თამაშის დროს გასცა ამ კითხვას პასუხი მეორე ტაიმში როცა კანკავა შემოვიდა

• Давид

Me saertod ar vicodi am gamokitxvis shesaxeb. gamodis , shen exla apiareb am yvelapers? Me mxolod shengan mesmis, JURNALISTO. Rac sheexeba magbor pirovnebas, orive dzalian magari kacebi arian Tviton uketesad dacyveten vin sad da rogor.

• Irakliy

უკაპიტნა.. უკაპიტნა.. ეს არის ქართული ენის შეურაცხყოფა. არ არსებობს ბატონებო ქართულში ასეთი სიტყვა. ეგ იგივეა, რაც ვთქვათ უდირექტორა, უპრეზიდენტა და აშე შემდეგ. სირცხვილია უბეალოდ.

• kai bichi

temebia kartul realobashi shoki, ra tkma unda kartuli mentalobidan momdinareobs, shuri, gvarzli da kvelas pirveloba unda, ertmanetis mxarshi dgoma noli. egrea kvelgan da kvelafershi mtel sakartveloshi da sakarvelos sazgvrebidan gasul kartvelebshi, ikneb gamovstordet rodesme....

• დავითი

კაშოს კაპიტნის გამოცდილება აქვს და თან ნაკრებისთვის ძალიან სასარგებლოა, კანკავა უკვე დიდი ხანია დაშორდა თავის საუკეთესო ფორმას და მის პოზიციაზე უკეთესი ბიჭებიც გამოჩდნენ. დვალიშვილს კი ზივზივაძე მილიონჯერ ჯობს და იმედია ვლადიმერს ნაკრებში აღარასოდეს ვიხილავთ!!!!! არც დინამში!

• ბაჯო

კანკავა არის ჰამოყალიბებული ადამიანი ეროვნული სულისკვეტებიტ აგსავსე,აბა დვალისჰვილივიტ ტავს არ სჰეირცხვენს როცა არ სჰეუზლია,

• Dyablo

მალხაზს: 100 პროცენტიანია.

• თეიმურაზ

ნაკრების კაპიტანს ირჩევს გუნდი, ამიტომ საზოგადოების აზრი აქ საინტერესო არ არის.

• oto777

ეს ყველაფერი არის დაბალი ცოდნის მანიშნებელი გულშემატკივრებში და საერთოდ ყველა სფეროში ასეა. უცოდინარი ხალხითაა სავსე მთელი ქვეყანა. ,,ძაღლს რა ჰქონდა ბუზს გაჰქონდაო" ასეა ეს ყველაფერი. ჯერ რა არის გასაყოფი და დასაპირისპირებელი ის ვერ გამიგია?! ამ ბოლო დროს იმედები ჩაგვესახა ჩვენი ნაკრების თამაშებით,მარა საერთო მდგომარეობით ხომ ჩვენ ფეხბურთი არ გვაქვს საბჭოეთის დაშლიდან მოყოლებული. რას იყოფენ რა კაპიტანი რის კაპიტანი. ეს ყველაფერი პაკაზუხა ხალხის მოგონილია ყველაფერი. იმის არ იყოს ელ-კლასიკოდ,რომ ნათლავენ ,, დინამო-ტორპედოს თამაშს" სირცხვილი არ არის ასეთი რამ როგორ უნდა მოგივიდეს თავში.ან გლადიატორებიო და რეებს აღარ იგონებენ. თქვე კაი ხალხო რაც არ არის რას ფანტაზიორობთ. ჯერ იმდენი ქენით,რომ მინდორზე ფეხბურთელი ნახოთ გაქცეული და მერე დაარქვით სახელები. მეტიჩრობა გვღუპავს ჩვენ ყოველთვის და ამპარტავნება.ერთმანეთს თავ-პირს უმტვრევენ გულშემატკივრებს უწოდებენ საკუთარ თავს,ვაი თქვენს პატრონს. სადღაც უნახიათ კინოში,თურმე როგორი უნდა იყოს ,,ბალეშჩიკი" ლივერპულის ფანები და მსგავსი. ნეტა ვინმე მანახა აქ ევროპული დონის მოთამაშე მინდორზე და ფეხებს დავუკოცნი.სადაურიც არ უნდა იყოს და რომელ გუნდშიც არ უნდა თამაშობდეს. ეგეთი რამე მარაზმი კი არა გულის ამრევია,ასეთი აზროვნების ხალხი. რაც არ არის იმის ქომაგებად მოაქვთ თავი და სტუმარ მასპიძელს თავ-პირს უმტვრევენ. ქვით მანტიროვკით და ასე შემდეგ. რა კაპიტანი რის კაპიტანი. ჯერ მივიდეს იქამდე ნაკრები,რომ საპატიო იყოს მართლა მისი წევრობაც და ქომაგობაც და აი ყველაფერი,რომ უმაღლეს საფეხურზე იქნება,მერე დაჯექით და გაარკვიეთ თუ ასე ძალიან გინდათ ვინ უნდა იყოს კაპიტანი და ვინ არა. საშინელებაა ეს ყველაფერი.

• David

Es gundis da phekhburtelebis asarchevia da ara khalkhis, qomagma unda uqomagos Gunda da ara uuphrosos!!

• Malkhaz

საზიზღრობაა ამ თემის წამოწევა,მითუმეტეს რო არც წესიერი ნაკრები გვყავს და არც ძლიერი ფეხბურთელები,სხვა საფიქრალი არაფერია ვითომ-ნაცვლად იმისა რო ფეხბურთელებმა და ყველამ იფიქრონ იმაზე--თუ როგორ გააუმჯობესონ თამასი--აქ არებმიცემობა და შეკვეთილი სტატიები გააშანშალეს,სულაც არ მაინტერესებს ვინ იქნება კაპიტანი-ოღონდ გუნდმა ისწავლოს ფეხბურტი,ეგ აინტერესებს იმას ვისაც უნდა რო კაპიტნად დარჩეს ან აირჩიონ.დაბლოკეთ თქვენ იცით--არ გაუშვათ ეს კომენტარი

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს

ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს

ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ

სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

კაშია: იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა