სამწლიანი თანამშრომლობის დასასრული
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეწყვიტა თანამშრომლობა გერმანელ ბორის ბეკერთან. ამის შესახებ, თავად ჩოგბურთელმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა.

ჯოკოვიჩმა დააზუსტა, რომ გადაწყვეტილება ერთობლივად იქნა მიღებული, ხოლო ყველა მიზანი, რომელსაც ეს წყვილი თანამშრომლობის დაწყების წინ გეგმავდა, მიღწეულია. ასევე, ნოვაკმა მადლობა გადაუხადა გერმანელ სპეციალისტს გაწეული სამუშაოსთვის და დააზუსტა, რომ, ახლა, მომავალი სეზონისთვის სწორი განრიგის შედგენაზე იმუშავებს.

ჯოკოვიჩმა და ბეკერმა თანამშრომლობა 2013 წლის დეკემბერში დაიწყეს. სერბმა გერმანელთან ტანდემში "დიდი სლემის" ექვსი ტურნირის მოგება მოასწრო.

"გადაწყვეტილება ორმხრივი იყო და ის დიდი ხანია მომწიფებული იყო. ბოლო ექვსი თვე რთული გამოდგა ბევრი თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ნოვაკმა როლან გაროსი მოიგო და კარიერული დიდი სლემის აღებით ცხოვრების მიზანი აისრულა, მისი პრიორიტეტი ოჯახის მხარეს გადავიდა. ეს ნორმალურია და მე პირველმა ვუთხარი მას: ოჯახი ყველაზე მაღლა დგას.

გარდა ამისა, მან არასაჩოგბურთო პროექტებსაც მიაქცია ყურადღება და ესეც სწორია. თუმცა, ამან ჩემი, როგორც მწვრთნელის სამუშაო სულაც არ შეამსუბუქა. ხელ-ფეხი შეკრული მქონდა. შედეგად, დადგა მომენტი, როცა კითხვა დავსვი: როგორია ჩემი როლი? რას ვაკეთებ აქ? რატომ მივემგზავრებით ნიუ იორკში, შანხაიში, ტოკიოში?

ვიცი, რამდენად დასანანი იყო ნოვაკისთვის აშშ-ის ღიას ფინალში წაგება და რეიტინგის უმაღლესი საფეხურის დაკარგვა. მაგრამ, ალბათ, ეს საჭირო იყო. მას უნდა გაეხსენებინა - რა არის წაგება, რადგან ბოლო ორწელიწადნახევარია, ასეთი რამ არ ხდებოდა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ის არ მუშაობდა იმდენს, რამდენიც საჭირო იყო. და ეს თავადაც კარგად იცის. ბოლომდე უნდა იმუშაო და თავი მოიკლა, რასაც აკეთებდნენ კიდეც მისი კონკურენტები. და ვფიქრობ, ნოვაკი ისევ დაიწყებს ამის კეთებას", - განაცხადა ბორის ბეკერმა დაშორების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გერმანიის ნაკრებს ბორის ბეკერი უკაპიტნებს
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მან იცის, რომ ყოველთვის მის გვერდით ვიქნები - ჯოკოვიჩი გაკოტრებულ ბეკერს დახმარების ხელს უწვდის
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
"ციხეში არავინ ვიყავი, მტკივნეული გაკვეთილი მივიღე" - ბორის ბეკერის პირველი ინტერვიუ საპატიმროს დატოვების შემდეგ
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
ლეგენდარულ ჩოგბურთელს სამშობლოში დეპორტაციის იმედი აქვს
ბორის ბეკერი ვალებს ებრძვის და უიმბლდონის სამ თასს ყიდის
ბორის ბეკერი ბანკროტია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა