კარპინი: ჯანო ყველგან მომეწონა

გუშინ რუსული პრემიერლიგის მე-11 ტურის გამოტოვებულ მატჩში "ლუჟნიკიზე" შეკრებილმა მაყურებელმა ერთბაშად 8 გოლი იხილა, "სპარტაკმა" "სიბირს" "ჰოკეის ანგარიშით", 5:3 მოუგო და რაც ყველაზე მთავარია, 17 წლის ჯანო ანანიძემ კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა რუსეთის ჩემპიონატში. ჩვენებურმა ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. 23-ე წუთზე ბრაზილიელმა არიმ ქართველს ბრწყინვალე პასი მისცა, მას შეეძლო საჯარიმოს კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გასვლამ, მაგრამ ჯანომ სხვანაირად განსაჯა, ცენტრისკენ გადაინაცვლა და კოვალევსკის შორეულ კუთხეში გაუტანა. 67-ე წუთზე ჯანო საჯარიმოს ხაზის გაყოლებაზე შეიჭრა მეკარესთან პირისპირ, ბრწყინვალედ "მოტეხა" მცველი და კოვალევსკის გაუტანა. ორივე გოლი ერთმანეთზე უკეთესი იყო, 77-ე წუთზე ანანიძეს ჰეთ თრიკი უნდა შეესრულებინა, მაგრამ ამჯერად მას აჯობა პოლონელმა გოლკიპერმა. მე-80 წუთზე დაღლილმა ქართველმა თავად ითხოვა შეცვლა. "ჯანოს ბუნებრივი პოზიცია ცენტრშია, თუმცა დღეს მან ყველგან დიდებულად ითამაშა, მარცხნივაც მომეწონა და ცენტრშიც", - განაცხადა ვალერი კარპინმა.

"ჩემპიონატმა" ჯანო ანანიძის თამაში 7 ბალით შეაფასა. უკეთესი შეფასება მხოლოდ ალექსმა და არიმ (7,5 - 7,5) დაიმსახურეს. ამ ჩემპიონატში ანანიძემ პირველად შეძლო გოლის გატანა. "სპარტაკი" 19 ქულით მე-7 ადგილზეა.

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა