7 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთთან ამხანაგური მატჩი გამართა
7 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა სლოვაკეთის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მე-4 წუთზე რონინიომ გახსნა. სტუმრებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს, მე-9 წუთზე გოლი მარეკ პაშტერნაკმა გაიტანა. ჩვენმა გუნდმა მეორე შედეგიანი დარტყმა 24-ე წუთზე განახორციელა, მეტოქის კარი ლევან კობაიძემ აიღო. 36-ე წუთზე ტომაშ დრაჰოვსკიმ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი ირაკლი თოდუამ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, 6 დეკემბერს, საქართველოსა და სლოვაკეთის ფუტსალის ნაკრებთა პირველი დაპირისპირება ფრედ, 1:1 დასრულდა.

2017 წლის იანვარში, თბილისი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფის შეხვედრებს უმასპინძლებს. მატჩები 24-27 იანვარს გაიმართება. საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის, ისრაელისა და შოტლანდიის ნაკრებებს შეხვდება.

ამხანაგური მატჩი

თბილისი, ოლიმპიური სასახლე

საქართველო - სლოვაკეთი 3:2

გოლები: 1:0 რონინიო (03:28), 1:1 პაშტერნაკი (08:15), 2:1 კობაიძე (23:33), 2:2 დრაჰოვსკი (35:03), 3:2 თოდუა (35:39)

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, თოდუა, რონინიო, ტიკურიშვილი

სათადარიგო: ჯამბურია, ლუკავა, კურტანიძე, თოფურია, კობაიძე, მაისაია, ბობოხიძე (კ), სებისკვერაძე, სოზაშვილი, ზედელაშვილი

მთ. მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

სლოვაკეთი: ჰერკო, რიკი (კ), სმეჟიჩკა, კოზარი, დრაჰოვსკი

სათადარიგო: ბრნდიარი, რაფაი, ჰუდაცეკი, ჰუდეკი, პაშტერნაკი, მარუშინეცი, დოშა

მთ. მწვრთნელი: მარიან ბერკი

მსაჯები: არსენ ნონიკაშვილი, შოთა ქუხილავა, ზვიად ბლიაძე, გრიგოლ ბლიაძე (თაიმკიპერი)

გაფრთხილება: 12:12 დრაჰოვსკი, 21:40 ჭანუყვაძე, 25:50 დოშა, 29:21 რიკი, 36:14 პაშტერნაკი, 36:14 სებისკვერაძე.

წყარო: gff.ge

Georgian
ბრავო ბიჭებს! სერიოზული შედეგია. გუშინდელი ფრე შემთხვევითობა არ ყოფილა და დღეს ეს გამოჩნდა. იანვარში გვერდში უნდა დავუდგეთ ყველა ერთმანეთს და ჯგუფიდან უნდა გავიდეთ. წარმატებები!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
"შესაძლოა, ქართული ფუტსალის ისტორიაში გადატრიალება მოვახდინოთ"
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
თსუ უეფას ფუტსალის თასზე აზერბაიჯანულ გუნდთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
საქართველო-იტალია 2:2 - ერთი ნაბიჯი ევროფინალამდე! [VIDEO]
ქართული ტრიო მალტაზე არავის ინდობს
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
რუმინეთი-საქართველო 2:2 - ახლოს ევროპასთან! [VIDEO]
რონინიო: შესაძლო მეტოქეებიდან ყველაზე სუსტი შეგვხვდა
ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება
ჟელეზარეცი-თსუ 0:10 - ქართველებმა ქვა ქვაზე არ დატოვეს...
ავთანდილ ასათიანი: საქართველოს ნაკრებსა და "თელასს" ვერ ვუღალატე
ფუტსალი | იტალია - საქართველო | მეინ რაუნდის მეორე მატჩი
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
საქართველო ფუტსალის ევროპის 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია
იტალია 3:2 საქართველო
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
ავთანდილ ასათიანი: ბიჭებმა დაიმსახურეს და ჩვენთვის ისტორიულ მომენტში პირველი სამი ქულა აიღეს
"ისევ საქართველოს ნაკრებში მინდა თამაში და არა დსთ-ის თასზე, არა რუსეთს" - საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
"ცხელი ძაღლი", გორგასალი... - რა იცის საქართველოზე ჩვენი ნაკრების ბრაზილიელმა ლიდერმა [VIDEO]
რონინიო: შეგიძლიათ, გაქართველებული ბრაზილიელი მიწოდოთ...