სერია A. XXVII ტური: დიეგო მარადონას იტალიური კარიერის შემდეგ "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას ამხელა ინტერესი არ გამოუწვევია
დიეგო მარადონას იტალიური კარიერის შემდეგ "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას ამხელა ინტერესი არ გამოუწვევია. პირთამდე გავსებულ "სან სიროზე" სატურნიორო ცხრილში პირველ და მეორე ადგილზე მყოფი გუნდები წარსდგნენ ერთმანეთის წინაშე და სწორედ აქედან გახლდათ განპირობებული ამხელა ინტერესი.

თვით სილვიო ბერლუსკონიმაც ვერ მოთოკა ემოცია და თამაშის დაწყებამდე საჯაროდ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სამხრეთელი მეტოქე აუცილებლად უნდა დაამარცხოს. დიახ, "როსონერის" პრეზიდენტმა სიტყვა სამხრეთი ახსენა, რასაც აპენინებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იტალიურ ფეხბურთში სამხრეთელებს და ჩრდილოელებს მუდმივი დაპირისპირება აქვთ, რასაც პოლიტიკური ელფერიც კი დაჰკრავს და ძნელად წარმოსადგენი იყო, თუ ასეთ რამეს თვით ქვეყნის პრემიერმინისტრი იტყოდა. გამოცდილმა, მაგრამ ექსტრავაგანტულმა პოლიტიკოსმა ემოციები ვერ მოთოკა და კიდევ უფრო დაძაბა ისედაც ნერვული ატმოსფერო.

მასიმილიანო ალეგრიმ პრაქტიკულად ის შემადგენლობა შეარჩია, რომელსაც "გაძეტა დელო სპორტი" ვარაუდობდა, თუმცა ერთი ფეხბურთელის გამოკლებით - მარცხენა მცველად არა ურბი ემანუელსონი, არამედ მარეკ იანკულოვსკი გაამწესა. შესაძლოა გაგიკვირდეთ, რადგან ჰოლანდიელი ნომინალური მცველი არ გახლავთ, მაგრამ ბოლო პერიოდში ვარჯიშებზე სწორედ ამ პოზიციაზე იწრთობოდა. სწორედ აქედან მომდინარეობდა ვარაუდი და ნაწილობრივ გამართლდა კიდეც, რადგან ემანუელსონი მეორე ნახევარში ჩაერთო თამაშში და სწორედ მარცხენა მცველად იასპარეზა.

თადარიგში დარჩა ანტონიო კასანო, ძირითად შემადგენლობაში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად, რობინიო და ალეშანდრე პატო ვიხილეთ. ვალტერ მაძარიმ დისკვალიფიცირებული ესეკილ ლავეცის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ჯუზეპე მასკარა გაამაწესა, მასთან ერთად შეტევის წინა ხაზზე მარეკ ჰამშიკი და ედინსონ კავანი მოქმედებდნენ - უფრო სწორად, უნდა ემოქმედათ, რადგან აქედანვე ვთქვათ, რომ "მილანის" კართან საინტერესო არაფერი მომხდარა. ამის ნათელი დადასტურება სტატისტიკური მონაცემები გახლავთ, რომლის მიხედვითაც სტუმრებს არც ერთხელ არ დაუტყამთ ზუსტად მეტოქის კარის მიმართულებით.

სამაგიეროდ, მილანელებმა გაილაღეს, ბლომად ურტყეს და სამი უპასუხო გოლიც გაუტანეს მეტოქეს. მოკლედ, ბრძოლა არ შედგა, ერთმა გუნდმა აშკარად დაჯაბნა მეორე და სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ექვსის ტოლფასი სამი ქულა.

პირველი გოლი მასპინძლებმა საეჭვო ვითარებაში დანიშნული თერთმეტმეტრიანით გაიტანეს - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი პატოსთან მებრძოლ სალვატორე არონიკას მოხვდა ხელზე და არბიტრმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი. ბუნებრივია, რომ ამ გადაწყვეტილებას სტუმართა დიდი პროტესტი მოჰყვა, თუმცა მსაჯი შეუვალი გახლდათ და იბრაჰიმოვიჩმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, 1:0. ეს ყველაფერი 49-ე წუთზე მოხდა და ისე გამოვიდა, რომ მთელ პირველ ტაიმს გადავახტით.

ანტრაქტამდე ფრთხილი თამაში იყო, "მილანს" ერთი თვალი უკან ეჭირა და ისე უტევდა, თუმცა საგოლე მომენტები მაინც შექმნა. გატანასთან ახლოს იყო მარკ ვან ბომელი, რომელმაც ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღო ბურთი, ძლიერადაც დაარტყა, მაგრამ სტუმართა მცველმა თავგანწირულ ვარდნაში გადაარჩინა საკუთარი კარი. მომენტი თვით ჯენარო გატუზოსაც შეექმნა, ვისი დარტყმულიც მცირე მანძილით ასცდა მორგან დე სანკტისის კარის ჩარჩოს.

დავუბრუნდეთ მეორე ტაიმს, ზლატანის გოლს და იმას, რომ სულ მალე რობინიოს ნაცვლად თამაშში კევინ პრინც ბოატენგი ჩაერთო. სწორედ განელმა გაიტანა მეორე გოლი და გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი. 77-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ალეშანდრე პატომ მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ერთ მცველს კარგად გასცდა და განელს შესანიშნავად უპასა, ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში და 2:0. ორიოდე წუთში თავად პატომ გაიტანა გოლი და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - ბრაზილიელმა მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, ორი მეტოქის მოტყუება შეძლო და მაშინ როდესაც ყველა იბრაჰიმოვიჩზე ელოდა გადაცემის გაკეთებას, უზადო დარტყმით დე სანკტისი უშანსოდ დატოვა, 3:0.

დარჩენილი ათი წუთის განმავლობაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა, "მილანმა" ტიფოზების ოვაციების, სიმღერების და სკანდირების ფონზე ჩაამთავრა შეხვედრა.

წაგება ღირსეულად მიიღო ნეაპოლელთა თავკაცმა და მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: "იყო თუ არა თერთმეტმეტრიანი? - ასეთ ეპიზოდებში ხან დებენ მსაჯები პენალტს და ხან არა, ამჯერად, დაიდო და გაპროტესტებას ნამდვილად არ ვაპირებ. "მილანი" ფენომენალური გუნდია, რომელმაც შეგვიზღუდა სივრცეები და დამსახურებულად გაიმარჯვა. ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ბრძოლას არ ვწყვეტთ - მთავარი მატჩები წინ არის, კონკურენტების გამოსვლას კი ყურადღებით მივადევნებთ თვალს, რადგან მდევრის როლში ვიმყოფებით".

ბოლო წინადადებით მაძარიმ ფაქტობრივად აღიარა, რომ მისი მიზანი სკუდეტოს მოპოვებაა და არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. ბოლოს, სიტყვა მასიმილიანო ალ;ეგრის გადავცეთ, რომელიც მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: "ძალიან მომეწონა ის, რასაც მთელი 90 წუთის განმავლობაში ვუყურებდი. ჩემმა შეგირდებმა ხასიათი გამოავლინეს და მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. სკუდეტოსკენ მიმავალ გზაზე დიდი ნაბიჯი გადავდგით წინ, თუმცა მოდუნება არაფრისდიდებით არ შეიძლება".

მილანი-ნაპოლი 3:0

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე (80. ოდო), ნესტა, ტიაგო სილვა, იანკულოვსკი (72. ემანუელსონი) - ვან ბომელი, გატუზო, ფლამინი - რობინიო (63. ბოატენგი) - პატო, იბრაჰიმოვიჩი.

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - კამპანიარო, კანავარო, არონიკა - მაჯო (78. სოსა), პაციენცა, გარგანო (84. იებდა), დოსენა - მასკარა (65. ცუნიგა), ჰამშიკი - კავანი.

გოლები: 1:0 იბრაჰიმოვიჩი (49-პენ.), 2:0 ბოატენგი (77), 3:0 პატო (79).

გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 8-3; ჯარიმა: 11-15; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 11(6)-5(0); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 80 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 27 17 7 3 49-20 58

2. ინტერი 27 16 5 6 49-29 53

3. ნაპოლი 27 16 4 7 41-25 52

4. ლაციო 27 14 6 7 33-23 48

5. უდინეზე 27 14 5 8 49-30 47

6. რომა 27 12 7 8 41-38 43

7. იუვენტუსი 27 11 8 8 41-34 41

8. პალერმო 27 12 4 11 44-43 40

9. კალიარი 27 11 5 11 33-28 38

10. ჯენოა 27 9 8 10 25-27 35

11. ბოლონია 27 10 8 9 29-34 35

12. ფიორენტინა 27 8 10 9 29-29 34

13. კიევო 27 7 10 10 28-30 31

14. სამპდორია 27 7 10 10 23-29 31

15. კატანია 27 7 8 12 24-35 29

16. პარმა 27 6 10 11 27-38 28

17. ლეჩე 27 7 7 13 30-48 28

18. ჩეზენა 27 6 7 14 20-36 25

19. ბრეშა 27 6 6 15 22-35 24

20. ბარი 27 4 7 16 15-41 16

ბოლონიას დაკლებული აქვს სამი ქულა

ბომბარდირები: 21 - დი ნატალე (უდინეზე); 20 - კავანი (ნაპოლი); 16 - დი ვაიო (ბოლონია), ეტოო (ინტერი); 14 - მატრი (იუვენტუსი), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

[VIDEO] კონტე გააძევეს - "ნაპოლი" "ინტერთან" მარცხისგან მაკტომინეიმ დუბლით იხსნა
ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადადის
[VIDEO] "ნაპოლი" "ვერონასთან" ფრეს დასჯერდა
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია
"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა
"შავი ლომი" | ფინალი "ძებრესთან" ჯგუფიდან გასასვლელად - შაბათს "მიხეილ მესხზე"
"შავი ლომი" | "მონტობანთან" ისტორიული გამარჯვების შეფასება - ილია მაისურაძე და მიხეილ ბაბუნაშვილი
"დინამო თბილისი" 8 ფეხბურთელს დაემშვიდობა
ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
იანისის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა... ლიდერების გარეშე დარჩენილმა "დენვერმა" "ბაქსი" დაამარცხა
ნინო ბაციაშვილი სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი გახდა!
ზურაბ საკანდილიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
"რომ არა ის, "ბარსელონას" აუცილებლად დავტოვებდი, მან ჩემი ცხოვრება შეცვალა" - რაფინია
[VIDEO] "ტაშს ნუ უკრავთ!" - მბაპეს ამ ქმედებას დიდი კრიტიკა მოჰყვა
სულშერი ფავორიტი აღარაა - "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატს განიხილავს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება