ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, სანაკრებო მწვერვალების დაპყრობის პარალელურად, საკლუბო ტიტულებსაც დიდი წარმატებით აგროვებს
ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61), სანაკრებო მწვერვალების დაპყრობის პარალელურად, საკლუბო ტიტულებსაც ისეთივე დიდი წარმატებით აგროვებს - რამდენიმე დღის წინ ხარკოვში მსოფლიოს საკლუბო თასი მოიგო.

სხვათა შორის, ეს შეჯიბრება წლეულს მესამედ გაიმართა, ჩვენებურმა კი ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა იქ. თანაც, ეს ორჯერვე სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში მოახერხა - შარშან ირანული "ბიმექს რაზის" რიგებში ირიცხებოდა და დიდი წვლილიც შეიტანა მათ გაჩემპიონებაში, წლეულს კი ამერიკულ "ტიტანი მერკურს" დაეხმარა წარმატების მოპოვებაში.

"ტიტანთან" ჩვენებურის ურთიერთობა ამ ეტაპზე ხარკოვში ჭიდაობით ამოიწურა - ის მხოლოდ ამ შეჯიბრებაზე დახმარებას ითვალისწინებდა, ხოლო სამომავლოდ რა იქნება, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. საკლუბო ტურნირები ჯერ ისევ მიმდინარეობს და მათ დასრულებამდე, როგორც წესი, ახალ კონტრაქტებზე არავინ საუბრობს. ამიტომ ვერ გეტყვით, ხინჩეგაშვილს გაისად სად ვიხილავთ - ისევ ამერიკულ კლუბში, ირანულში თუ - ქართულში.

სამაგიეროდ, გარკვეულია, რომ იჭიდავებს ბუნდესლიგაში, სადაც "აალენის" შემადგენლობაში გამოდის. ის დღეს გაფრინდება გერმანიაში, სადაც 66 კილოგრამში შეეწევა ადგილობრივებს.

სავარაუდოდ, ინდოეთის პროფესიულ ლიგაშიც ვიხილავთ, თუმცა ჯერ ეს საკითხიც გაურკვეველია. მათ აუქციონი უნდა გამოაცხადონ, სადაც კლუბები იყიდიან მოჭიდავეებს, თუმცა ჯერ მისი გამართვის თარიღი უცნობია.

შარშან ინდურმა კლუბებმა ოთხი ქართველი იყიდეს, მაგრამ მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადისთვის უკეთ მოსამზადებლად უარი თქვა საკმაოდ მსუყე ჰონორარზე და არ წავიდა, ხინჩეგაშვილმა კი იჭიდავა და დიდი წარმატებითაც. დიდი იმედია, მას წლეულსაც მიიწვევენ.

ჯერჯეობით გაურკვეველია ხინჩეგაშვილის სანაკრებო გეგმები - ვიდრე ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნები არ ჩატარდება, მანამ ვერც ნაკრების კალენდარზე ვისაუბრებთ. ეგ კი არა, დაზუსტებით არც საქართველოს ჩემპიონატის თარიღია გარკვეული - ნამდვილად იანვარში რომ ჩატარდება, ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ კონკრეტული თარიღი დასაზუსტებელია (თუმცა სავარაუდო რიცხვებს კი ასახელებენ).

ჯერ ვერც იმას გეტყვით, ხინჩეგაშვილი იჭიდავებს თუ არა ქვეყნის პირველობაზე - ესეც უახლოეს მომავალში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
საჭიდაო სამყარო უცნაური ცვლილებებით ისევ გვაკვირვებს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ხინჩეგაშვილის შემდეგ პეტრიაშვილიც - გენო ჭიდაობას უბრუნდება
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს